მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 25 » შუაღამის მზე
5:47 PM
შუაღამის მზე
მიუხედავად იმისა, რომ წყურვილი არ მაწუხებდა, სიფრთხილის გამო
გადავწყვიტე სანადიროდ წავსულიყავი. 
კარლაილიც ჩემთან ერთად წამოვიდა. მას მერე რაც დენალიდან დავბრუნდი, 
განმარტოებით დალაპარაკების შანსი არ მქონია. დაბურულ ტყეში გავრბოდით. 
გავიგონე, როგორ ფიქრობდა ჩემს მაშინდელ სასწრაფოდ გამომშვიდობებაზე. 
მის ფიქრებში ვხედავდი ჩემს სასოწარკვეთილ სახეს, ვგრძნობდი მის გაოცებას
და ნერვიულობას.
– ედვარდ? 
– მე უნდა წავიდე კარლაილ, ახლავე. 
– რამე მოხდა? 
– არაფერი, მაგრამ თუ დავრჩები აუცილებლად მოხდება,. 
ხელზე შემეხო. ვიგრძენი რომ ტკივილი მივაყენე, როცა მოვიშორე. 
– ვერ ვხვდები. 
– როდესმე გქონია... როდესმე ასეთი რამ შეგმთხვევია.... 
ჩემს თვალებში ველურად ანთებული ცეცხლი შენიშნა და შეშფოთდა.
– როდესმე მომხდარა, რომ რომელიმე ადამიანი ყველასგან გამორჩეული
ყოფილიყო თავისი სუნით? მხოლოდ შენთვის. 
– ოჰ... 
როცა მივხვდი, რომ არაჩვეულებრივად გამიგო, შემრცხვა. არაფრად ჩააგდო
როცა მისი თავიდან მოშორება ვცადე და მხარზე შემეხო.
– გააკეთე რაც საჭიროა, რათა ცდუნებას არ აჰყვე. მომენატრები. ჩემი მანქანა
წაიყვანე, სწრაფია. 
ახლა კი ის თავის გადაწყვეტილების სისწორეზე ფიქრობდა, მოიქცა თუ არა
კარგად, როცა წასვლის საშუალება მომცა. საკუთარ თავს ეკითხებოდა, ხომ არ
გამანაწყენა მისმა ასეთმა უნდობლობამ.
– არა, – ჩავილაპარაკე სირბილისას –  მე, რომ აქ დავრჩენილიყავი, მაშინ შენს
ნდობას ადვილად ვუღალატებდი. – ძალიან ვწუხვარ ედვარდ, რომ ასე იტანჯები, მაგრამ შენ ყველაფერი უნდა
გააკეთო საიმისოდ, რომ შეფი სვონის გოგონამ იცოცხლოს. მაშინაც კი, თუ ამის გამო
ისევ მოგიწევს გამგზავრება.
– ვიცი, ვიცი. 
– რატომ დაბრუნდი? მე ბედნიერი ვარ, როცა ჩემს გვერდით ხარ, მაგრამ თუ ეს
ასეთი რთულია შენთვის...
– არ მომწონს, როცა ლაჩრულად ვიქცევი. –  გამოვტყდი.
სირბილი შევანელეთ. 
– ეს უკეთესია, ვიდრე მისი საფრთხეში ჩაგდება. ის ერთ ან ორ წელიწადში
აქედან წავა.
– შენ მართალი ხარ, ვიცი... – მაგრამ მისმა სიტყვებმა პირიქით გამიმძაფრეს აქ
დარჩენის სურვილი. გოგონა აქედან წავა....
კარლაილი შეჩერდა და მეც მის გვერდით გავჩერდი. ის შემობრუნდა რათა ჩემი
სახის გამომეტყველება დაენახა.
– შენ არ აპირებ წასვლას. ასეა? 
დავეთანხმე. 
– ეს სიამაყეა, ედვარდ? ამის არ უნდა გრცხვენოდეს....
