მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 24 » შუაღამის მზე))
6:22 PM
შუაღამის მზე))
– ვერც კი წარმოიდგენ როგორ. – ჩურჩულით მითხრა და ერთი წამით
შემომხედა გულმოსულმა. 
მისი პასუხები არასოდეს ემთხვეოდა იმას, რის მოსმენასაც მისგან ველოდი. 
მათი გაგების მერე და ახალი კითხვის დასმის სურვილს მიჩენდა. 
– მაშინ რატომ ჩამოხვედი? – მოვითხოვე პასუხი და მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი
ტონი ბრალმდებლისას გავდა, რაც უბრალო ლაპარაკისთვის არ გამოდგებოდა. 
კითხვა უხეშად და ზედმეტი ცნობისმოყვარეობით ჟღერდა. 
– ეს... რთული ასახსნელია. 
თავისი დიდი თვალები დაახამხამა, და გაჩერდა. ცნობისმოყვარეობას ისეთივე
ძალით ვყავდი შეპყრობილი, როგორც წყურვილს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ჩვენი
ლაპარაკისას მივხვდი, რომ ყველაფერი ადვილი გახდა, ტკივილი – ასატანი. 
– ვფიქრობ, შემიძლია გავიგო. – დავაძალე. შესაძლოა ზრდილობის გამო გაეცა
პასუხი, ასეთი მკაცრი ტონით რომ არ მომეთხოვა პასუხი. 
ჩუმად დაჰყურებდა თავის ხელებს. ეს ჩემთვის აუტანელი გახდა – სურვილი
გამიჩნდა ნიკაპში მომეკიდა ხელი მისთვის და ისე შემომეტრიალებინა, რომ მის
თვალებში ამომეკითხა პასუხი. მაგრამ ეს ჩემი მხრიდან გაუმართლებელი საქციელი
იქნებოდა – კიდევ ერთხელ შევხებოდი მას. 
და აი თვალები აწია. დავმშვიდდი, როცა დავინახე, რომ ისევ შემეძლო
ემოციების წაკითხვა მის თვალებში. სწრაფად ჩაილაპარაკა: 
– დედა მეორედ გათხოვდა. 
ეს კი საკმაოდ ადამიანური იყო, ადვილად გასაგები. მის ალალ თვალებში
დარდი ჩამდგარიყო, რის გამოც შუმლზე ნაკეცი გამოუჩნდა. 
– არც ისე რთული ყოფილა – ჩემი ხმა უკიდურესად ზრდილობიანი გახდა, 
სიყალბე არ იყო. მისი დარდის წინაშე თავი უცნაურად უძლურად ვიგრძენი. 
მინდოდა ისეთი რამე გამეკეთებინა, რაც კარგად გახდიდა. უჩვეულო გრძნობა. – ეს როდის მოხდა? 
– გასულ სექტემბერს. 
მძიმედ ამოისუნთქა და როგორც კი მისი თბილი ამოსუნთქვა სახეზე შემეხო,
მაშინვე სუნთქვა შევწყვიტე.
– შენ კი ის არ მოგწონს. – გამოვიცანი. ვცდილოდი მეტი ინფრომაცია მიმეღო. 
– არა, ფილი კარგი ადამიანია –  შემისწორა ჩემი ვარაუდი. ახლა მისი ტუჩის
კუთხეებში ღიმილი შეინიშნებოდა. – შეიძლება ცოტა ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან
საყვარელია. 
ეს ყველაფერი იმ სცენარს არ შეესაბამებოდა, რომელიც გონებაში დავხატე. 
– რატომ არ დარჩი მათთან? – ვიკითხე და ჩემს ხმაში ოდნავ იგრძნობოდა
ცნობისმოყვარეობა. 
– ფილი ბევრს მოგზაურობს. ის ბეისბოლს თამაშობს – მსუბუქი ღიმილი, ბოლო
სიტყვებზე უფრო შესამჩნევი გახდა – მსგავსი პროფესიის არჩევანი მას ართობდა. 
მეც შეუმჩნევლად ჩავიღიმე. არ ვცდილობდი ამით მისთვის სტიმული მიმეცა. 
სინამდვილეში, მისი ღიმილის გამო, მომინდა მეც გაღიმება.
