მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 11 » სიახლეები
11:18 PM
სიახლეები
N E W S
ეშლის ახალი თვითი... 
ჯასტინის კონცერტი ლონდონში 
როგორც ჩანს, გუშინ... 
სელენას ფოლოვერები თვითერში 
თვითერის ტრენდებშია: We Want Miley & Justin Duet 
რატომ გადაწყვიტა რიანამ კრის ბრაუნთან თანამშრომლობა 
რატომ მოხვდა საავადმყოფოში ფინქი?! 
ლინდსი ლოჰანი მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაიღეს 
ქეითი ფერი ყოფილ ბოიფრენდს დაუბრუნდა 
რატომ მიაყენა შეურაცხყოფა მაყურებელს ქანიე უესტმა?!

ეშლის ახალი ფოტო თვითერზე შემდეგი წარწერით : 
Laying by the pool + fireplace + my man= creating cabo in the backyard. 
============================================================================ 
რატომ გადაწყვიტა რიანამ კრის ბრაუნთან თანამშრომლობა 
თავის დროზე იმ ამბავმა, რომ კრის ბრაუნი და რიანა ახალი სიმღერის Birthday Cake–ს ერთად წერდნენ, რირის ბევრი თაყვანისმცემელი გაანაწყენა. დღემდე ვერ იჯერებენ, რომ ყველა იმ სამწუხარო ამბის შემდეგ რაც მომღერლსა და კრის შორის მოხდა, რაიანას ისევ შეუძლია მასთან ურთიერთობის გაგრძელება. 

თავად ვარსკვლავი ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ბიზნესია. "მე თავშიც კი არ მომდიოდ აზრად, რომ ეს ყველაფერი პრობლემას გამოიწვევდა. მეგონა ხალხი გაკვირვებული იქნებოდა, რომ ჩვენ როგორც იქნა ამ ამბის შემდეგ ისევ ვთანამშრომლობთ. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ამ ყველაფერს თაყვანისმცემლები ასე ცუდად თუ მიიღებდნენ. ჩემთვის ეს უბრალოდ სიმღერაა..." 

მომღერლის საუბრიდან შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ის ამ ამბის გამო სულაც არ აპირებს დაწყებული პროექტის გაუქმებას. დაველოდოთ და ვნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები იქნებ სულ მალე ორივე ისე ერთად ვიხილოთ. 

რატომ მოხვდა საავადმყოფოში ფინქი?! 
გავრცელდა ჭორები თითქოს ფინქი სასწრაფოდ გადაიყვანეს სავადმყოფოში კუჭის ანთების გამო. როგორც უკვე გაირკვა მას კუჭის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. 

ამჯამად ვარსკვლავი რეაბილიტაციას გადის და თავს უკეთ გრძნობს. თავად ფინქიც ცდილობს თაყვანისმცემლების დამშვიდებას. სულ ახლახანს მომღერალმა ერთ–ერთ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გასულ კვირას გაიკეთა ოპერაცია, ის თავს ბევრად კარგად გრძნობს, მაგრამ ტკივილები დღემდე აწუხებს. 

„ჯანდაბაშიც წასულა ცხიმის გროვა კუჭი" დაამატა ვარსკვლავმა... რაღა დავრჩენია ჯამრთელობა ვუსურვოთ ფინქს. 

ლინდსი ლოჰანი მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაიღეს 

ლინდსი ლოჰანმა როგორც იქნა მოიფიქრა სამსახიობო კარიერაში დაბრუნება, რომელიც გოგონამ სავარაუდოთ უკვე დიდი ხნის წინ დაივიწყა, სანამ ის თავის პრობლემებს არკვევდა კანონთან. 25 წლის მსახიობს ელიზაბეტ ტეილორზე გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ბიოგრაფიულ ფილმში ვიხილავთ. 

ასევე ლინდსი მთავარ როლს შეასრულებს რიჩარდ ფილიფსის ფილმ ”The first item”-ში. გასულ წელს ვარსკვლავი კიდევ ერთ მოკლემეტრაჟიან სურათში გადაიღეს. 

სიუჟეტი არც ისე საინტერესოდ ვითარდება: მსახიობი საცურაო კოსტიუმით წევს სანაპიროზე. შემდეგ ის სერფინგით ზღვის ტალღების დაბყრობას გადაწყვიტს. რა თქმა უნდა სახიფათო სცენას დუბლიორი ასრულებს. ფილმის პრემიერა Art Unlimited–ის ფესტივალზე შვეიცარიაში გაიმართება. 

