მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 27 » სიკვდილის პრინცესა
11:20 AM
სიკვდილის პრინცესა
სიკვდილის დედოფალი

ესპანეთში დავიბადე. ხუთი წლის ვიყავი როცა მშობლები დამეხოცა. პატარა ვიყავი არ ვიცოდი რა მექნა ამიტომ ბრიუსმა თავისთან წამიყვანა გასაზრდელად. ისე გავიზარდე სითბო და სიყვარული არ მიგრძვნია. ვიცოდი ბრიუს ვუყვარდი მაგრამ ამას არასდროს გამოხატავდა. თოთხმეტი წლის ვიყავი როდესაც პირველად ადამიანი მოვკალი, ძალიან გამიჭირდა, მეშინოდა, მაგრამ შიში მალე დავძლიე და ხალხსაც უპრობლემოდ ვკლავდი. თხუთმეტი წლისას უკვე ნამდვილი პროპესიონალი მკვლელი ვიყავი. მე და ბრიუსი ერთად ვმოქმედებდით. ერთერთ კანტორაში ვმუშაობდით. ჩვიდმეტი წლის რომ გავხდი ამ საქმეს ჩემზე უკეთ ვერავინ ასრულებდა, თვით ბრიუსსაც კი ვჯობდი. ყველაზე მეტი ადამიანი მყავდა მოკლული ამიტომაც "სიკვდილის დედოფალი" შემარქვეს. ცხრამეტი წლის ვიყავი როცა ბრიუსი მოკლეს. მარტო დავრჩი ამ სამყაროში. ბრიუსის მკვლელებს პირადად გავუსწორდი და ამ დგის მერე მარტო ვმუშაობდი. კონკრეტული საცხოვრებელი ადგილი არ მქონია. არცერთ ქალაქში ან ქვეყანაში არ ვჩერდებოდი ერთ კვირაზე მეტს. ჩემი კანტორის მთავარი ოფისი პარიზშია. ჩემი ნამდვილი სახელია ლიზი.
ოცი წლის ვიყავი როდესაც ეს დავალება მივიღე. ლონდონში უნდა გავმგზავრებულიყავი. ერთი ოჯახი უნდა "გამენადგურებინა" რიკი(ოჯახის უფროსი) ადვოკატი იყო და ჩვენს კლიენტს დიდ საფრთხეს უქმნიდა. ამიტომ მისი და მისი ოჯახი ი ქვეყნად უნდა გამესტუმრებინა. მაშინ იტალიაში ვიყავი. ლონდონში გასამგზავრებლად მოვემზადე.
როგორც იქნა ჩავაღწიე ლონდონში. მგზავრობამ ძალიან დამღალა. ცოტა დასვენება მჭირდებოდა. სასტუმროში დავბინავდი, შხაპი მივიღე და სასეირნოდ გავედი. სეირნობის დროს პატარა გოგონა დავინახე. ოთხი_ხუთი წლის იქნებოდა. ულამაზესი იყო. ბედნიერიც. მისი შემშურდა კიდეც, რადგან მე არასდროს ვყოფილვარ მასავით ბედნიერი..
- ჰეი როგორ ხარ ლამაზო?
- კარგად თქვენ მემ? - წკრიალა ხმით მიპასუხა გოგონამ
- მშსვენივრად. იცი ძალიან საყვარელი ხარ.
გოგონამ გაიცინა. დედამიწის ზურგზე ყველაზე საყვარელი სიცილი ქონდა.