– არა, სიამაყე არ მაჩერებს. ამჯერად.
– წასასვლელი არ გაქვს? 
ჩავიცინე. 
– ეს ვერ შემაჩერებდა, თუ საკუთარ თავს ვაიძულებდი აქედან წასვლას. 
– თუ ეს შენ გჭირდება, ჩვენც შენთან ერთად წამოვალთ. ყოველგვარი
პრეტენზიების გარეშე, ყოველ შემთხვევაში უმეტესობა ჩვენგანი. მხოლოდ გვთხოვე. 
არავის ეწყინება.
წარბი ავწიე. 
გაიცინა. 
– ჰო. – დავეთანხმე, ხმაში ხრინწი შემერია. 
– მაგრამ არ წახვალ? 
შევცბი. 
– ასეა საჭირო. 
– რა გაკავებს აქ ედვარდ? ვერ ვხვდები. 
– არც კი ვიცი, საკუთარი თავისთვისაც ვერ ამიხსნია, მაგრამ რა მნიშვნელობა
აქვს. 
დიდხანს მაკვირდებოდა სახეზე. 
– არა, მაინც ვერ გამიგია, მაგრამ შეგიძლია საიდუმლო გამანდო, თუ გენდომება. 
– გმადლობთ. ეს დიდსულოვნებაა შენი მხრიდან, მითუმეტეს მაშინ, რომ არავის
შეუძლია ჩემგან საიდუმლოს დამალვა. – ერთის გამოკლებით, თუმცა ყველანაირად
ვცდილობდი მისთვის ამის წართმევას. 
– ყველა ჩვენთაგნს, ჩვენი ახირებები გვაქვს. – გაიცინა – ასე არაა? 
სწორედ მან იგრძნო მოახლოებული ირმების ჯოგის სუნი. რთული იყო მეტი
ენთუზიაზმის გამოჩენა. იმიტომ რომ სუნი, არც თუ სასიამოვნო იყო. სწორედ ამ წამს, გოგონას სურნელმა ჩემი გონება მოიცვა, და ვიგრძენი მუცელმა როგორ
არასასიამოვნოდ შემახსენა თავი. 
შევუსუნთქე.
– ვინადიროთ. – დავეთანხმე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ეს სისხლი, 
რომელიც მელოდა, ნამდვილად ვერ დამეხმარებოდა. 
ორივე გადავხტით. ვეცადე ამ არამიმზიდველ სუნს მივეზიდე. 
საგრძნობლად აცივებულიყო, როცა სახლში დავბრუნდით. ცოტა ხნის წინ
გამდნარი თოვლი, ისევ გაყინულიყო და შუშასავით გადაკვროდა მიწას. თითოეული
ფიჭვი, გვიმრის ფოთოლი, ბალახი, მთლიანად ყინულით დაფარულიყო. 
მდინარის ნაპირზე ვიჯექი და განთიადს ველოდი, როცა კარლაილი სახლში
შევიდა, რათა საავადმყოფოში წასასვლელად მომზადებულიყო. 
ცივი და უძრავი, როგორც ქვა, ვიჯექი და უყურებდი, წყლის მოძრაობას
გაყინულ ნაპირთან. 
კარლაილი მართალი იყო, როცა მირჩევდა ფორკის დატოვებას, ისინი ადვილად
შეძლებდნენ ჩემი გაქრობის მიზეზის მოგონებას. არ ქონდა მნიშვნელობა რა
იქნებოდა ეს, ევროპაში წასვლა სასწავლებლად, შორეულ ნათესავებთან სტუმრობა, 
თუ სახლიდან გაქცევა, მაინც არავინ გამოიჩენდა მეტისმეტ ინტერესს ამ ისტორიის
მიმართ. 
