მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 27 » შუაღამის მზე..
11:04 PM
შუაღამის მზე..
ყოველთვის მეყვარება ეს სათუთი ადამიანური
გოგონა, მთელი ჩემი დაუსრულებელი სიცოცხლის, არსებობის მანძილზე. ვუყურებდი მის სახეს, რომელიც არაფერს გამოხატავდა, ვგრძნობდი როგორ
ავსებდა ეს სიყვარული ჩემი გაქვავებული სხეულის თითოეულ ნაწილს. გოგონას
შედარებით მშვიდად ეძინა, მის ტუჩებზე კი მსუბუქი ღიმილი ისახებოდა. 
შევწყვიტე მისი ყურება და სამომავლო გეგმების დაწყობას შევუდექი.
მე ის მიყვარდა, ამიტომაც უნდა მეცადა საკმარისად ძლიერი ვყოფილიყავი, 
რათა შემძლებოდა მისი დატოვება და წასვლა. ვიცოდი, რომ საამისო ძალა ახლა
არ გამაჩნდა, მაგრამ ამაზე ვიმუშავებდი. იქნებ საკმარისად ძლიერი
აღმოვჩენილიყავი, რათა მისი ცხოვრება სხვა გზით გამეშვა. 
ელისი ბელას მომავლის მხოლოდ ორ გზას ხედავდა. ახლა კი ორივეს
მივაქციე ყურადღება. 
თუ შეცდომას დავუშვებდი, მისდამი სიყვარულს შეიძლება ვერ
შევეჩერებინე მისსავე მკვლელობისგან. 
ჯერ ვერ ვგრძნობდი ურჩხულს ჩემს შიგნით, არ შემეძლო მისი
სააშკარაოზე გამოყვანა. შესაძლოა სიყვარულმა სამუდამოდ დაამშვიდა ის. თუ მე
ახლა გოგონას მოვკლავდი, ეს წინასწარგანზრახული ქმედება კი არა, საშინელი, 
უბედური შემთხვევა იქნებოდა. 
მომიწევდა უკიდურესად წესიერი და ზუსტი ვყოფილიყავი. არასოდეს, 
არასოდეს უნდა მომედუნებინა თავის კონტროლი. მომიწევს ყოველი ჩასუნთქვა
ვაკონტროლო, ყოველთვის უსაფრთხო მანძილზე ვიყო მისგან. 
შეცდომებს არ დავუშვებდი. 
და მე ბოლოს და ბოლოს გავიგე მეორე მომავალი. ამ ხილვამ ამრია, 
ხილვამ იმის შესახებ, რა მოხდებოდა, თუ კი ბელა იმ ვამპირული, ნახევრად
სიცოცხლის ტყვე გახდებოდა. ამ წამს გაუფერულებულ წყურვილის ფონზე, 
რომელსაც გოგონას მიმართ ვგრძნობდი, წარმოვიდგენდი, როგორ ვთხოვდი
მამაჩემს, ჩემი უპატიებელი ეგოიზმის გამო, ამ მოწყალებას. ვთხოვდი
გოგონასთვის სიცოცხლის და სულის წართმევას, რათა მისი სამუდამოდ
შენარჩუნება შემძლებოდა. 
ის მეტს იმსახურებდა. ამასთანავე ერთ მკრთალად გამოხატულ მომავალსაც ვხედავდი, რომელზეც
შემეძლო წასვლა, თუ რა თქმა უნდა წონასწორობის შენარჩუნებას
მოვახერხებდი. 
შემიძლია თუ არა მასთან ყოფნა ისე, რომ ადამიანად დავტოვო? 
ამაზე ჩაფიქრებულმა ღრმად ჩავისუნთქე. შემდეგ კიდევ ერთხელ. მის
სურნელს საშუალება მივეცი მთლიანად შემოსულიყო ჩემში, როგორც
ჩაუქრობელ ხანძარს, ისე დავეწვი. ოთახი მისი სუნით გაჟღენთილიყო, 
თითოეულ საგანში გამჯდარიყო. თავბრუსხვევა ვიგრძენი, მაგრამ ვცდილობდი
ამ გრძნობასთან ჭიდილს. თუ კი მასთან რაიმე სახით მეგობრობას ვაპირებდი, 
ამასთან შეგუება მომიწევდა. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე მწველი სურნელი. 
ვოცნებობდი და ვსუნთქავდი, ვტკბებოდი მძინარეს ყურებით, ვიდრე მზემ
არ დაიწყო აღმოსავლეთიდან ამოსვლა. სახლში მისულმა ვნახე, რომ
დანარჩენები უკვე სკოლაში წასულიყვნენ. სწრაფად გამოვიცვალე, ვცდილობდი
ესმეს კითხვით სავსე მზერას გავქცეოდი. ხედავდა ჩემს გაბრწყინებულ სახეს და
ნერვიულობას და შვებას ერთდროულად განიცდიდა. ჩემი მელანქოლია მას
ტკივილს აყენებდა, ახლა კი გახარებული იყო, რადგან ყველაფერი დამთავრდა. 