ქეითი ფერი ყოფილ ბოიფრენდს დაუბრუნდა 
ქეითი ფერიმ და ჯგუფ Florence + the Machine–ის მუსიკოსმა რობერტ ექროიდმა ერთმანეთი ამ გაზაფხულს გაიცნეს, მალევე მათ რომანს ოფიციალური სახე მიეცა. მაგრამ ცოტა ხანში პრესაში გავრცელდა ჭორები მოდური წყვილის დაშორების შესახებ. 

ქეითი ამერიკაში ცხოვრობს მაგრამ ამჟამად ოფიციალურად ინგლისში მოღვაწეობს, სწორედ ეს გახდა წყვილის დაშორების მიზეზი. მაგრამ აშკარაა, რომ წყვილი ცალკ-ცალკეც კარგად გრძნობს თავს. ამ დღეებში ექროიდი და ფერი ღამით ლონდონის ერთ–ერთი მოდურ წვეულებიდან ერთად გამოვიდნენ. ისინი ერთად წავიდნენ სახლში ტაქსით. 

შეგახსენებთ, რომ აქამდე ქეითი და მისი ახალი საყვარელი კოაჩელას ფესტივალზე აპრილში შეამჩნიეს. ალბათ იცით, რომ სულ რაღაც ოთხი თვეა რაც ფერი თავის ქმარს რასელ ბრენდს გაეყარა. მომღერალი დროს ტყუილად აღარ კარგავს. დაველოდოთ, როგორ გაგრძელდება ქეითისა და მისი ახალი ბოიფრენდის ურთიერთობა მომავალში. 

რატომ მიაყენა შეურაცხყოფა მაყურებელს ქანიე უესტმა?! 
ქანიე უესტის კონცერტის მსვლელობისას ერთ–ერთმა მაყურებელმა მას მწვანე ლაზერი მიანათა. ალბათ ეს განათება არ შედიოდა მომღერლის დადგმულ განათებაში. 

ვარსკვლავი უკვე მეორე სიმღერას ასრულებდა, მან მოულოდნელად შეწყვიტა გამოსვლა და მიმართა მაყურებელს: "თქვენ ხედავთ იმ ბიჭს აი იქ მწვანე ლაზერით ხელში? ნუ აფუჭებ შოუს. ამიტომ გირჩევ გაჩერდე დროულად!" ეს ნათქვამი კიდევ რბილად გადმოგეცით. ამის შემდეგ უესტმა გააგრძელა კონცერტი და ხშირად ეკითხებოდა ფანებს როგორ ერთობოდნენ. ქანიეს ფანებო ყველას გირჩევთ ფრთხილად იყოთ ვარსკვლავთან - გირჩევთ არ გააბრაზოთ... 

თვითერის ტრენდებშია: We Want Miley & Justin Duet 
როგორც იცით მაილიმ და ჯასტინმა იმღერეს Overboard-ის რემიქსი, ფანებს კი ორი ყველაზე წარმატებული თინეიჯერი მომღერლის კიდევ ერთი დუეტი უნდათ ♥ 
აი რას წერს ერთ-ერთი ფანი: 
Two of the most amazing voices ever, two inspirations for millions, two wonderful people. We Want Miley & Justin Duet. 

სელენა გომეზს თვითერში 11მილიონ 660ათას 716 ფოლოვერი ყავს. 


როგორც ჩანს, გუშინ სკუეტ ბრაუნს თვითერი ჩართული დარჩა. ჯასტინმა ამით ისარგებლა და სკუტერის პროფილიდან შემდეგი პოსტი დაწერა : 
'ჰაჰაჰა . შეხედეთ ვის დარჩა თვითერი გახსნილი შეცდომის გამო ! შეუფასებელია. მე მიყვარს ჯასტინი. ის დიდებულია. მე ვისურვები, რომ მქონოდა მეტი თმა ' 
წყარო: Justin Bieber Georgian Fans 

ჯასტინის კონცერტი ლონდონში 

მადლობთ ყურადღებისთვის ))
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 610 | დაამატა: SaloSmiler | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 4
2012-06-12 Spam
yochag magari xar! kai siaxle iyo