რამდენიმე წლის მერე გოგონაც გაქრებოდა. მას ექნებადა ცხოვრება, რომელიც
გაგრძელდებოდა. კოლეჯში წავიდოდა, გაიზრდებოდა, აიწყობდა კარიერას, 
შესაძლებელია გათხოვილიყო კიდეც. შემეძლო წარმომედგინა კიდეც თეთრ კაბაში
გამოწყობილი გოგონა ოთახში მამასთან ერთად. 
უცნაური იყო იმის შეგრძნება, რომ ამ ყველაფერმა ტკივილი განმაცდევინა. ვერ
ვხვდებოდი რატომ. იქნებ ვეჭვიანობდი, რადგან მას ქონდა ცხოვრება, რომელიც მე
არასოდეს მექნებოდა? მნიშვნელობა არ ქონდა, ჩემს ირგვლის მყოფ ნებისმიერ
ადამიანს გააჩნდა იგივე მომავალი და ეს მე სრულებით არ მაწუხებდა. 
მე ის უნდა დავტოვო, მისი მომავლისთვის, შევწყვიტო მისი სიცოცხლის
საფრთხის ქვეშ დაყენება. ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. კარლაილი ყოველთვის
სწორ გადაწყვტილებას იღებდა. ამ შემთხვევაში მას უნდა დავუჯერო. 
მზემ ღრუბლებიდან სუსტად გამოანათა და ყინულით დაფარულ მიწაზე
აბრჭყვიალდა. 
კიდევ ერთი დღე.  გადავწყვიტე. კიდევ ერთხელ ვნახავ, შევძლებ მოთმენას. 
იქნებ ღირდეს გამგზავრებაც ვახსენო, რათა ისტორია მეტი დამაჯერებელი გახდეს. 
ეს რთული იქნება. უკვე ვხვდებოდი, როგორ არ მინდოდა ამის გაკეთება. ეს
სურვილი ჩემს თავში სხვადასხვა აზრებს ბადებდა, რათა გამგაზვრება კიდევ
რამდენიმე დღით გადამედო... მაგრამ მე სწორად მოვიქცევი. ვიცოდი, რომ
კარლაილის მხარდაჭერის იმედი უნდა მქონოდა. ისიც ვიცოდი, რომ საკმაოდ
ცვალებადი ხასიათი მქონდა ამ გადაწყვეტილების მარტო მისაღებად. 
ძალიან მერყევი. 
სახლში შევედი, რათა სკოლაში წასასვლელად მოვმზადებულიყავი
მესამე სართულზე ამავალ კიბის საფეხურზე ელისი მელოდა. – კიდევ მიდიხარ. – დამადანაშაულა. 
ამოვისუნთქე და დავეთანხმე.
– ამჯერად ვერ ვხედავ სად აპირებ წასვლას.
– უბრალოდ, მე ჯერ კიდევ არ ვიცი სად წავალ. 
– მინდა, რომ დარჩე.
თავი გადავაქნიე. 
– იქნებ მე და ჯასპერიც შენთან ერთად წამოვსულიყავით? 
– როცა მე არ ვიქნები, რათა საფრთხის შესახებ ვამცნო. მათ უფრო მეტად
დასჭირდებათ შენი დახმარება. ესმეზეც დაფიქრდი. ერთ წამში, შენ მას ოჯახის
ნახევარს ართმევ. 
– შენ მას გულს ტკენ. 
– ვიცი და სწორედ ამიტომ უნდა დარჩე. 
– ყველაფერი ძველებურად ვერ იქნება, როცა ჩვენს გვერდით არ იქნები და ეს
იცი.
– ჰო, მაგრამ მე სწორად უნდა მოვიქცე. 
– უამრავი გზა არსებობს როგორც სწორი ასევე არასწორი. 