სკოლისკენ გავეშურე. ჩემს ნათესავებს იქ მისვლა, რამდენიმე წუთით ადრე
მოესწროთ. ჩემსკენ არ შემობრუნებულან, თუმცა როგორც მინიმუმ, ელისმა
იცოდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეების ჩრდილში ვიდექი. ცოტა ხანს
შევიცადე, სანამ მოწმეების გარეშე დავრჩებოდი და ნელი, მოსეირნე ნაბიჯით
გამოვედი მანქანებით სავსე ავტოსადგომზე. 
გავიგონე, როგორ შემოუხვია ბელას მანქანამ კუთხეში და ისეთ ადგილზე
გავჩერდი, საიდანაც ადვილად შემეძლო მისი დანახვა, თვითონ კი შეუმჩნეველი
დავრჩენილიყავი. 
ავტოსადგომზე შემოსულმა საკმაოდ დიდ ხანს უყურა ჩემს „ვოლვოს", 
შემდგე კი მანქანა ყველაზე განცალკევებულ ადგილზე გააჩერა. სახე მოღუშვოდა. 
გამახსენდა, რომ შესაძლოა ის ჯერ კიდევ ჩემზე ბრაზობდა. 
მომინდა გამეცინა და საკუთარი თავისთვის ხელი მეკრა. ყველა ჩემი
ოცნება და გეგმა უსარგებლო იყო, თუ კი მისთვის არაფერს წარმოვადგენდი. 
მისი სიზმარი შეიძლება სულ სხვა რამეზე ყოფილიყო. მე კი უმაღლესი დონის
ტუტუცი გამოვდიოდი. რა თქმა უნდა მისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ კი არ ვაინტერესებდი. 
თუმცა ეს მე ვერ შემაჩერებდა, რომ მასთან არ მეფლირტავა. ამასთანავე მასთან
ბევრად თბილად უნდა მოვქცეულიყავი, ისე როგორც ვგეგმავდი. ვალდებული
ვიყავი.
ჩუმად წავედი მისკენ, თან ვფიქრობდი, როგორ იქნებოდა უკეთესი მასთან
მიახლოვება. 
მან კი ყველაფერი გაამარტივა. მანქანიდან გადმოსვლისას, გასაღები
თითებიდან გაუსხლტა და წყლის გუბეში ჩავარდა. 
დაიხარა, მაგრამ მე დავასწარი და მანამდე ამოვიღე, ვიდრე ცივ წყალში
ხელს ჩაყოფდა. მის სატვირთოს მივეყრდენი, შეხტა, შემდეგ კი წელში
გავსწორდი. 
– როგორ აკეთებ ამას? – მომთხოვნი ხმა ჰქონდა. 
ჰო, ის ჯერ კიდევ ბრაზობდა. 
გასაღები გავუწოდე.
– რას ვაკეთებ? 
ხელი გაშალა და გასაღები ხელისგულზე დავუგდე. ღრმად ჩავისუნთქე
მისი სურნელი. 
– პირდაპირ ჰაერიდან გამოჩენას. – ამიხსნა.
ბელა, ჩემი ბრალი არ არის, თუ შენ ასეთი უყურადღებო ხარ. – ეს
სიტყვები ხუმრობად ჟღერდა. ნუთი არსეობობდა ისეთი რამე, რაც ჯერ არ
შეემჩნია. 
გაიგონა ჩემს ხმაში სინაზე, როცა მისი სახელი წარმოვთქვი? 
მომაჩერდა, ჩემი იუმორი ვერ გაიგო. გულისცემა აუჩქარდა, სიბრაზისგან? 
შიშისგან? შემდეგ კი თვალები დახარა. 
– გუშინ რატომ მოაწყე ის საცობი? – მკითხა ისე, რომ თვალები არ
აუწევია. – მეჩვენება, რომ შენ უბრალოდ გადაწყვიტე, რომ მე არ ვარსებობი, 
ამასთანავე სიკვდილის საშუალებას არ მაძლევ. ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო. ცოტათი რთული იქნებოდა მისთვის აზრის
შეცვლა. გამახსენდა ჩემი გადაწყვეტილება – მასთან გულწრფელი ვყოფილიყავი. 
– ეს ყველაფერი ტაილერისთვის გავაკეთე და არა შენთვის. მისთვის შანსი
უნდა მიმეცა, – შემდეგ კი გავიცინე, თავის შეკავება ვერ შევძელი, როცა მისი
გუშინდელი სახის გამომეტყველება გამახსენდა. 