– გამიგია მის შესახებ? – ვიკითხე და გონებაში იმ ბეისბოლისტების სიას
გადავავლე თვალი ვინც ვიცოდი, ვიმედოვნებდი ფილი მათ შორის აღმოჩნდებოდა. 
– დარწმუნებული ვარ არა, ის არც თუ ისე კარგი მოთამაშეა – მორიგი ღიმილი –
მეორე ლიგაშია და ხშირად იცვლის გუნდს. 
მაშინვე შევწყვიტე სიის გადახედვა. თვალწინ ახალი სცენარი წარმომიდგა. 
– დედაშენმა კი აქ იმიტომ გამოგგზავნა, რომ მასთან ერთად იმოგზაუროს. –
ვთქვი.
აღმოჩნდა რომ ინიციატივის საკუთარ თავზე აღებით ბევრად მეტის გაგებას
შევძლებდი, ვიდრე უბრალოდ კითხვის დასმით. ასეც აღმოჩნდა. ნიკაპი წინ გამოწია
და სახე შეუვალი გაიხდა. 
– არა, მას არ გამოვუგზავნივარ აქ. – მითხრა, მისი ხმა ახლებურად, მკაფიოდ
ჟღერდა. როგორც ჩანს ჩემმა ვარაუდმა გული ატკინა, თუმცა ვერ მივხვდი რა მხრივ. 
– მე თვითონ წამოვედი. ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა და დაბნეულად ვგრძნობდი თავს.   
დავნებდი. საქმე მარტო გოგონას შეცნობაში არ იყო. ის სხვებს არ გავდა. 
შესაძლებელია მისი აზრების სიჩუმე და არომატი, არ იყო ერთადერთი
განმასხვავებელი ნიშანი. 
– ვერ ვხვდები. – გამოვტყდი, და ძლიერ წყენას ვგრძნობდი დამარცხების გამო.
ამოისუნთქა, თვალებში შემომხედა და დიდ ხანს მიყურა, იმაზე დიდ ხანს, 
ვიდრე ამას სხვა ადამიანი გაუძლებდა. 
– თავიდა ის ჩემთან რჩებოდა, მაგრამ ფილი ენატრებოდა. –მიხსნიდა ნელა. მის
ტონი ნელნელა მოწყენილი ხდებოდა. – ეს კი მას გულს ტკენდა. სწორედ მაშინ
გადავწყვიტე, რომ დრო იყო ჩარლისთან წამოვსულიყავი. 
თვალებს შორის არსებული ნაკეცი გაღრმავდა. 
– ახლა კი, შენ გრძნობ თავს უბედურად. – ჩავილაპარაკე. 
არ შემეძლო ჩემი აზრები ხმამაღლა არ გადმომეცა, ვიმედოვნებდი მის
რეაქციებს გავიგებდი. მხოლოდ ესაა, როგორც არ უნდა ყოფილიყო, არც თუ ძალიან
შორს ვიყავი სიმართლისგან. 
– რა მოხდა მერე? – თქვა მან, თითქოს ამ მდგომარეობას არავითარ
მნიშვნელობას არ ანიჭებდა. 
თვალებში ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ როგორღაც მოვახერხე მისი სულის
გაელვების დაჭერა, ამ სიტყვებით მივხვდი, რომ სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, 
საკუთარ პრიორიტეტებს მეორე პლანზე აყენებდა. 
მარტოსული იყო. 
როცა მისი ეს საიდუმლო შევიტყვე, რომელიც ძალიან ღრმად იყო დამალული
მის ცნობიერებაში, ნელნელა დავწყნარდი. 
– ეს არაა სამართლიანი. – ვთქვი და მხრები ავიჩეჩე, ვცდილობდი როგორმე
დამემალა თუ რამდენად ვიყავი დაინტერესებული. 
გაიცინა, მაგრამ სიცილში მხიარულება არ ჩანდა. 
– შენთვის არავის უთქვამს? ცხოვრება უსამართლოა.მის სიტყვებზე გაცინება მომინდა, თუმცა თავს მხიარულებას ვერ ვატყობდი. 
რაღაც ნამდვილად ვიცოდი ცხოვრების უსამართლობაზე. 
– მგონი, მომისმენია რაღაც ამის მსგავსი. 
