მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 22 » Smile
2:55 PM
Smile
Smile
ანეგდოტები
1) ტიპი ისეთი გამხდარი იყო რო მერვედან გადმომხტარი მე-16 სართულზე ძლივს დაიჭირეს

2) ქმარი მივა სახლში, გამოაღებს კარადას და იქ ვიღაც ტიტველი კაცი ზის. ქმარი:
-აქ რას აკეთებ?
-მატარებელს ველოდები
-რომელ მატარებელს?
-რომლითაც შენ მივლინებაში უნდა წახვიდე


3) ციხეში ერთი პატიმარი აღვიძებს მეორეს:
-შენ ახალ წელს რატო არ მილოცავ?
-რა დროს ახალი წელია ამ შუა ზაფხულში?
-რატო კაცო, გასაუბრებაზე ვიყავი და ერთი წელი დამიმატეს

4) ლოთ მამას ეწუწუნებიან შვილები:
-მამა რამისაა შიმშილით დავიხოცოთ, ცოტა ფული მოგვეცი რა, პურს მაინც ვიყიდით
-სად მაქვს ფული - თან ბოთლი მოიყუდა
-ბოთლები მაინც მოგვეცი კაცო, ჩავაბარებთ და იმ ფულით შევჭამთ რამეს
-აი, აი, აი, მე რო არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ, ალბათ შიმშილით დაიხოცებოდით


5) მოსამართლე:
-კაცო, უკვე ორმოცდამეათედ გიჭერენ ჯიბის ქურდობაზე, აღარ ვიცი რა ვქნა
-იქნებ პატარა იუბილესავით მოგვეწყო რამე?


6) ბარში შედის კენგურუ:
-არაყი დამისხი რა ჩემი ძმა
დაუსხეს, დალია
-რამდენია ჩემზე?
-5 დოლარი. ისე, პირველად ვხედავ, კენგურუ რო არაყს სვამდეს - უკვირს გამყიდველს
-პირველად და უკანასკნელად, მე აქ აღარ შემოვალ, ძაან ძვირია სასმელი - პასუხობს კენგურუ



7) ოსი გააჩერეს საზღვარზე და მანქანის საბარგულში ცხვრები უპოვეს:
-სად მიგყავს ეს ცხვრები?
-მე არსად, ბატონო, დავიძახე, საქართველოში ვინ მოდის-მეთქი და ამათმა მითხრეს, მეეო


8) ტიპს დაიჭერენ და ჩასვამენ ციხეში. პირველად შეუშვებენ მკვლელების კამერაში. შეეშინდება,
არაფერი მიქნანო, იჩალიჩებს და გადაიყვანენ სხვა კამერაში, სადაც შავი მენტალიტეტის ხალხი
ზის. იქაც შეეშინდება და ისევ დაიწყებს ჩალიჩს. გადაიყვანენ კამერაში, სადაც ერთი მოხუცი კაცი
დახვდება. გაუხარდება:
-უჰ, როგორც იქნა, კარგია ღვთისნიერ ხალხთან ყოფნა. რაზე ჩაგსვეს ბაბუ?
-კანიბალობაზე, ჩემო ტკბილო, კანიბალობაზე


9) პატარა ბავშვები თამაშობენ ექიმობანას ეზოში. საღამოს ერთის მშობელი მიუვარდება მეორეს:
-მაჩვენეთ ის ყურუმსაღი, რა უქნა ჩემს შვილს
-რა უქნა ასეთი ქალბატონო?
-ბრმანაწლავი ამოაჭრა


10) გაკოტრებულ ოსს ეკითხებიან, თუ რატომ გაკოტრდა:
-ნაწილი სასმელსი დამეხერძა, ნაწილი ქალებსი, ნაწილით მაშინა სევიძინე, ნაწილი კი, ეეეჰ,
ოჯახს მოვახმარე


11) -ეს ბავშვი მიტუასია?
-კი, რა იყო?
-არაფერი, უბრალოდ თავისთვის თუ უნდოდა, ცოტა უკეთესი ვერ გააკეთა?