- ალისია, წავედით - დაუძახა ვიღაც ქალმა, ალბათ დედამისი იყო
- ნახვამდის ლამაზო, უცნობო ქალო - გამიღიმე მე გამეცინა
- ნახვამდის - შუბლზე ვაკოცე
მთელი ღამე ამ გოგონაზე ვფიქრობდი. მეორე დღეს დავალების შესასრულებლად წავედი. რიკის სახლში მივედი. რიკი და მისი ოჯახი წესით ნახევარ საათში უნდა დაბრუნებულიყვნენ. მანამდე საბუთების ძებნა დავიწყე. ამაში დიდი დრო არ დამჭირვებია კარგად ვიცოდი რიკი და მისნაირები სად მალავდნენ ასეთ საბუთებს. სულ რაღაც ათ წუთში საბუთები ჩემს ხელში იყო. ბუხარში ცეცხლი დავანთე და დავწვი. შემდეგ სახლის თვალიერება დავიწყე. ამასობში რიკიც მოვიდა. პირველ სართულზე ჩავედი და შემოსასვლელ კართან ჩავუსაფრდი. კარი გააღო და შემოვიდა თუ არა ყელში ვსტაცე ხელი და ყელი გამოვჭერი. მისმა ცოლმა შვილს ჩაჰკიდა ხელი და გაქცევა დააპირა, მაგრამ მე დანა ვესროლე, რომელიც ზუსტად კეფაში მოხვდა, თავისი შვილის წინ დაეცა. შემდეგ გოგონას მოკვლა დავაპირე, თუმცა როდესაც მისკენ შევტრიალდი გაოგნებული დავრჩი. იმ გოგონაში პატარა მხიარული ალისია ვიცანი, თუმცა ახლა სულაც არ იყო მხიარული, პირიქით. გაშტერებული ვუყურებდი, დანა ხელიდან გამივარდა. პირველად მძულდა საკუთარი თავი ასე ძალიან. შემდეგ ჩემი მშობლები გამახსენდა. მეც ხომ ხუთი წლის ვიყავი როდესაც ისინი დავკარგე. ამის გახსენებაზე, ალისიას და დედამისის სხელის დანახვაზე ცრემლები წამსკდა. ცხოვრებაში პირვ ელად ავტირდი. უცებ გონს მოვედი. ალისიას ხელი მოვკიდე სახლში შევიყვანე და ვუთარი რომ იკიდან ფეხი არ მოეცვალე. შემდეგ მისი მშობლების გვამი მოვიშორე და ალისიასთან დავბრუნდი. ალისიას ხელი ჩავკიდე და ჩემთაან სასტუმროში წავიყვანე.
ალისია უკვე მიყვარდა და მე მას ვერაფერს დავუშავებდი. ვიცოდი ამ ყველაფერს ასე არ დატოვებდნენ და ალისიას დაცვა გადავწყვიტე. ჩემს სამსახურს თავი დავანებე და ალისიასთან ერთად ახალი ცხოვრება დავიწყე. ესპანეთში სახლი ვიყიდე და იქ გადავედით საცხოვრებლად. ალისია ვიშვილე. მე მენეჯერად დავიწყე მუშაობა. ეს არასდროს მიკეთებია, მაგჰრამ ნელნელა ვსწავლობდი საერთოდაც ხალხის კვლის მეტი არც არაფერი გამიკეთებია. ამ სამსახურში ჩემი ერთერთი ნაცნობის წყალობით მოვხვდი. ადრე ჩემი კლიენტი იყო, როგორც წესი კლიენტებთან ურთიერთობა მეკრძალებოდა, თუმცა ზოგი კლიენტი თვითონ ინდომებდა ჩემს გაცნობას და მეც უარს უარს არ ვამბობდი, კარგსაც ვაკეთებდი. ბევრი ნაცნობი და მეგობარი არ მყავს ამიტომ დახმარება ჩემს ერთ ორ კლიენტს ვთხოვე. ისინი მე და ალისიას ძალიან დაგვეხმარნენ. ალისიას თავიდან ჩემი ეშინოდა თუმცა ოთხ თვეში შიში დაძლია და ძალიან შემეჩვია. თავიდან ლიზის მიძახოდა, მალე კი დედაც დამიძახა. არასდროს დამავიწყება ის წუთი როდესაც პირველად დედა დამიძახა.
- დედააა... მშია...
- რა? რა თქვი? რა დამიძახე წეხან?