– შენ... – ამოისუნთქა, შემდეგ კი ლაპარაკი შეწყვიტა. ძალიან გაბრაზებული
იყო, რათა წინადადება დაემთავრებინა. აი ისიც. – იგივე სახის გამომეტყველება. 
კიდევ ერთხელ გამეცინა, რამაც უარესად გაამწარა. 
–  და მე სულაც არ ვფიქრობ, რომ შენ არ არსებობ. – დავასრულე. 
საჭირო იყო სიფრთხილე გამომეჩინა, ვერ გამიგებდა, თუ კი ჩემს ჭეშმარიტ
გრძნობების შესახებ ვეტყოდი, შევაშინებ.  მომიწევდა გრძნობების დამალვა. 
– ამ შემთხვევაში, რადგანაც ტაილერის ფურგონმა ვერ შეძლო ეს, შენ
აპირებ ჩემს სიკვდილის პირამდე მიყვანას?
სიბრაზემ მთლიანად დაიპყრო ჩემი არსება. როგორ შეეძლო ამის დაჯერება? 
მაცოფებდა იმის შეგრძნება, რომ ასეთი შეურაცხყოფილი ვიყავი. მან არ
იცოდა იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც ჩემში მოხდა წინა ღამით, მაგრამ
მაინც მაბრაზებდა მისი სიტყვები. 
– ბელა, ეს უბრალოდ სისულელეა. – გავცხარდი.
სახეზე სინათლე გაუკრთა და მაშინვე შემაქცია ზურგი. სვლა განაგრძო. 
თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, არ მქონდა გაბრაზების უფლება. 
– მოიცადე. – ვთხოვე. 
არ შეჩერებულა, ამიტომ გავეკიდე. 
– მაპატიე უხეშობისთვის. არ უარვყოფ, რომ ასეთი ვიყავი. – უბრალოდ
სულელური იყო იმაზე ფიქრი, რომ მე მისთვის რამის დაშავება მსურდა. –
მაგრამ შენი მხრიდან არასწორია ასეთი ლაპარაკი. 
– რატომ არ დამანებებ თავს? 
დამიჯერე, მინდოდა მეთქვა. ვცდილობდი.და კიდევ, მთელი ჩემი არსებით, ძალიან მიყვარხარ. 
ზღვარს არ გადახვიდე. 
– მინდოდა რაღაც მეთხოვა, მაგრამ შენ პირის გაღების საშუალებაც არ
მომეცი. – მისი რეაქცია ისევ განმეორდა და ისევ გამეცინა. 
პიროვნების გაორება გაქვს? – შემეკითხა. 
მგონი ეს ნამდვილად ასე იყო. ჩემი გონება ამდენი განცდისგან, რომელიც
შიგნით ტრიალებდა, იცვლებოდა. 
– ისევ იგივეს აკეთებ. – შევნიშნე. 
ამოისუნთქა. 
– კარგი, რის შესახებ გინდოდა გეკითხა? 
– შაბათის შესახებ... – დავინახე სახეზე გაოცება როგორ გამოეხატა და ისევ
ჩავიცინე. – გაზაფხულის ცეკვების დღის შესახებ მინდოდა მეკითხა. 
– დამცინი? 
ჰო.
– მომცემ დამთავრების საშუალებას? 
ჩუმად იდგა და ტუჩებს იკვნეტდა, 
რაღაც მომენტში ამან ჩემი ყურადღება მიიქცია. უცნაური, უცნობი რეაქცია
გაჩნდა ჩემს დიდი ხნის წინ მივიწყებულ ადამიანურ არსში. ვეცადე თავიდან
ამომეგდო ეს შეგრძნებები და საკუთარი როლის თამაში გამეგრძელებინა. 
– გავიგე, რომ მაგ დღეს სიეტლში აპირებ გამგზავრებას და დამაინტერესა, 
შეიძლება წაგიყვანო? – შევთავაზე. 
მივხვდი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ კი მის გეგმებს მასთან ერთად
განვიხილავდი და უბრალოდ არ შევეცდებოდი მისგან ამის შეტყობას.
დაბნეული სახით მომაჩერდა. 
– რა? – წინააღმდეგი ხომ არ იქნები, თუ მე წაგიყვან სიეტლში? – მარტო მასთან
მანქანაში... ამ ფიქრისგანაც კი ვიგრძენი ყელში წვა. ღრმად ჩავისუნთქე. 
შევძლებ...
– ვისთან ერთად? – გაფართოებული თვალებით მკითხა. 
ჩემთან ერთად, რა თქმა უნდა. – ნელა წარმოვთქვი. 
– რატომ? 
