მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » სიყვარული უცნაურია
4:32 PM
სიყვარული უცნაურია




ახლა კი გავაგრძელებ თხრობას :**
საერთოდ ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს, ყველაფერი მესმის, ამიტომ ისიც არ გამომპარვია როგორ მომიახლოვდა ვიღაც, უფრო სწორედ მე და ანის მოგვიახლოვდა, რადგან ერთმანეთზე ვიყავით გადაწოლილები, მოკლედ ერთმანეთზე გვეძინა ძალიან სასაცილოები ვიყავით გავაგრძელებ თხრობას: ვიღაც მოგვიახლოდა, მე იმდენად შემეშინდა რომ ცივმა ოფლმა დამასხა, თან თვალებსაც არ ვახელდი, მოკლედ რთულ ვითარებაში ჩავვარდი, მაგრამ არაფერი არ შემიმჩნევია, კიდევ კარგი ვიღაც მოგვიახლოვდა და ბურტყუნი დაიწყო, ვაიმე
შვებით ამოვისუნთქე ეს გიორგი იყო. მაგრამ რაც მან თქვა...
-აი აღარ ვიცი მიყვარხარ!!! ასე მალე როგორ დამემართა ეს ყველაფერი? ალბათ მოჯადოებული ვარ თუ რა ხდება ნეტა? მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები!!! ეს თქვა და კარებში გავიდა. მე იმდენად გამიკვირდა რომ აღარ ვიცოდი რა მეფიქრა, იმდენ ხანს და იმდენს ვფიქრობდი რომ თავი ამტკივდა და წამალი დავლიე ბოლოს კი ღრმა ძილს მივეცი.

მეორე დღეს გამეღვიძა, უფრო სწორედ ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივებმა გამაღვიძეს. საათს დავხედე და უკვე სამი იყო, მე მაშინვე ავდექი, როგორც ვნახე გოგოებს უკვე ეღვიძათ და სამზარეულოში ჭამდნენ.
-რა იყოთ არ უნდა დამიძახოთ რო გადაჭამეთ აქაურობა?
-სოფო ჩვენც ეხლა გავიღვიძეთ დაო (მარი)
-უი კიდევ კარგი!
-სოფო უნდა დაგელაპარაკოთ და იმედია სერიოზული იქნება ეხლა მაინც... (ანი)
-კაი ყველაფრისთვის მზად ვარ, დაიწყე.
-ალბათ მიხვდი რომ გიორგი გუშინ წავიდა და სანამ წავიდ...
-ვიცი ყველაფერი და მგონი თქვენზე უკეთესადაც...
-მერე?(მარი)
-რავი არაფერი, ან რა უნდა ვუთხra? გუშინ გავიგე როგორ ბურტყუნებდი რაღაცეებსო?
-დღეს ცეკვაზე აუცილებლად დაელაპარაკები! (ანი)
-აუ კაით რა, შეიძლება უბრალოდ თქვა ან ვინმეზე ფიქრობდა. დამანებეთ თავი!!
-არა არა არააააა...(მარი) მარი ფეხზე წამოდგა და მეც გავიქეცი, ანი გამოგვეკიდა და ერთმანთს რაც ხელში მოგვხვდებოდა ვესროდით და თან ისე მალე გავიდა დროოო...
-ცეკვაზე ვართ წასასვლელელი გოგო წამო დავიბანოთ biggrin (მე)
-კაი წამო biggrin მოკლედ ოთხზე უკვე მზად ვიყავით და სახლიდან გასასვლელად ვემზადებოდით. მე ასე მეცვა:
ანის ასე:

ხოლო მარის ასე:

ცეკვაზე იმის ფიქრით მივდიოდი რომ გიორგი არ იქნებოდა და მგონი გამიმართლა კიდეც... ცოტა ადრე მივედით ამიტომ არ გამოგვიცვლია. უკვე ათი წუთი იყო დარჩენილი ცეკვის დაწყებამდე, გიორგი არსად არ ჩანდა. ნეტავ სად წავიდა? ბოლოს კი რო მივხვდი აღარ მოვიდოდა ანისთან მივედი.
-დაო გეგმები ჩაგეშალათ...(თან ისეთი გახარებული ვიყავი)
-რაზე ამბობ გოგო?
-რაზე და გიორგი არ არის დღეს...
-ვინ გითხრა? აგერ ვერ ხედავ ამ წუთას მოვიდა (და თან დამეჭყანა)
-აუუუ...
-აი აქეთ მოდის, არ გახედო გოგო, რამე არ იეჭვოს...
-ოოო... რა უნდა იეჭვოს კარგად ხარ?
უნდა ვაღიარო რო კარგად გამოიყურებოდა biggrin ზუსტად ასე შევხედე
-გოგოებო როგორ ხართ? გუშინ ბოდიშით რომ ასე ჩუმად წავედი...
-არც ისე ჩუმად ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
-ხო და სოფო ისე ძალიან საყვარლად ხარ და ძალიან ლამაზი ხარ, ანი შენც :** მოკლედ ანგელოზებივით გოგოები.
-გიორგი თქვი რა გინდა და შემოვლიტი გზები არ გვინდა ისედაც ვიცი რო ლამაზები ვართ biggrin (ანი)
-მოკლედ სოფო დღეს გავისეირნოდთ გინდა?
-კი რავი, როგორ არაა. ცოტა დავიბენი...
ცეკვა შვიდზე მორჩა. მასწს ეჩქარებოდა სადღაც. გიორგიმ სახლამდე მიგვაცილა. სასტუმრო ოთახში მელოდებოდა მე გამოვიცვალე ცოტა სპორტულად ჩავიცვი და ჩავედი.


ჯერ ისე დებილებივით დავდიოდით, მერე ცოტა მოშორებით პარკში ვიჯექით.
-სოფო შენთან ერთი სათხოვარი მაქვს, რაღაც უნდა გითხრა.
-აბა მიდი გისმენ...
-მოკლედ იცი ერთი გოგო ძალიან მიყვარს და ვერ ვეუბნები და შენი დახმარება მჭირდება. მე ღიმილი სახეზე შემრჩა, ძალიან ცუდად გავხდი მარა არაფერი შევიმჩნიე.
-კიკიიი როგორ არაა... მოკლედ დღეს ღამე მიდი და ყვავილები მიუტანე, ვარდები და უთხარი მიყვარხარო. ეს ყველაფერი როგორ ვთქვი მე თვითონ გამიკვირდა. ამის მერე სახლში წამოვედი გიორგიმ მითხრა გაგაცილებო, მარა მე უარი ვუთხარი... ეს ყველაფერი გოგოებს რო მოვუყევი კინაღამ გაგიჟდნენ, მე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და ამიტომ ითახში ავედი. ცოtა ხnის შემდეგ კი ჩამეძინა. ძილს ვინ დაგაცდის კარებზე...
____________________________________________________________________________________________________
აბა როგორი იყო? 9 კომენტარზე გავაგრძელებ
daamowma:NiiiNaa<3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 752 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2012-11-26 Spam
dzaliian kargia ubralodd wina tavebi ar maq wakitxuli mara es dzaan momewona happy exla wina tavebsac wavikitxavv <3