მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მაისი » 12 » smile
5:16 PM
smile
უფასოა, მაგრამ ძვირი ღირს, რასაც გასცემ, მეტს მიიღებ. წამიერია, მაგრამ ხსოვნაში სამუდამოდ რჩება, ვერსად იპოვი მდიდარს, რომელიც უმისოდ ძლებს, და ვერც ღატაკს, რომელსაც ის არ გაამდიდრებს. მას ვერ იყიდი, ვერც თხოვნა-მუდარით მოიპოვებ, ვერც ისესხებ, ვერც მოიპარავ, რადგან თუ ნებით არ გაიცა, გროშია მისი ფასი. თუ სწორად მიხვდებით რაზეა საუბარი, "ის” აუცილებლად გეწვევათ…
ალბათ ყველა მიხვდით რაზეც მაქვს საუბარი, ეს ხომ ჯადოსნური სიტყვა და ქმედებაა, რასაც
ღიმილი ქვია



ღიმილი არის სახის გამომეტყველება, რომელიც პირის ორივე მხარეს წარმოიქმნება კუნთების მოხვრით. ღიმილი თვალების გარშემოც წარმოიქმნება. ადამიანებში, ესაა გამომეტყველება, რომელიც გამოხატავს ბედნიერებას ან სიამოვნებას, მაგრამ ზოგჯერ არის შფოთვის უნებლიე გამოხატვა; ამ შემთხვევაში ცნობილია როგორც სახის მანჭვა. ღიმილი კულტურის, რასისა და რელიგიის მიუხედავად ყველასთვის გასაგებია და საერთაშორისოდაა ცნობილი. კროს-კულტურულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მსოფლიოში ღიმილი კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ კულტურათა მიხედვით დიდი განსხვავებაა. ეს ასევე შეიძლება იყოს სპონტანური და ხელოვნური.
ცხოვრებაში, სულ მცირედ, ერთხელ მაინც ყველას გაუღიმია და ეს არაა რაღაც, რასაც დავისწავლით – არამედ პოზიტიური გამოცდილების ბუნებრივი რეაქციაა.



ალერსიანი ღიმილი
შეხვედრის ღიმილი ანუ ალერსიანი ღიმილი, რომელიც ერთდროულად აახლოებს და ინარჩუნებს დისტანციას, მას შეუძლია ისე დაგაახლოვოს სრულიად უცხო ადამიანს, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდეთ.



თავდაცვითი ღიმილი
გაურკვეველ სიტუაციაში ღიმილი თავდაცვის პირველი იარაღია, ასევე მოდუნების საშუალებაცაა, რომელიც გვეხმარება საკუთარი აგრესიულობის შეკავებასა და სხვათა აგრესიულობის ნეიტრალიზაციაში. დაძაბულობის მოსახსნელად ღიმილი ყველა კულტურაში გამოიყენება. მაგ. როცა უცხო ადამიანებით სავსე ოთახში შედიხარ, ძალაუნებურად იღიმები.

ყველას ბედნიერი ღიმილით სავსე ცხოვრებას გისურვებთ. :*


(ფოტოები იყო პატარები ზოგი დიდი და ცუდი ხარისხის ამიტომ მე შევცვალე )
დაამოწმა და გაალამაზა : ნინიკუნამ
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 738 | დაამატა: ♔Nina♔ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-05-12 Spam
gimilii chemtvis ufro mets nishnavs bda ufro didi funqciaaq vidre vinmes warmoudgeniaaa(L)