შეცბუნებულმა შემომხედა. მისმა მზერამ მიმართულება შეიცვალა, მაგრამ
ბოლოს ისევ ჩემთან დაბრუნდა. 
– ისტორია დასრულდა. –  მითხრა მან. 
მაგრამ მე არ ვიყავი მზად ლაპარაკი დამემთავრებინა. პატარა "V” მის თვალებს
შორის, სევდაზე მიუთითებდა, რაც ძალიან მაწუხებდა. სურვილი გამიჩნდა ხელით
შევხებოდი და თითის წვერებით გამესწორებინა, მაგრამ მე მასთან მიახლოება არ
შემეძლო და ამის უამრავი მიზეზი არსებობდა. 
– კარგად გიჭირავს თავი. – რბილად ვთქვი, თუმცა მეორე წინადადებაზე
ვფიქრობდი –  მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტად დარდობ, ვიდრე ამჟღავნებ. 
სახე შეეცვალა, თვალები დაუწვრილდა და პირი მოკუმა. შეტრიალდა და
პირდაპირ გაიხედა. არ მოეწონა, რომ ჩემი ნათქვამი სწორი აღმოჩნდა. ის მიჩვეული
არ იყო წუწუნს – არ სურდა თავის ტკივილზე ლაპარაკი. 
– მართალი ვარ? 
მსუბუქად შეხტა, მაგრამ თავი მომაჩვენა, თითქოს ვერაფერი გაიგო. 
ამან ჩემში ღიმილი გამოიწვია. 
– ასე მგონია. 
– შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? – გაბრაზდა. 
– ძალიან კარგი შეკითხვაა. –  უფრო საკუთარ თავს ვუთხარი, ვიდრე მას. 
ჩამჭრელი შეკითხვა დამისვა. მაშინ, როცა ის ყველაფერს ხვდებოდა. მისი
ადამიანური ცხოვრების უბრალოდ დეტალები ჩემთვის უმნიშვნელო იყო. ჩემი
მხრიდან არასწორი იყო იმის მცდელობა რომ გამეგო რაზე ფიქრობდა. ყველა აზრი, 
რომელიც ჩემს ოჯახს საფრთხეს არ უქმნიდა, არც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი.
გოგონამ გაბრაზებულმა ამოისუნთქა და ჰაერში ყურება განაგრძო. მისი სახეის
გაბრაზებული გამომეტყველება მართობდა. საერთოდ სიტუაცია და მთლიანი
საუბარიც თავშესაქცევი იყო. არავის დამუქრებია ასეთი საფრთხე ჩემგან, როგორც ამგოგოს – ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა ცხვირით შემესუნთქა და ვერ მომესწრო
დამშვიდება. ის კი იმაზე იყო გაღიზიანებული, რომ მის კითხვას არ ვუპასუხე. 
– გაღიზიანებ? –  ვკითხე ღიმილით, ამ სიტუაციის აბსურდულობამ
გამამხიარულა. 
სწრაფად შემომხედა, შემდეგ კი მომეჩვენა რომ მისი თვალები ჩემი მზერის ტყვე
შეიქმნა. 
– სულაც არა. – მიპასუხა – უკვე აღარ ვბრაზობ, უბრალოდ ჩემს სახეზე იმდენად
ადვილია ყველაფრის წაკითხვა, დედა ყოველთვის მეუბნებოდა რომ გადაშლილ
წიგნს ვგავარ. 
გაბრაზებულს სახე შეეჭმუხნა. 
გაოცებული ვუყურებდი. მიზეზი, რის გამოც ბრაზდებოდა, იყო ის, რომ ეგონა
მის აზრებს ვკითხულობდი. რა უცნაურია. არასოდეს დამიხარჯავს ამდენი ძალა, 
მთელი ცხოვრების მანძილზე ვინმესთვის გამეგო. უფრო სწორად, ჩემი არსებობის
მანძილზე, ჩემს არსებობას, ნამდვილად ვერ დავარქმევდი ცხოვრებას.
– პირიქით, – არ დავეთანხმე, უცნაურ გრძნობას განვიცდიდი... ხიფათს
შევიგრძნობდი – ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთულია შენი წაკითხვა. 
– მაშინ, გამოდის, რომ ეს საქმე კარგად გეხერხება. – მითხრა და ამჯერადაც
ზუსტად გამოიცნო. 