-დედა... რა ცუდად მოვიქეცი?
- არა პირიქით ჩემო კარგო, პირიქით- ჩავეხუტე
- შენ ყველაზე კარგი დედიკო ხა მსოფლიოში
- მიყვარხარ პატარა
- მეც დედიკო

როდესაც ალისია ექვსი წლის გახდა სკოლაში შევიყვანე. ძალიან კარგი მოსწავლე იყო, ბჯითი ჭკვიანი. ალისიასთან ბედნიერი ვიყავი. მისი დაკარგვის ძალიან მეშინოდა. როცა ალისია ცხრა წლის გახდა ჩემი კანტორის უფროსმა მაიკლმა გვიპოვა. ვიცოდი ალისიას დასაცავად ბრძოლა მომიწევდა და ამ ბრძოლისთვის მოვემზადე. მაიკლმა ჯერ ჩემი მანქანაა ააფეთქა, საბედნიეროდ არც მე და არც ალისია შიგნით არ ვიჯექით თუმცა ამ ყველაფერს ალისიას მძღოლი შეეწირა, მეორე მცდელობაზე ალისიას სკოლაში რაგაც ვირუსი გაუშვეს ამის შედეგად სამოცი ბავშვი და შვიდი მასწავლებელი დაიღუპა, ხოლო ხუთაი ბავშვი და თერთმეტი მასწავლებელი დაშავდა, დანარჩენები საბედნიეროდ გადარჩნენ. ალისია იმ დგეს სკოლაში არ ყოფილა. ესპანეთში ჩვენი დარჩენა საშიში იყო ამიტომ სხვადასხვა ქვეყნებში ვმოგზაურობდით. აქეთ_იქით დავხეტიალობდით
- დე, სახლში რატო არ ვბრუნდებით? რა ხდება? დამგალა აქეთ_იქით ხეტიალმა.- ატირდა
- ალისია, ნუ ტირი, ერთი წამით მომისმინე
- გისმენ
- შენ ჭკვიანი გოგო ხარ და რასაც ახლა გეტყვი ყველაფერს გაგებით უნდა მოეკიდო. იცი ადრე ცუდმა ხალხმა შენი მშობლები მოკლა, მაგრამ შენ ვერაფერი დაგიშვეს და ახლა უნდათ რომ რამე დაგიშაონ, მაგრამ მე დაგიცავ და ვერაფერსაც ვერ დაგიშავებენ აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება.
ალისია მომეხვია და ტირილით მითხრა: - მიყვარხარ დედიკო- ნაზად ლოყაზე მაკოცა
მეც მიყვარხარ ჩემო პატარავ - შუბლზე ვაკოცე და გულში ძლიერად ჩავიკარი, თავი ვეღარ შევიკავე და მეც ავტირდი.
სადაც არ უნდა წავსულიყავით მაიკლი ყველგან გვპოულობდა, მაგრამ მე როგორღაც ალისიას დაცვას ვახერხებდი. ერთხელ მაიკლმა პროფესიონალი მკველელი გამოგზავნა, ბენი ერქვა, ჩემი გოგონას საძინებელში შეიპარა და მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ მე დავასწარი. თავში ბერკეტი ძლიერად ჩავარტყი და გავთიშე, შემედ სამზარეულოში გავიყვანე და სკამზე მივაბი, სახეში ხელი ხელი ძლიერად დავარტყი და წყალი შევასხი რომ გამომეფხიზლებინა, ბოლოს როგორც იქნა გამოიფხიზლა, ერთხანს არაფერი უთვამს შემდეგ კი:
- ჰაჰა. გგონია მე მომკლავ და თავს დაგანებებენ, ძალიან შემცდახარ. ისინი მაინც მოგაგნებენ და ცოცხალს არცერთს არ დაგტოვებენ, ხოლო თუ დანებდები და გოგონას ჩააბარებ შენ შეიძლება ცოცხალი გადარჩე.