ამ დროს მისი ყურადღება მიიპყრო ერთმა უცნაურმა ხილვამ. მასთან ერთად
ვხედავდი ბუნდოვანი სურათები როგორ იცვლებოდნენ. ვუყურებდი სურათების
ცვალებადობას, რომელიც ნისლით იყო დაბურული. ამ დროს დავინახე პატარა
მდელოზე მყოფს, როგორ გამინათა კანი მზის სხივებმა. ვიცანი ეს ადგილი. მდელოს
ცენტრში ჩემთან ერთად ადამიანის ფიგურა იჯდა, რომლის სახეც გაურკვეველი იყო, 
არასაკმარისად გაურკვევლი, რომ მისი ვინაობა გამომეცნო. სურათები აციმციმდნენ
და გაქრნენ. ამასთანავე უამრავი სხვა მომავლის სურათები გამოჩნდა. 
– ბევრი ვერაფერი გავიგე. – ვუთხარი, როცა სურათი ნელნელა გაუფერულდა. 
– მეც. შენი მომავალი იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ძნელია რამე
ხელჩასაჭიდი ვიპოვო. თუმცა ვფიქრობ.... შეჩერდა და მის გონებაში მყოფი, უამრავი სხვადასხვა ხილვა მაჩვენა, ჩემს
მომავალთან დაკავშირებით. ისევე როგორც სხვები, ისინიც საკმაოდ გაურკვეველი
და ბუნდოვანი იყო.  
– თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი შეიცვლება. – მითხრა ხმამაღლა –
თითქოს შენი ცხოვრების გზაჯვარედინზე დგახარ. 
მოღუშულმა გავიღიმე. 
– ხვდები, რომ კარნავალზე მყოფი ბოშა ქალივით ლაპარაკობ? 
თავისი პატარა ენა დამანახა. 
– მაგრამ დღეს ყველაფერი კარგად იქნება? მეთანხმები? – ვკითხე და
მოულოდნელად ხმა შეწუხებული გამიხდა. 
– ვერ ვხედავ, რომ დღეს ვინმეს მოკლავ. – დამარწმუნა. 
– გმადლობ ელის. 
– წადი ჩაიცვი, არავის არაფერს ვეტყვი, ნებას გაძლევ ყველაფერი შენ თქვა, როცა
ამისთვის მზად იქნები.
წამოდგა და ისარივით გაფრინდა მესამე სართულისკენ, მხრები მსუბუქად
უთრთოდა. 
– მომენატრები, ნამდვილად. 
ჰო, მეც ძალიან მომენატრება. 
სკოლისკენ მიმავალ გზაზე სიჩუმე იყო. ჯასპერი ხედავდა, რომ ელისი რაღაცით
აღელვებული იყო, მაგრამ იცოდა, რომ მას თუ რამის თქმა ენდომებოდა, აქამდეც
ეტყოდა. ემეტი და როზალი ერთმანეთით იყვნენ გატაცებულები – ეს ერთერთი იმ
მომენტთაგანი იყო, როცა ერთმანეთით იყვნენ აღფრთოვანებულები. საკმაოდ ცუდი
დასანახი იყო ეს ყველაფერი გვერდიდან. ყველამ ვიცოდით, როგორი ვნებით
უყვარდათ ერთმანეთი. იქნებ მხოლოდ იმიტომ ვიყავი ცუდად, რომ მხოლოდ მე
ვიყავი მარტო. ხანდახან ძალიან რთულია იცხოვრო სამ წყვითლან ერთად, ერთ
ჭერქვეშ. და ისინი ერთ–ერთი იმ წყვითაგანი იყვნენ. 
იქნებ მათთვისაც რთული იყო ჩემთან ერთად ცხოვრება, იმ საშინელ და
მოჩმახულ ბერიკაცთან, როგორიც ახლა უნდა ვყოფილიყავი. რათქმა უნდა, პირველი რაც გავაკეთე სკოლაში მოსულმა – გოგონა მოვძებნე, 
მხოლოდ იმიტომ რომ მოვმზადებულიყავი. 
რა თქმა უნდა. 
