მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 8 » შიმშილის თამაშები
4:28 PM
შიმშილის თამაშები
The Hunger GameS 
  
”შიმშილის თმაშების” წიგნის ქართულ თარგმანზე გუშინ გავიგე და ერთი სული მაქვს როდის წავიითხავ! იმას ვისაც აინტერესებს სად იყიდოს შეუძლია მომბაძოს და წიგნი გამოიწეროს აქ!! მხოლოდ 9.9 ლარად :))
ახლა კი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ბლოგიდან , რომლის ხშირი სტუმარიც ვარ ძალიან კარგი ჩანახატი წინგზე!

ე , შიმშილის თამაშების მონაწილ

რამდენიმე დღის წინ ფილმის ტრეილერი ვნახე. აი, იმ კადრზე, ქეთნისი პრიმის ნაცვლად მოხალისედ რომ ჩაეწერება, დამბურძგლა. წავიკითხავ-მეთქი, გავიფიქრე, და facebook-ის გვერდზე კიდევ ერთხელ რომ დაგვისვეს კითხვა, როდის გამოცემთ ”შიმშილის თამაშებსო”, მივხვდი, მე ლოდინი არ მჭირდებოდა.

გამომცემლობაში მუშაობის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ წიგნის წაკითხვის საშუალება მის გამოცემამდე გეძლევა.

ორშაბათ საღამოს საკუთარ ოთახში მყუდროდ მოვკალათდი და პირველი ფრაზებიც ამოვიკითხე: ”დილით ვიღვიძებ და საწოლში ჩემს გვერდით ცივა. ხელს ვაფათურებ, რომ პრიმის თბილი სხეული ვიპოვო, მაგრამ მხოლოდ ლეიბზე გადაკრულ უხეშ ზეწარს ვეხები”.

ერთი ამოსუნთქვით იკითხება, მაგრამ თუ ჩემგან ცუდ მაგალითს აიღებთ და რამდენიმე ღამეს გაათენებთ,”შიმშილის თამაშების” დახურვა 102-ე გვერდზე მოგიწევთ.

დილით ვიღვიძებ და საწოლში ჩემ გვერდით ცივა. სამსახურში 2 საათის შემდეგ უნდა მივიდე. კბილებს ვიხეხავ და ვკითხულობ. ვსაუზმობ და ვკითხულობ. ვიცვამ და… არა, ჩაცმის დროს ვერ ვკითხულობ. მაკიაჟის გაკეთებაზე უარს ვამბობ. ვკითხულობ კიბეებზეც (დედაჩემის კომენტარი – ”კისერს მოიტეხ!”), ტრანსპორტშიც. სამსახურსაც ოც წუთს მოვპარავ.

ვასრულებ.

მკის დღეა. უამრავ მოზარდს შორის ვდგავარ. ორი ჩვენგანი უნდა ამოირჩიონ. ორი ჩვენგანი ”შიმშილის თამაშებში” მიიღებს მონაწილეობას.

”საათმა ორი ჩამოჰკრა. მერი პოდიუმზე ადის და კითხვას იწყებს. ყოველ წელს ერთი და იგივეა. ის გვიამბობს პანემზე, სახელმწიფოზე, რომელიც ოდინდელი ჩრდილოეთ ამერიკის ფერფლიდან აღსდგა. ის აღწერს კატასტროფებს, გვალვებს, ქარიშხლებს, ხანძრებს, მიწებს, რომლებიც ადიდებულმა ზღვებმა შთანთქეს და მხეცურ ომს, რომელიც დარჩენილი მწირი რესურსების დასაუფლებლად გაიმართა. შედეგად პანემი მივიღეთ, ქვეყანა, რომელმაც მოქალაქეებს მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანა. პანემის ბრწყინვალე დედაქალაქი კაპიტოლიუმი ცამეტი რაიონითაა გარემოცული. შემდეგ პანემსაც დაუდგა "შავბნელი ხანა” – კაპიტოლიუმის წინააღმდეგ რაიონები აჯანყდნენ. კაპიტოლიუმმა თორმეტი რაიონი დაამარცხა, ხოლო მეცამეტე საერთოდ აღგავა პირისაგან მიწისა. საზავო შეთანხმებამ სიმშვიდის შესანარჩუნებლად ახალი კანონები დაგვიწესა. ხოლო იმის შესახსენებლად, რომ "ბნელი ხანა” აღარ უნდა გამეორდეს "შიმშილის თამაშები” ტარდება”.

და, აი, პრიმს ირჩევენ, 12 წლის გოგონას…

ყოველ კადრს ვხედავ.

ხეზე ვიძინე, კენწეროდან კენწეროზე გადავსკუპდი, მშვილდ-ისრით თევზი მოვინადირე, თავზე ვარდისფერი პარიკიც მოვირგე, გრძელი თმაც დავიწენი, კაჭკაჭჯაფარებთან ერთად ვიმღერე, ყველის ნაჭერიც ავწაპნე მოწინააღმდეგეს, ჩემი ცხედარი ფერადი ყვავილებით მორთეს, მშიერ გოგონას ორი დაბრაწული პური გადავუგდე და კაპასი დედისგან მომხვდა კიდეც, ცისფერი კაბით შევიმოსე, დამჭრეს, მარცხენა ყურით აღარ მესმოდა.

მე ვიყავი ის, ვინც ეკრანზე თვალს შოუს ადევნებდა, ის, ვისაც შუბი ესროლეს, ის, ვინც დანესტრეს, ის ვინც კლავდა და ის, ვისაც მისდევდნენ, მე ვიყავი შიმშილის თამაშების 24 მონაწილე.

ვიცი, მოუთმენლად ელით. ღირს, მერწმუნეთ.



მედი მაქვს სიახლე მოოგეწონა



კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 630 | დაამატა: -Marie♥ | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 9
2012-06-08 Spam
LiLeko.LoVe.TwIlIgHt .., martalia ;d