- შენზე კარგად ვიცი რომ არ გაჩერდებიან, მაგრამ არც მე გავჩერდები, თქვენ ჩემს შვილს ვერაფერს დაუშავებთ
- შვილს? აჰა უკვე შვილადაც აღიარე? ძალიან საინტერესოა. გირჩვე კარგად დაფიქრდე, მე შენ კარგნ წინადადება შმოგთავაზე.
- ხომ იცი დანებება არ მიყვარს. ახლა კი მოვრჩეტ ლაქლაქს და საქმეზე გადავიდეთ. რა ჩაიფიქრა მაიკლმა? რატომ უნდა გოგონას მოკვლა?
- გგონია ისეთი სულელი ვარ რომ ყველაფერს გეტყვი და მერე იმ ქვეყნად გაგსტუმრებიებ თავს? არც იოცნებო მე სჰენ კარგად გიცნობ "სიკვდილის დედოფალო"
-იცი როდესაც მუხლებში ადამიანს ტყვიას ესვრი ან თუნდაც დანას ჩარტყამ( ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) ის ვეღარასდროს გაივლის. საინტერესოა როცა დაინვალიდდები მერე რას იზამ. ნეტა ცოცხალს დაგტოვებენ თუ... - დანა ავიღე და მუხლში ჩავარტყი, შემდეგ გამოვაძვრე და იმავე მუხლში მეორედ ჩავარტყი
არააააა... - დაიყვირა თუ არა პირზე სკოჩი ავაკარი
ჩშშშშშშ. შენ რა გინდა რომ ჩემმა გოგონამ გაიღვიძოს? ან კიდე ხალხმა შენი ყვირილი გაიგონოს? ჩშშშშ წყნარად რა განერვიულებს? ახლა შენი აზრი მაინტერესებს: როგორ ჯობია ძალიან ნელა და მტკივნეულად მგოკლა თუ უბრალოდ გაწამო, ცოცხალი დაგტოვო, მერე კი უბრალოდ მაიკლი მოგხედავს. მეორე ვარიანტიც მაქვს უბრალოდ ყველაფერი მითხარი და შეიძლება ცოცხალიც დაგტოვო, აჰა ამოირჩიე მე არჩევანის საშვალებას გიტოვებ.

რამის თქმა გინდა?- სკოჩი მოვხსენი- იცოდე ყვირილი არ გაბედო თორე აქვე ჩაგაძაღლებ
გოგონას მოკვლა უნდა რადგანაც ეს გოგონა იმ ადვოკატის შვილია, კლიენტმა მთელი ოჯახის განადგურება შეგვიკვეთა და თუ რომელიმე ცოცხალი გადარჩებოდა კლიენტი ჩვენით უკმაყოფილო იქნებოდა და მაიკლი კლიენტებს დაკარგავდა რაც ჩვენ კანტორას ნამდვილად არ წაადგებოდა, ამიტომაც თუ გოგონას მოკლავს ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. როდესაც მაიკლმა გაიგო კანტორიდან რის გამოც წახვედი ეგრევე შენზე ნადირობა დავიწყეთ, მართალია შენ საუკეთესო ხარ და მაიკლი შენს დაბრუნებაზეც ფიქრობდა. გეგმებსაც ადგენდა თუ როგორ დაეყოლიებიე, მაგრამ ახლა კანტორის გადასარჩენად შენს განადგურებაზეც თანახმაა
- რა ჩაიფიქრა მაიკლმა?
- არ ვიცი. შენც კარგად იცი რომ ის ჩვენ არაფერს გვეუბნება, უბრალოდ დავალებებს გვაძლევს და ჩვენც ვასრულებთ. ის ყოველთვის ფარულად მოქმედებს. ხო ისე ბევრჯერ გამიგონია კლიენტები მარტო შენ გკითხულობდნენ. მათ უმეტესობას უნდოდა დავალება პირადად შენ შეგესრულებია და სხვა არავის.