მაცბუნებდა იმის შეგრძნება, რომ ჩემს ცხოვრებაში აღარ არსებობდა არაფერი ამ
გოგონას გარდა. ახლა უკვე მთელი ჩემი არსებობა მასზე უფრო იყო დამოკიდებული, 
ვიდრე საკუთრივ ჩემს თავზე. 
საკმაოდ ადვილი მისახვედრი იყო, რომ ჩემი ოთხმოცწლიანი ერთფეროვანი
ცხოვრების შემდეგ ყოველი ცვლილება ღრმად დაფიქრების მიზეზი ხდებოდა. 
ის ჯერ კიდევ არ მოსულიყო, მაგრამ შორიდან მესმოდა მისი მანქანის მოტორის
ხმაური. მანქანაში გადავწექი, რათა დავლოდებოდი. ყველა კლასში წავიდა, მხოლოდ
ელისი დარჩა ჩემთან. ისინი ძალიან დაიღალნენ ჩემი ყურებით, მათთვის გაუგებარი
იყო როგორ შეიძლებოდა, რომელიმე ადამიანს ასე დავეინტერესებინე იმის
მიუხედავად, თუ რამდენად კარგი სუნი ჰქონდა. 
გოგონა ნელა გამოჩნდა ჩემი თვალთახედვის არეში. მისი მზერა გზაზე იყო
კონცენტრირებული, ხელებს კი მაგრად უჭერდა რულს. მეჩვენებოდა, რომ რაღაცით
შეწუხებული იყო. მხოლოდ ერთი წამი დამჭირდა, რათა მივმხვდარიყავი ამის
მიზეზს, მითუმეტეს დღეს ყველას ასეთი სახის გამომეტყველება ქონდა. უბრალოდ
გზა მთლიანად ყინულს დაეფარა, ისინი კი ცდილობდნენ ფრთხილად ემოძრავათ. 
დავინახე, როგორ ყურადღებით ეკიდებოდა ამ ყველაფერს. 
ეს სრულიად ეთანხმებოდა, იმას რაც აქამდე შევნიშნე. ჩემს პატარა სიას კიდევ
ერთი მისი ხასიათის შტრიხი შევმატე. ის სერიოზული და პასუხიმგებლობით
აღსავსე იყო. 
ჩემგან მოშორებით გააჩერა მანქანა, მაგრამ ადგილიდან არ დავძრულვარ, ისევ
განვაგრძობდი მის თვალთვალს. დამაინტერესა რას მოიმოქმედებდა, როცა
შემამჩნევდა? გაწითლდება და წავა? ეს იყო პირველი რასაც მისგან ველოდი. 
შესაძლებელია ჩემი მზერისთვის ეპასუხა, ასევე შესაძლებელი იყო, რომ მოსულიყო
და დამლაპარაკებოდა. 
ყოველ შემთხვევისთვის ღრმად ჩავისუნთქე და ჩემი ფილტვები ჰაერით და
იმედით შევავსე. ფრთხილად გადმოვიდა მანქანიდა, ცდილობდა თვალით მოესინჯა მოყინული
მიწა, სანამ ნაბიჯს გადადგამდა. თავი არ აუწევია, რამაც დამანაღვლიანა, იქნებ
ღირდა გადავსულიყავი და დავლაპარაკებოდი? 
არა, ეს არ იქნება სწორი საქციელი. 
იმის ნაცვლად, რომ სკოლისკენ წასულიყო, თავის მანქანას გარს შემოუარა, 
ცდილობდა სატვირთოს მოჭიდებოდა, თითქოს საკუთარ ფეხებს არ ენდობოდა. ამ
ყველაფერმა ღიმილი მომგვარა და ელისის მზერა ვიგრძენი სახეზე. შევეცადე არ
გამეგონა, რას ფიქრობდა ის ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მამხიარულებდა იმის
ყურება, როგორ ცდილობდა გოგონა სწორად დგომას – მისი ფეხები სახიფათოდ
გამოიყურებოდა ყინულზე. აქამდე არავის შექმნია მსგავსი პრობლემა, ნუთუ იმ
ადგილზე ყინული განსაკუთრებით საშიში იყო? 