– საერთოდ, კი. – დავეთანხმე.
ფართოდ გავუღიმე, გამოვაჩინე ჩემი თანაბარი და ბასრი კბილები. 
სისულელე იყო, მაგრამ ძალიან მომინდა რამენაირად გოგონა
გამეფრთხილებინა. ლაპარიკას გაუთვითცნობიერებლად მოიწია ჩემსკენ და მისი
სხეული ბევრად ახლოს აღმოჩნდა ვიდრე აქამდე. ყველა ის ნიშანი და მოქმედება, 
რომელსაც უნდა შეეშინებინა, როგორც ჩანს, მასზე არ მოქმედებდა. რატომ არ ეშინია
ჩემი? მან დაინახა ჩემი ბნელი მხარეც, ინტუიციით უნდა მიმხვდარიყო რომ
საფრთხე ემუქრებოდა.
ვერ მოვასწარი ჩემი მოქმედების შედეგის ნახვა, რადგან მისტერ ბენერმა კლასს
ყურადღებისკენ მოუწოდა და ისიც შებრუნდა. მომეჩვენა რომ თავისუფლად იგრძნო
თავი, როცა ლაპარაკი შეგვაწყვეტინეს – შესაძლებელია, რომ ყველაფერს მიხვდა. ვიმედოვნებდი.
მის მიმართ სიმპატიას ვგრძნობდი, რომელიც ნელნელა იზრდებოდა ჩემს
შიგნით, სწორედ მაშინ, როცა ვცდილობდი ამის შეჩერებას. არ შემეძლო იმის დაშვება
რომ ბელა სვონით დავინტერესებულიყავი. მაგრამ მე უკვე მასთან საუბრის
გაგრძელებაზე ვოცნებობდი... მინდოდა გამეგო დედამისის, მისი ცხოვრების შესახებ
სანამ აქ გადმოვიდოდა, მამასთან დამოკიდებულება. ყველა წვრილმანი, რაც მისი
ხასიათის ამოცნობაში დამეხმარებოდა. მაგრამ თითოეული წამი, რასაც მასთან
ერთად ვატარებდი შეცდომა იყო, შეცდომა, რომელიც მის სიცოცხლეს საფრთხის
ქვეშ აყენებდა. 
სწორედ მაშინ, როცა ამოსუნთქვას ვაპირებდი, თავისი გრძელი თმები უკან
გადაიყარა. მისი სურნელის ტალღამ გამეტებით დამარტყა ყელში.
ეს ისეთივე ძლიერი შეგრძნება იყო, როგორც პირველ დღეს. მშრალი
ტკივილისგან თავბრუ მეხვეოდა: მაგიდას უნდა მოვკიდო, ხელი, რომ როგორმე
გავუძლო. ამჯერად გამიადვილდა თავის შეკავება. ბოლო–ბოლო არაფერი
დამიმტვრევია. ჩემს შიგნით არსებული მონსტრი ღრიალებდა, მაგრამ ვერაფერ
სიამოვნებას ვერ მიიღებდა, ძლიერად იყო დაბმული. 
საერთოდ შევწყვიტე სუნთქვა და რამდენადაც შესაძლებელი იყო, შორს გავიწიე
გოგონასგან. რამდენადაც მეტად ვინტერესდებოდი, იმდენად მეტად მეჩვენებოდა
რომ მას მოვკლავდი. მე უკვე ორი შეცდომა დავუშვი დღეს. დავუშვებ კი მესამეს? 
კაბინეტიდან მაშინვე გავიქეცი, როგორც კი ზარი დაირეკა. სუფთა ჰაერი
ჩავისუნთქე და ვცდილობდი რამდენადაც შესაძლებელი იყო, სწრაფად
მოვშორებოდი გოგონას. ემეტი ესპანურის კაბინეტის კართან მელოდა. წამიერად
შეისწავლა ჩემი სახის გამომეტყველება. 
– როგორ ჩაიარა ყველაფერმა? – ფრთხილად დაინტერესდა. 
– არავინ მომკვდარა. – ჩავიჩურჩულე.
– იმედი მქონდა არაფერი მოხდებოდა, მაგრამ როცა დავინახე ელისი როგორ
გაიქცა, ვიფიქრე... 