-მე ვიცი რაც უნდა მაიკლს. მას საკმაოდ კარგად ვიცნობ. მას ალისიასი კი ა რა ჩემი მოკვლა უნდა. მე მისვის კონკურენტად ვიქეცი. საუკეთესო ვიყავი, ახლა კი როცა კანტორიდან წამოვედი მაიკლმა საკმაოდ ბევრი კლიენტი დაკარგა, ისინი პირადად ჩემთან მოვიდოდნენ რათა დავალების შესრულება ეთხოვათ. მაიკლისთვის ახლა მე ყველაზე დიდი მტერი ვარ. მან ჩემზე და ალისიაზე გიგო და იფიქრა თუ ალისიას მოიშორებდა, დამქუხრებულ დედიკოს ადვილად მოუღებდა ბოლოს
- მაიკლს ვერ აჯობებ
- მაიკლს უნდა დავასწრო
- ვერ დაასწრებ ის შენზე ძლიერია
- ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია
- წარმოდგენაც არ გაქვს რა ჩაიფიქრა
- არაუშავს. ახლა კი ჩემი წასვლის დროა - ამის თქმაზე დანა კისერთან მივუტანე და უნდა მომეკლა, მაგრამ...
- მოიცა, არ გინდა, გთხოვ არ გინდა, პირობას გაძლევ მაიკლს არაფერს ვეტყვი, აქიდან სამუდამოდ გადავიკარგები, გთხოვ არ მომკლა. იცი აქამდე არასდროს არაფლის არ შემშინებია, რადგან არასდროს ჩამიხედავს სიკვდილისთვის თვალებში, ახლა კი როდესაც ჩემგან რამოდენიმე სანტიმეტრში დგას, შიშისაგან აღარ ვიცი რა ვქნაა. მხოლოდ ახლა მივხვდი რომ დრო მოვა და ყველა მოვკვდებით, მაგრამ ნაადრევი სიკვდილი არ მინდა. სიტყვას გაძლევ რომ აწი არავის აღარ მოვკლავ, კარგად მიცნობ და ხო იცი მე თუ ვინმეს სიტყვა მივეცი არასდროს გავტეხ. ლიზი გთხოვ
ჩემი სახელის გაგონებაზე შვეკრთი ჩემთვის ეს სახელი არავის დაუძახია ჩემი გოგონას გარდა. პირველად ამიკანკალდა ხელი ადამიანის მოკვლის დროს. დანდა დავუშვი და ჩურჩულით ვუთხარი:
- იცოდე არ გაბედო და მაიკლს არაფერი უთხრა თორე სადაც არ უნდა იყო გიპოვი და მოგკლავ
- მადლობა ღმერთს. შენც მადლობა ლიზი
ალისიასთან შევედი ხელში ფრთხილად ავიყვანე, რომ არ გამეღვიძებინა, გარეთ გავედით, მაქანაში ჩავჯექი და ბილისთან წავედი. ბილი ბრიუსის საუკეთესო მეგობარი იყ, უკანასკნელად რომ ვნახე შვიდი წლის ვიყავი ამიტომ კარგად არ მახსოვდა, თუმცა ვიცოდი სად ცხოვრობდა . ყველაზე უსაფრთხო ადგილად მეგულებოდა. სახლს ადვილად მივაგენი. მივედი და კარზე დავაკაკუნე. კარი ერთმა ხანში შესულმა კაცმა გამიღო
- გამარჯობათ, ბილი აქ ცხოვრობს?
- თქვენ რომელი ხართ?
- მე მისი მეგობრის შვილობილი და მოსწავლე ვარ, ბილისთან სასწრაფო სამე მაქვს
- ლიზი? ლიზი ეს შენ ხარ? მე ვარ ბილი. ბოლოს რომ გნახე ძალიან პატარა იყავი, შეცვლილხარ, გაზრდილი და გალამაზებული ხარ. შემოდი
- მადლობთ
- მაპატიე ბრიუსის დაკრძალვაზე ვერ ჩამოვედი. შენი კანტორის ხელხთან შეხვედრა არ მსურდა
- არაუშავს მესმის შენი
- ეს ლამაზი და საყვარელი გოგონა ვინ არის?