შეჩრედა და უცნაური სახით დაიხედა ძირს. ეს იყო... სინაზე? თითქოს რაღაცამ
გაუღვიძა ემოციები. 
ისევე ძლიერად დამწვა ცნობისმოყვარეობამ, როგორც წყურვილმა. თითქოს
ჩემთვის აუცილებელი იყო იმის გაგება, რას ფიქრობდა. მეჩვენებოდა, რომ სხვა
ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა. 
მინდოდა გადავსულიყავი და დავლაპარაკებოდი. მისი გამომეტყველების
მიხედვით, მას დასაყრდენი ჭირდებოდა, მანმადე მაინც, სანამ მოყინულ ტროტუარს
გადაივლიდა. რათქმა მე არ შემეძლო მისთვის ეს შემეთავაზებინა. ვყოყმანობდი. 
მხედველობაში თუ მივიღებდით მის მტრულ დამოკიდებულებას თოვლთან
მიმართებაში, მას ნამდვილად არ მოეწონებოდა ჩემი ცივი და თეთრი ხელების
შეხება. ხელთათმანების ჩაცმა მომიწევდა... 
– არა! – ხმამაღლა ამოისუნთქა ელისმა. 
მაშინვე მის ფიქრებზე გადავერთე. თავდაპირველად ველოდი, რომ მე დავუშვი
შეცდომა და დამინახა, როცა რაღაც უპატიებელ საქციელს ჩავდიოდი. მაგრამ ხილვა
ჩემთან არ იყო დამოკიდებული. 
ტაილერ ქროულიმ გადაწყვიტა დიდი სიჩქარით შემოეხვია მანქანების
სადგომზე. მისი გადაწყვეტილება კი მის მანქანას მოაცურებდახილვამ მხოლოდ რამდენიმე წამი წაიღო. ტაილერის ფურგონი უკვე კუთხეში
იყო, როცა ელისი ხილვის ბოლოს ვუყურებდი, რის გამოც მის ტუჩებს შიშინარევი
შეძახილი აღმოხდა. 
არა, ეს ხილვა ჩემთან არ იყო დაკავშირებული, მაგრამ ამასთანავე მთლიანად მე
მეხებოდა. ტაილერის ფურგონი, რომელიც მოცემულ მომენტში ყინულზე
სრიალებდა, დატრიალდებოდა და გოგონას მოკლავდა, რომელიც ასე
მოულოდნელად გამხდარიყო ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი. 
ელისის ხილვის გარეშეც ძალიან ადვილი იყო მანქანის ტრაექტორიის
გამოთვლა, რომელზეც ტაილერს უკვე დაკარგული ქონდა კონტროლი. 
არასწორ ადგილზე მდგომმა გოგონამ, რომელიც საკუთარი მანქანის უკან იდგა, 
დამუხრუჭების ხმა გაიგონა, თვალები აწია და პირდაპირ ჩემს შიშით სავსე თვალებს
წააწყდა, შემდეგ კი შეტრიალდა, რათა მოახლოებული სიკვდილისთვის შეეხედა. 
მხოლოდ ის არა! ეს სიტყვები ისე ტრიალებდა ჩემს თავში, თითქოს სხვას
ეკუთვნოდნენ. 
ჯერ კიდევ ელისის ფიქრებს ვხედავდი, როცა შევნიშნე რომ ხილვა
მოულოდნელად შეიცვალა, მაგრამ დრო არ მქონდა, რათა მისი დასასრული მენახა. 
