მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 31 » სიახლეები!
3:33 PM
სიახლეები!
N E W S
♥მადონას პირველი სუნამო ♥ 
 ♥კაილის კონცერტების ბილეთები 10 წუთში გაიყიდა ♥ 
 ♥მადონას ახალი ალბომის ახალი ვერსია♥ 
  ♥ჯასტინ ბიბერმა ბოიფრენდი წარმოგვიდგინა ♥
აშერს ადელთან დუეტის ჩაწერა სურს

მადონას პირველი სუნამო 

მადონა ახალ ალბომთან ერთად, სუნამოსაც გვთავაზობს სახელწოდებით „Truth or Dare".

საკუთარი პარფიუმის გამოშვების იდეა მომღერალს დიდი ხნის წინ გაუჩნდა:
„ვგიჟდები სუნამოებზე და წლებია, საკუთარი არომატის გამოშვებაზე ვოცნებობ. არომატის - რომელიც ჩემს ხასიათს გამოხატავს".

პოპის დედოფლის განწყობა და ხასიათი გარდენიას, ტუბეროზის, ნეროლისა და ვანილის არომატების შეხამებაში აისახა. პატარა ნონის კი, სურნელი გარდაცვლილ დედას აგონებს.

პარფიუმის რეკლამირება, როგორც მოსალოდნელი იყო, მადონამ თავად გადაწყვიტა: 30-წამიან ვიდეოში მადონა ძალიან სექსუალურად გამოიყურება. ვიდეორგოლი შავ-თეთრია და 90-იანი წლების მადონას შემოქმედებას მოგვაგონებს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად წარმატებული იქნება მადონას ახალი არომატი. სუნამოს შემოქმედი კი, 53 წლის ასაკში კვლავ ვარსკვლავურ ზენიტშია.



კაილის კონცერტების ბილეთები 10 წუთში გაიყიდა
კაილი მინოუგის შოუზე „Anti Tour" დასასწრები ბილეთები 10 წუთში გაიყიდა. შექმნილი აჟიოტაჟის გამო, მომღერალმა მანჩესტერში კონცერტი დაამატა.

შეგახსენებთ, რომ კაილი მისი შემოქმედების 25 წლის იუბილეს აღნიშნავს და თაყვანისმცემლებს სურპრიზს ჰპირდება - ეგრეთ წოდებულ „ანტი-ტურს"...

მინოუგი მაყურებლისთვის აქამდე უცნობ სიმღერებს ამზადებს. მომღერლის სამშობლოში რამდენიმედ დღის წინ გაიმართა შოუ, სადაც უამრავი მისი თაყვანისმცემელი შეიკრიბა.

კაილის ჯგუფმა „Anti Tour"-ის ავსტრალიური ნაწილის ვიდეორგოლი ჩაწერა.



მადონას ახალი ალბომის ახალი ვერსია

 მადონას ახალი ალბომი „MDNA" სულ რაღაც რამდენიმე დღის გამოსულია მუსიკალურ მაღაზიებში და პოპის დედოფალი უკვე მის განახლებულ ვერსიას გვთავაზობს. ახალი გამოცემა ახალი სიმღერების რემიქსებს მოიცავს. ფირფიტის „The Smirnoff MDNA Nightlife Edition Remix Album" მოსმენა შესაძლებელია ალკოჰოლური სასმელების ამერიკულ გვერდზე და სოციალურ ქსელში „Facebook". ახალ გამოცემაში სულ შესულია 7 რემიქსი, რომლის ავტორებიც არიან Kid Capri და Just Blaze (აგრეთვე სხვებიც). ტრექ-ლისტში მოხვდა კომპოზიციები „Give Me All Your Luvi’" და „Masterpiece"


ჯასტინ ბიბერმა ბოიფრენდი წარმოგვიდგინა
პოპულარულმა კანადელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა წარმოადგინა სიმღერა „Boyfriend". ქსელში კი კომპოზიციის ოფიციალური გარეკანიც გამოჩნდა.

ახალი სიმღერის გადმოწერა უკვე შესაძლებელია. ჯასტინმა განაცხადა, რომ ტექსტში სათაურის იდეის ძიება არ ღირს: „ეს არის სიმღერა გოგონაზე, რომელსაც არასოდეს მივატოვებდი, მისი შეყვარებული რომ ვიყო".

ახალი სიმღერის პროდიუსერია მაიკ პოზნერი. „ეს ბიჭი დაუჯერებლად ნიჭიერია. არ ვიცი, რას უნდა ველოდო მისგან, ის ხომ ასეთი ახალგაზრდაა. მას შეუძლია წერა!".

ამჟამად ჯასტინ ბიბერი სტუდიაში მომავალ პროექტზე, ფირფიტაზე „Believe" მუშაობს, რომლიც მსოფლიოს შეძვრას 2012 წლის დეკემბერში უპირებს.



აშერს ადელთან დუეტის ჩაწერა სურს
„მგონია, რომ მსოფლიო იმსახურებს აშერის და ადელის ერთობლივ ჩანაწერს! აი რას ვფიქრობ მე!" - აცხადებს აშერი.

ამერიკელი მომღერალი, რომელიც ამჟამად ახალი სინგლის „Climax" პოპულარიზაციით არის დაკავებული, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ ადელის ალბომის „21" ყიდვა, რადგან სულ მალე მის ამერიკულ რეკორდს დაამსხვრევს!

„არა, სინამდვილეში ის ძალიან მიყვარს! უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ის ყველაზე ახლოს დგას ჩემს რეკორდებთან! ამიტომ ნუ იყიდით მის ალბომებს!" - აცხადებს აშერი.

მომღერალმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მის მეშვიდე სტუდიურ ალბომში მოვისმენთ ბრიტანელ მუსიკოსთან Labrinth ჩაწერილ დუეტს.

 აშერის ახალი სინგლი „Climax" ხელმისაწვდომია ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში კი ალბომის რელიზი 16 აპრილს არის დაგეგმილი.

გაასწორა და შეალამაზა: Ani-Lile
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 657 | დაამატა: Elle | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-03-31 Spam
magariiia