- ეს ჩემი შვილია ოღონდ ბიოლოგიური არა
- ესეიგი შენი მოსწავლე ხო?
- არა შვილი მე მას მკვლელად არ გავზრდი
....
- ბილ შენი დახმარება მჭირდება
- რა ხდება? თუ რანით შემიძლია დაგეხმარები
ბილს ყველაფერი მოვუყევი
- ოჰო საქმე ძალიან რთულადაა. მაიკლი არ გაჩერდება
- ვიცი
- თუმცა არც ჩვენ გავჩერდებით. შენს გვერდით მიგულე ლიზი
- დიდი მადლობა
ბილისთან ერთი კვირა მშვიდად ვცხოვრობდით. არავის შევუწუხებივართ
საკვების საყიდლად სულ ბილი დადიოდა, მე ყოველთვის ალისიასთან ვერჩებოდი, თუმცა ერთ დღეს მეც გავყევი საყიდლებზე, ალისიას ეძინა და მისი გაღვიძება არ მინდოდა, ამიტომ სახლში დავტოვე. ყველაფერი ვიყიდეთ და სახლში დავბრუნდით, თან ალისიას ტანსაცმელიც ვუყიდე. როდესაც სახლში მოვედით კარი ღია დაგვხვდა, სახლში ყველაფერი არეული იყო
- ღმერთო ალისია - შეშინებული ჩემი გოგონას ოთახისკენ გავიქეცი
შევედი თუ არა თავზარი დამეცა, მუხლი მომეკვეთა, ჩავიკცე. გონს მოსვლა მიჭირდა. ჩემი გოგონასთვის მუხლები დაუხვრეტიათ, უცემიათ, შემდეგ კი ყელი გამოუჭრიათ. მისი სისხლით კიკედელზე დიდი ასოებით ეწერა:
ჰა ჰა ჰა ჰა
- არა ჩემი გოგონაა, არა რატომ ღმერთო - ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და თან ცრემლებს ვღვრიდი
მთელი ორი კვირა დამჭირდა გონს მოსასვლელად და როდესაც გონზე მოვედი შურისძიების გრძნობამ შემიპყრო სისხლი მწყუროდა, მათი სისხლი ვინც ეს გააკეთა.
მე და ბილი შურისძიებისთვის მოვემზადეთ და პარიზში წავედით. კანტორაში იცოდნენ რომ მივიდოდით და მომზადებულები დაგხვდნენ. ჩემი მოკვლა ვერ შეძლეს, თუმცა დავიჭერი, დიდი არაფერი ყოფილა უბრალო ნაკაწრი იყო, სამაგიეროდ კანტორიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი გავისწუმრე იმ ქვეყნად. ხოლო თვითონ მაიკლს კი ვერაფერი დავუშავე. ის პარიზიდან გაიქცა, სადღაც გადაიკარგა, აორთქლდა. ბევრი ვეძებე ძალიან ბევრი. ყველგან ვეძებე მაგრამ ვერ ვიპოვე. მთელი ორი წელი ვეძებდი, მაგრამ ამაოდ...
ასე აღარ შემიძლია. ჩემი გოგონას გარეშე ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთია. მე ასე ვეღარ გავაგრძელებ, ვეღარ ვიცოცხლებ, ჩემი ცხოვრება აქ მთავრდება. ეს არის უკანასკნელი რამ რასაც ვტოვებ ამ ქვეყნად. მინდა ყველამ იცოდეთ რომ ალისია ერთადერთი ადამიანი იყო რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა

ჩემო გოგონა შენთან მოვდივარ...
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 631 | დაამატა: katherine007 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-12-03 Spam
ვაუ <3 ძაან მომეწონა <3