12) ლოთს ეუბნებიან:
-დაანებე ამ სასმელს თავი, ხო იცი რო შენი მტერია
-მერე არ გაგიგია, გიყვარდეს მტერი შენიო?


13) ორი კაციჭამია ქეიფობს:
-როგორ მოგწონს ჩემი ცოლი?
-უჰ, ძალიან მომწონს
-მერე გადაგეღო კიდევ


14) ცოლი ქმარს:
-წაიყვანე კაცო ეს ბავშვი სათევზაოდ
-არ წავიყან
-და რატო?
-წინაზე რო მყავდა, მთელი ჭიაყელები შემიჭამა


15) ოსს მოში გერმანელები გამოეკიდნენ და დაიმალა ბუჩქებში. გერმანელები დგანან და
ფიქრობენ:
-იქნებ ბუჩქებშია?
-იქნება ხეზე ავიდა?
-იქნება მოკვდა?
ოსი ბუჩქებიდან:
-მოკვდა, მოკვდა, ძალიან მოკვდა სენი წილიმე


16) ციხეში ჩხუბი ატყდა და ვიღაც ოსი ყვირის:
-გაჩერდით ეხლავე, თორემ ყველას გაგვყრიან აქედან


17) მიხო ომში გამწარებული ყვირის:
-სესტრა!! სესტრაა!!
-რა გინდა კაცო, ჯერ ხომ არ დაჭრილხარ?
-რო დავიჭრები სად გნახო მერე! აგე, მამიჯექ გვერდითა...


18) ქმარი კვდება და ცოლი თავთან უზის. ქმარი:
-ძვირფასო, მეზობელს ჩვენი 1000 დოლარი აქვს ვალი, არ დაგავიწყდეს
-არ დამავიწყდება ძვირფასო
-შენს დეიდაშვილს 700
-მახსოვს, გენაცვალე
-ჩემს მამიდაშვილს 900
-ვიცი, ვიცი საყვარელო
-დამლაგებელს ამ თვის 5 ლარი მიეცი, არ დაგავიწყდეს
-ვაიმეეე, კიდევ ბოდავს, საწყალი

19) -მოიცა, შენ სხვისი თანდასწრებით კრეტინი მიწოდე?
-მაპატიე, არ ვიცოდი თუ მალავდი

20) ერთი პატიმარი ეკითხება მეორეს:
-აქ რამ მოგიყვანა?
-სასმელის სიყვარულმა
-მერე ვინ გითხრა, რომ აქ სასმელს ასმევდნენ?



მხოლოდ საქართველოში:)))

1) მხოლოდ საქართველოში ღამდება 9 საათზე და მერე გარეთ გასვლა აღარ შეიძლება. 

2) მხოლოდ საქართველოში სვამენ იქამდე სანამ თავს თეფშზე არ დადებენ. 

3) მხოლოდ საქართველოში უყურებს ყოველი მესამე სერიალს. 

4) მხოლოდ საქართველოში აგებენ ფულს ბოლომდე.  

5) მხოლოდ საქართველოში ყიდულობენ "იაგუარს" და გაზზე გადაჰყავთ.

6) მხოლოდ საქართველოში ფიქრობენ გოგოზე ცუდად თუ ის ბიჭთან ერთად დაინახეს. 

7) მხოლოდ საქართველოში არის ყველაზე მაგარი სიტყვი
ს თავისულება. 

8) მხოლოდ ქართველ მეფეს ყავდა 24 შვილი.


9) მხოლოდ საქართველოში ამთავრებენ 2 უნივერსიტეტს და შემდეგ ტაქსისტები ხდებიან. 

10) მხოლოდ საქართველოში სწავლობენ 18 წელი და შემდეგ "მატორისტები" ხდებიან. 

11) და ბოლოს მხოლოდ საქართველოა ყველაზე დემოკრატიული და განვითარებული. 



იმედია მოგეწონათ...და ცოტა გახალისდით....თუ გინდათ კიდევ დავდებ...:)))

კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 684 | დაამატა: Belieber❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4