მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 31 » სიახლეები დემიზე
6:04 PM
სიახლეები დემიზე
*დემის ოფიციალური ფან-კლუბი დაიხურა 



 დემის ოფიციალური ფან-კლუბმაDemilovatofanclub.net დღეს გამოაქვეყნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ საიტი დახურულია. წაიკითხეთ შეტყობინების თარგმანი ქვემოთ: 
 
,,მოგესალმებით ყველას! 
დიდ მადლობა გიხდით, რომ თქვენ იყავით დემი ლოვატოს ფან-კლუბის წევრები! ჩვენ თქვენი გაცნობით ძალიან კარგი დრო გავატარეთ და იმედია თქვენც.
დემი ლოვატოს ფან-კლუბი დაუყოვნებლივ იხურება. მაგრამ არ იღელვოთ, რადგან ნებისმიერ დროს, როცა დაგაინტერესებთ, რას აკეთებს ჩვენი საყვარელი გოგონა, შეგიძლიათ ეწვიოთ დემის საიტს ან ფეისბუკის გვერდს.
დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე თუ რაიმე კითხვა ან პრობლემა გექნებათ. და დარჩით ძლიერნი!..''

დემი ესაუბრება E!-ს ჟურნალისტ ჯულიანა რანსიქს "Give Your Heart a Break''-ის პრემიერაზე: 
დემი: ,,მომწონდა კლიპის კასტინგი, რადგან მათ მომიყვანეს 20 ბიჭი და უნდა ამერჩია რომელიმე. მე ვიფიქრე: ვაუ, მაგარია! და ავირჩიე ასე: მე ეს მომწონს.''

ჯულიანა: ,,ალბათ ცოტა რთული იყო, რომანტიული სცენის გადაღება უცნობ ადამიანთან.''

დემი: ,,ამის მიუხედავად, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თუმცა ზოგჯერ ისეთი მომენტები იყო, რომ მიხდებოდა ჩემი თავისთვის თქმა: ,,არ ინერვიულო!''

*2 აპრილს შედგება დემის ახალი ლაივ-ჩატი


*2 აპრილს შედგება დემის ახალი ლაივ-ჩატი

2 აპრილს, დემის ახალი კლიპის დებიუტის დროს დემის ექნება ლაივ-ჩატი Habbo Hotel-ში, დიდი ბრიტანეთის დროით საღამოს 5:20-ზე.
თუ ჩატში მონაწილეობის მიღება გსურთ, უბრალოდ ეწვიეთ თამაშების საერთაშორისო საიტს
და დაუკავშირდით ოთახს, The Demi Lovato Star Lounge" დათქმულ დღეს, რომ შეეცადოთ მასთან გასაუბრებას.

[ეს არის ფოტო იმ სათამაშო ოთახის, რომელშიც შედგება ჩატი]



*დემიმ ორი ჟურანლის ყდა დაამშვენა


იმასთან დაკავშირებით, რომ დემი მალე ბრაზილიას ეწვევა, იქაური ჟურნალები ბევრს წერენ მასზე. მაგალითად, დემი გამოჩნდა ბრაზიულიური ჟურნალის_TodaTeen-ის გარეკანზე.
[სკანი ჟურნალიდან]



ასევე ჩილეიურმა ჟურნალმა_"Tú" -მ თავის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ნომრის გარეკანი, რომელსაც დემი ამშვენებდა. ჟურნალში არის ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ შეგიძლია მოიგო კონკურსი, რომლის მეშვეობითაც შანსი გაქვს ჩილეში ჩასულ დემის შეხვდე ,,Meet & Greet''-ზე.
[სკანი ჟურნალიდან]



*დემიმ გააკეთა კომენტარი Punk'd-ზე


29 მარტს ემტივიზე შედგა დაბრუნებული Punk'd-ის პრემიერა. ერთ ეპიზოდში, რომელიც ჯერ არ გამოსულა, დემიც მოხვდა. ცოტა ხნის წინMTV News-მა ჰკითხა მას ამ ხუმრობის შესახებ.
დემი გააშაყირეს თავისმა ახლო მეგობრებმა_ ჯგუფ All Time Low-დან. ,,ორმა ახლო მეგობარმა_ჯეკმა და ალექსმა გამაშაყირეს.''_თქვა მან. ამაში დახმარება ნიკ კენონსაც სთხოვეს. დემიმ დაამატა:,,მიყვარს ისეთი რამეები, როგორიცაა მოჩვენებები, უცხოპლანეტელები და ა.შ. ასე რომ, მათ გამოუვიდათ.''

იმედია მოგეწონათ

დაამოწმა და გაალამაზა: -MaaR♥
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 671 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7
2012-03-31 Spam
Momewonaa Romeliiaa :P Dzaliann magariiaa love