როგორც კი კაბინეტში შევედით, მაშინვე დავინახე მისი მოგონებები, თუ რა
მოხდა რამდენიმე წამის წინ. დავინახე, მისი კაბინეტის გაღებული კარიდან, როგორ
მიდიოდა გაფითრებული სახით ელისი დერეფნის ბოლოსკენ. მის მოგონებებშიდავინახე რომ უნდოდა უკან გაჰყოლოდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, რადგან
ელისმა არაფერი თქვა, ე.ი მისი ჩარევის საჭიროება არ არსებობდა....
როგორც კი სკამზე ჩავჯექი, გაღიზიანებულმა თვალები დავხუჭე. 
– ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე ახლოს ვიყავი ამასთან. ვფიქრობ რომ არ
ვაპირებდი... არ მეგონა ყველაფერი თუ ასე ცუდად იყო. – ჩავილაპარაკე. 
– ასეც არის –  მარწმუნებდა ემეტი. – არავინ მომკვდარა. 
– ნამდვილად. – კბილებში გამოვცერი. – ამჯერად. 
– იქნებ ახლა ყველაფერი გაგიადვილდეს? 
– ზუსტად. 
– მაგრამ თუ შენ მას მოკლავ, არავინ არ გაგკიცხავს ამისთვის, ხანდახან
ადამიანებს ზედმეტად კარგი სურნელი აქვთ. – მხრები აიჩეჩა. 
– ეს არაფერს ცვლის ემეტ. 
ცუდად ვიგრძენი თავი, რადგან გოგონას მკვლელობას ამართლებდა, თითქოს ეს
აუცილებელი იყო. ნუთუ ის დამნაშავე იყო, რადგან კარგი სუნი ქონდა? 
– მე ვიცი. როცა იგივე მეც შემემთხვა.... – იხსენებდა და მას ფიქრებში  ნახევარი
საუკუნის წინანდელ სოფლის პატარა ქუჩა დავინახე, სადაც საშუალო ასაკის ქალი, 
ვაშლის ხეებს შორის გაბმული თოკიდან, თეთრეულს ხსნიდა. ჰაერში ვაშლის
ძლიერი სუნი ტრიალებდა. მოსავალი შეგროვებულიყო, ხოლო გამოუყენებელი
ნაყოფი მიწაზე იყო მიმობნეული. ამ სურნელის უკან ფონზე ახალი თივის ზვინები
მოჩანდა, ყველაფერი ჰარმონიულად იყო. ის ბილიკს მიუყვებოდა – როზალიმ
დართო ნება – როცა ქალი შენიშნა. დასავლეთით ცა, ჩამავალი მზისგან
ფორთოხლისფერი გამხდარიყო. არანაირი მიზეზი არსებობდა საიმისოდ, რომ ეს
საღამო დამახსოვრებოდა, მოულოდნელ ამოვარდნილ საღამოს ქარს თეთრი
ზეწრები, რომ არ აეფრიალებინა და ქალის სუნი არ მიეტანა ემეტთან. 
– ოჰ – ჩუმად ამოვიკვნესე, თითქოს საკუთარი წყურვილი არ მყოფნიდა. 
– ვიცი. ნახევარი წამიც ვერ მოვითმინე, არც კი დავფიქრებულვარ, რომ
წინააღმდეგობა გამეწია სურვილისთვის. მისი მოგონებები ზედმეტად გულახდილი აღმოჩნდა საიმისოდ რომ ამისთვის
გამეძლო. 
ფეხზე წამოვხტი, ისეთი სიძლიერით ვუჭერდი კბილებს ერთმანეთს, 
ფოლადსაც დავამტვრევდი.
– Esta bien, Edward? – შემეკითხა მისის გოფი, გაკვირვებული ჩემი მოულოდნელი
მოქმედებით. მისი ფიქრებში ჩემი სახე დავინახე. 
– Me perdona.  –  ჩავილაპარაკე და ოთახიდან გავვარდი. 
– Emmett – por favor, puedas tu ayuda a tu hermano –  თხოვა მან, როგორც კი
კაბინეტიდან გამოვედი. 
– რა თქმა უნდა. – გავიგონე პასუხი. და უცებ ჩემს გვერდით გაჩნდა. 