ბრბო გავარღვიე და პირდაპირ მართვადაკარგული ფურგონისა და გოგონას
შორის მივიწევდი. იმდენად სწრაფად ვმოძრაობდი, რომ გარშემო მყოფი ხალხი ამას
ვერ აღიქვამდა. ის ვერ მხედავდა, ადამიანს არ შეეძლო ჩემი მოძრაობის დანახვა, ჯერ
კიდევ უზარმაზარ საგანს უყურებდა, რომელიც მას საკუთარი მანქანის მეტალის
ძარაზე მიასრისავდა. 
სწრაფად შემოვხვიე წელზე ხელები, ძალიან სწრაფად ვმოძრაობდი საიმისოდ, 
რომ ნაზად მოვქცეულიყავი. თუმცა მასთან აუცილებელი იყო სინაზე. მეასედი წამი
გავიდა მას მერე, რაც მისი სათუთი სხეული სიკვდილს გამოვტაცე. როცა მიწაზე
აღმოვჩნდი, ჯერ კიდევ ხელებში მეჭირა. ცხადად შევიგრძენი მისი სხეულის
მსხვრევადობა და მგრძნობიარობა. 
საკმაოდ ძლიერად დაარტყა თავი ყინულზე, თუმცა თავიდან მეგონა, რომ ეს მე
დავეცი ძირს. 
მისი მდგომარეობის შესაფასებლად წამიც კი არ მქონდა. გავიგონე, როგორ
დაიწრიპინა მუხრუჭებმა ჩვენს უკან, ჯერ კიდევ გოგონას მანქანისკენ მიიწევდა მისიუზარმაზარი კორპუსი. მანქანამ ტრაექტორია შეცვალა, მაგრამ მაინც გოგონასკენ
მიიწევდა, თითქოს მაგნიტივით იზიდავდა. 
არასოდეს მითქვამს, ქალის თანდასწრებით ის სიტყვა, რომელიც ახლა კბილებს
შორის გამოვცერი. 
უკვე საკმაოდ ბევრის გაკეთება მოვასწარი. ჯერ კიდევ ჰაერში ვიყავი, რათა
გზიდან ჩამომეშორებინა, როცა გავაცნობიერე, ის შეცდომა, რაც დავუშვი. მაგრამ
იმის გახსენებამ, რომ ჩემი მოქმედება არა მარტო მე, არამედ მთელ ჩემს ოჯახს
საფრთხის ქვეშ აყენებდა, ვერ შემაჩერა. 
ეს ჩვენთვის საშიში იყო. 
მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა, ნებას არ მივცემდი ფურგონს, მეორე ცდით
მოეკლა გოგონა. 
სასწრაფოდ ავწიე ხელები რათა მანამდე დამეჭირა ფურგონი, სანამ გოგონას
შეეხებოდა. ძალა რომლითაც ფურგონი ჩვენსკენ მოქროდა, უკან მისი მანქანისკენ
გადამაგდო და ვიგრძენი ჩემი მხრისგან როგორ ჩაიღუნა მანქანის ფრთა. ფურგონი
შეზანზარდა, როცა ჩემი ხელების გადაულახავ დაბრკოლებას შეეჯახა. შემდეგ
შეირყა და უკანა ორ თვალზე მდგომი გაჩერდა. 
ხელი რომ გამეშვა, უკანა საბურავი, მას ფეხებზე დაეცემოდა. 
ნუთუ ეს კოშმარი როდესმე დამთავრდება? იყო რამე, რასაც შეეძლო კიდევ მისი
დაშავება? შემეძლო, ვმჯდარიყავი ძირს ისე, რომ ხელში ფურგონი მჭეროდა და ისე
დავლოდებოდი მაშველებს, მაგრამ არ შემეძლო, უბრალოდ მანქანის გვერდით
მოსროლა. რადგან შიგნით მძღოლი იჯდა, რომელიც უბრალოდ ძალიან იყო
შეშინებული. 
დახშული ხმით დავიკვნესე და მოვიშორე ფურგონი ისე, რომ მიწას მოწყდა. 