ნუთუ ამდენად აოცებდა ის ფაქტი, რომ მე მსურდა მისი წაყვანა?
ნუ, – ვეცადე აგდებული ტონით მელაპარაკა. – შემდეგ დასვენების
დღეებში მეც ვგეგმავდი სიეტლში წასვლას, სიმართლე რომ ვთქვა, არ ვარ
დარწმუნებული, რომ შენი მანქანა გაუძლებს ამხელა გზაზე მგზავრობას.  –
როგორც ჩანს მისი აგდება უფრო ადვილი იყო, ვიდრე სერიოზულად ყოფნა. 
– ჩემი მანქანა ყველაფერს გაუძლებს, მადლობთ ზრუნვისთვის. –
წარმოთქვა ოდნავ გაოცებული ტონით. 
სვლა განაგრძო. გვერდით მივყვებოდი. 
უარი არ უთქვამს და ამას ვიყენებდი.
იტყვის "არას”? როგორ მოვიქცევი, თუ უარს მეტყვის? 
– და შენს მანქანას შეუძლია იქამდე ერთი ბენზინის ავზით ჩასვლა? 
– ვერ ვხვდები, რატომ გაწუხებს ეს... – ჩაიბუზღუნა. 
მას ჯერ კიდევ არ უთქვამს ჩემთვის "არა”. გულისცემა აჩქარებული
ქონდა, სუნთქვა კი წყვეტილი გახდომოდა. 
– სასარგებლო წიაღისეულის სწორად გამოყენება, ყველა ჩვენგანის ვალია. 
– სიმართლე რომ ვთქვა, ედვარდ, შენი არ მესმის. ვფიქრობდი, რომ არ
გინდოდა ჩემთან ურთიერთობა.
ციებიანივით გამაკანკალა, როცა ჩემი სახელი წარმოთქვა. 
როგორ შევძლო, რომ საზღვარს არ გადავიდე და ამასთანავე გულწრფელი
დავრჩე?  მოცემულ მომენტში გულწრფელობა ბევრად უფრო საჭირო იყო. – მე ვთქვი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ არ ვიმეგობრებდით და არ
მითქვამს, რომ ეს არ მინდოდა. 
ჰო, მადლობთ, ყველაფერი გასაგებია. – სარკასტულად ჩაილაპარაკა. 
გაჩუმდა და სასადილოს შესასვლელში გაჩერდა. თვალებში შემომხედა. 
გულისცემა მომენტალურად გაუძლიერდა. ეშინოდა? 
ყურადღებით ვარჩევდი სიტყვებს. არა, მე არ შემეძლო მისი გაშვება, 
შეიძლება ის აღმოჩენილიყო საკმარისად ჭკვიანი, რათა მანამდე დავეტოვებინე, 
ვიდრე ძალიან გვიანი იქნებოდა. 
– უფრო ჭკვიანური იქნება... თუ შენ ჩემი მეგობარი არ იქნები, –
ვუყურებდი მის დამდნარ შოკოლადისფერ, ღრმა თვალებს, განსჯის უნარი
დავკარგე, – მაგრამ დამღალა თავის მოკატუნებამ, აღარ მაქვს ძალა შენგან შორს
ვიყო, ბელა. – თითოეული სიტყვა მეტად და მეტად მწვავდა.
სუნთქვა შეუჩერდა და რამდენიმე წამი დასჭირდა, რათა ისევ აღედგინა –
ამან ამაღელვა. რამდენად ძლიერად შევაშინე? ახლა გავიგებდი ამის პასუხს. 
– წამოხვალ ჩემთან ერთად სიეტლში? – რამდენადაც შემეძლო წყნარად
ვკითხე. 
თავი დამიქნია. გული ხმამაღლა უცემდა. 
ჰო. მან მე "დიახ” მითხრა. 
შემდეგ კი აზროვნების უნარი ისევ დამიბრუნდა. როგორ შემობრუნდებოდა
ეს ყველაფერი მისთვის? 
– შენ ნამდვილად უნდა ეცადო, ჩემგან თავი შორს დაიჭირო. –
გავაფრთხილე. გაიგო ჩემი? გაექცეოდა იმ მომავალს, რომელიც ჩემგან ელოდა? 
შემეძლო გამეკეთებინა რაიმე, რათა ჩემგანვე დამეცვა? 
არ გადახვიდე ზღვარს, გამახსენდა. 
– კლასში შევხვდებით. 
როცა დავშორდით, ძლივს შევიკავე თავი, რათა სირბილზე არ
გადავსულიყავი.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 659 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2011-12-28 Spam
baka baka baka baka baka baka baka biggrin biggrin biggrin biggrin biggrin sorry win ra eweraa ar wamikiktxavs martoo dasasruli wavikitxeee :D:D:D:D