შენობის ბოლომდე მდია, ბოლოს კი მომატრიალა და მხარზე ხელი დამადო. 
ისეთი ძალით მოვიშორე, რომ ადამიანს ხელის ყველა ძვალი მოტყდებოდა.
– მაპატიე ედვარდ. 
– ვიცი. – ღრმად ჩავისუნთქე, ვეცადე გონება და ფილტვები
გამენთავისუფლებინა. 
– ყველაფერი ასე ცუდადაა? – მკითხა და ცდილობდა სუნზე და გემოზე არ
ეფიქრა, რაც კარგად არ გამოსდიოდა. 
– უარესად ემეტ, უარესად. 
წამით გაჩუმდა.
– იქნებ... 
– არა, მე თუ ასე დავამთავრებ, უკეთესობა არ იქნება. დაბრუნდი კლასში ემეტ, 
მარტო მინდა ყოფნა. 
შებრუნდა და სიტყვის უთქმელად გამშორდა. ესპანურის მასწავლებელს
ეტყოდა, რომ ცუდად გავხდი, ან გავიქეცი, ან სახიფათო და უმართავი ვამპირი
ვიყავი. მის გამართლებას რა მნიშვნელობა ქონდა? შესაძლებელია არ
დავბრუნებულიყავი, იქნებ წავსულიყავი. მანქანისკენ წავედი, რომ იქ დავლოდებოდი დღის დასასრულს. ისევ
ვიმალებოდი. 
დრო მჭირდებოდა გასაწყვეტილების მისაღებად, ან იმისთვის, რომ ჩემი
განზრახვები სისრულეში მოყვანა მეცადა, მაგრამ, როგორც ნარკომანი, ვიქექებოდი
ფიქრთა კორიანტელში, რომელიც სკოლიდან გამოდიოდა. ნაცნობი ხმები უფრო
მკვეთრი იყო, თუმცა ელისის ხილვებისა და როზალის წუწუნის მოსმენით ნაკლებად
ვიყავი დაინტერესებული. ადვილად ვიპოვე ჯესიკა, მაგრამ გოგონა მასთან არ იყო, 
ამიტომ  ძებნა  გავაგრძელე. მაიკ ნიუტონის ფიქრებმა ჩემი ყურადღება მიიქციეს და
მე საბოლოოდ აღმოვაჩინე იგი მასთან ერთად ფიზკულტურის დარბაზში.  ბიჭი
დაბნეული იყო იმის გამო, რომ მე გოგოს ბიოლოგიაზე გამოველაპარაკე. როდესაც
საუბარი დაიწყეს, მაიკი მის რეაქციას აკვირდებოდა:
– არასდროს მინახავს იგი ვინმეს გამოლაპარაკებოდა არც აქ, არც სადმე სხვაგან. 
რა თქმა უნდა, ის დაინტერესდება ბელათი. არ მომწონს, როდესაც მას უყურებს. 
მაგრამ, როგორც ჩანს, ბელას ის არ აღელვებს. რა თქვა? – ”არ მესმის, რა სჭირდა
გასულ ორშაბათს?”, რაღაც ამის მსგავსი. რაღაც ისე არ ჟღერდა, თითქოს რაიმე
მნიშვნელობას ანიჭებდეს ამ ამბავს. ეს ჩვეულებრივი საუბარია და მეტი არაფერი...
ის ამ ყველაფერს საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ უგუნებოდ არ შექმნილიყო და
თავს იმ იდეით იმშვიდებდა, რომ ბელა ჩვენი საუბრით არ იყო დაინტერესებული. 
ამან იმაზე მეტად გამაცოფა, ვიდრე საჭირო იყო და მოსმენა შევწყვიტე. 
სტერეოში აგრესიული მუსიკით სავსე დისკი მოვათავსე და ისე ხმამაღლა
ავუწიე, რომ შემძლებოდა სხვა დანარჩენი ხმების ჩახშობა. ძლივს მოვახდინე
მუსიკაზე კონცენტრირება, რომ კვლავ არ გადავრთულიყავი მაიკ ნიუტონის
ფიქრებზე და თვალი მედევნებინა გოგონაზე, რომელსაც ამის შესახებ წარმოდგენა არ
ჰქონდა.