როცა ის ისევ ჩვენ დაგვეცა, მარჯვენა ხელით დავიჭირე, მარცხენა ხელი კი გოგონას
მოვხვიე წელზე ძლიერად მივიხუტე და მანქანის ქვეშიდან გამოვიყვანე. მისი
სხეული ნელა მოძრაობდა, ჩემსკენ გადმოვაბრუნე, რათა მისი ფეხები უსაფრთხოდ
აღმოჩენილიყვნენ. გონზე იყო? რამდენად ბევრი დავუშავე ამ მოულოდნელი
გადარჩენით? ფურგონს ნება მივეცი, რომ მიწაზე დავარდნილიყო. ის უკვე აღარ
წარმოადგენდა მისთვის საფრთხეს. მანქანა ძლიერად დაეხეთქა ტროტუარს და
ყველა მინა ერთდროულად ჩაემსხვრა. 
ვიცოდი, რომ საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, რამდენად ბევრის დანახვა
შეძლო? დანარჩენებმა თუ დაინახეს, როგორ გავჩნდი მის გვერდით, როგორ
დავიჭირე ფურგონი? ეს იყო კითხვები, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად უნდა
შევეწუხებინე. 
საშინლად ვიყავი განერვიულებული, საიმისოდ, რომ მოსალოდნელ
საფრთხეებზე მეფიქრა. შიშმა შემიპყრო – იქნებ მისი გადარჩენის მცდელობისას
თვითონ დავუშავე რამე? მისი სიახლოვე მაშინებდა, საკმარისი იყო ერთი ჩასუნთქვა
და მაშინვე ვიგრძნობდი მის სუნს. მკაფიოდ ვგრძნობდი მისი თბილი სხეულის
სირბილეს. ჩვენი ქურთუკების მიუხედავად მის გულისცემას ვგრძნობდი...
პირველი შიში ყველაზე ძლიერი იყო. მაშინ როცა გარშემო მოწმეების ყვირილი
მოისმა, მისკენ დავიხარე, რათა მისი სახე დამენახა. მენახა იყო თუ არა გონებაზე. 
იმედი მქონდა, რომ სისხლისგან არ იცლებოდა. 
თვალები გაეხილა და შეშინებული მიყურებდა. 
– ბელა, – მომთხოვნი ხმით შევეკითხე.
 – როგორ გრძნობ თავს? 
– ყველაფერი კარგადაა, – შემეპასუხა ინსტიქტურად, გაოცებული ხმით. 
თავისუფლების შეგრძნება, მისი ხმის გაგონებისას რომ ვიგრძენი, იმდენად
დიდი იყო, რომ თითქმის ტკივილივით ვიგძენი. კბილებს შორის ამოვისუნთქე, 
ვცდილობდი ამოსუნთქვის თანმხლები წყურვილისთვის ყურადღება არ მიმექცია. 
თუმცა მისი არომატისგან სიხარული არ მიგრძვნია. 
შეეცადა წამომდგარიყო, მაგრამ მე არ ვიყავი მზად მის გასაშვებად. მის
გვერდით თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი? უფრო სწორად უკეთესად ვიყავი, როცა
მის სხეულს ჩემს ახლოს შევიგრძნობდი.
– ფრთხილად, – გავაფრთხილე. 
– ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერად დაარტყი თავი. 
საბედნიეროდ სისხლის სუნი არ იგრძნობოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ
რამე შინაგანი დაზიანება არ არსებობდა. მოულოდნელად სურვილმა შემიპყრო, იმ
წუთშივე წამეყვანა კარლაილთან, რათა ყველაფერი რენტგენის მეშვეობით
გამოეკვლია. 
– ოჰ, – წარმოთქვა რეტდასხმულმა, როცა გააცნობიერა, რომ მის გვერდით
ვიყავი. 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 640 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
2011-12-25 Spam
Twilight.ge-ze devs da naxet smile mari-jelena saidan aige wyaro ar unda miawero?