გაკვეთილის მსვლელობის განმავლობაში რამდენიმეჯერ თავი მოვიტყუე. 
არანაირი დევნა. ვცდილობდი თავი დამერწმუნებინა. უბრალოდ ვემზადებოდი. 
მესაჭიროებოდა იმის ცოდნა, როდის წამოვიდოდა ის ფიზკულტურიდან, როდის
იქნებოდა ავტოსადგომზე. არ მინდოდა, რომ მოულოდნელად დამდგომოდა თავს.
როდესაც მოსწავლეებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს სპორტდარბაზიდან
გამოსვლა, შეუგნებლად მანქანიდან გადმოვედი. ყურადღება არ მიმიქცევია
იმისთვის, რომ წვიმა სცრიდა და თმები დამისველდა.
მინდოდა თუ არა, რომ მას შევემჩნიე? მქონდა თუ არა იმედი, რომ მოვიდოდა
და გამომელაპარაკებოდა? რას ვაკეთებდი?
არ გავნძრეულვარ, თუმცა ვცდილობდი თავი მეიძულებინა და მანქანაში
ჩავმჯდარიყავი. ვიცოდი, რომ ჩემი ქცევა გაკიცხვის ღირსი იყო. ხელები მკერდთან
გადავიწყვე და სუნთქვა შევანელე, როდესაც დავინახე, ჩემსკენ ნელი ნაბიჯით
მომავალს, როგორ დაეწია ტუჩის კუთხეები. ის არ მიყურებდა. რამდენიმეჯერ
მოიღუშა და ღრუბლებს ახედა, თითქოს ისინი აღიზიანებდნენ მას. 
იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც თავის მანქანასთან მივიდა იმის მაგივრად, 
რომ ჩემსკენ წამოსულიყო. დამელაპარაკება? დაველაპარაკები?         ის წითელი ფერის გახუნებულ პიკაპში ჩაჯდა, დაჟანგულ საშინელებაში, 
რომელიც მამამისზე დიდი იყო.  ვხედავდი, როგორ ჩართო ძველი ძრავა, რომელმაც
ყველა დანარჩენ, იქვე მდგარ მანქანაზე ხმამაღლა დაიღმუვლა და შემდეგ ღუმელზე
ხელების გათბობა დაიწყო. სიცივე არ სიამოვნებდა,  არ უყვარდა.  ხშირ თმებში
ხელები შეიცურა და კულულების გასწორება დაიწყო ცხელი ჰაერის მიმართულებით, 
თითქოს მათ გაშრობას ცდილობდა. წარმოვიდგინე, როგორ არომატი იდგა მის
მანქანაში, მაგრამ ეს ფიქრები მალევე უკუვაგდე.
მან მიმოიხედა, სანამ მანქანას დაძრავდა და როგორც იქნა, ჩემსკენაც გამოიხედა. 
მისი შემოხედვა რამდენიმე წამი გაგრძელდა და ყველაფერი, რისი წაკითხვაც მის
თვალებში მოვახერხე, იყო გაკვირვება, რის შემდეგაც მან ნაჩქარევად მომაშორა
თვალი და უხეშად დააჭირა ფეხი სატერფულს. შემდეგ ღრჭიალით გააჩერა მანქანა, 
რომლის უკანა მხარე რამდენიმე დუიმით გადარჩა ერინ ტიგის მანქანასთან
შეჯახებას.
მან უკანა ხედვის სარკეში ჩაიხედა, იმედგაცრუებისგან პირი გააღო. როდესაც
სხვა მანქანამ ჩაუარა, რამდენჯერმე გადაამოწმა ყველაფერი და შემდეგ ნელა
გამოვიდა სადგომიდან ისე ფრთხილად, რომ ჩამეღიმა. ისეთი შთაბეჭდილება
დამრჩა, თითქოს ის თვლიდა, რომ თავისი ძველი მანქანით საფრთხეს ქმნიდა.
იმის გაფიქრებამ, რომ ბელა გარშემომყოფთათვის საშიში იყო იმის მიუხედავად, 
რის საჭესთან იჯდა, მაიძულა მეცინა იქამდე, სანამ არ ჩამიარა. 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 692 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
2011-12-25 Spam
gaagrdzeleee maleeeee.....kidev dadeee magariaa....edvardiis martla momwonss