მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 5 » შემოდით დაგაინტერესებთ
9:16 PM
შემოდით დაგაინტერესებთ
მორცხვი გოგონა ოქროსფერი თმითა და ქათქათა ნაზი კანით -ის ცოტათი მაინც თუ განსხვავდება ბრიტანელი თანატოლებისაგან, მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს რომ, ამ გოგონამ 15 წლის ასაკში იმაზე გაცილებით მეტს მიაღწია, ვიდრე მის გარშემო მყოფმა უფროსებმა მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში. 2011 წლის 7 ნოემბერს მან მსოფლიოს აჩუქა თავისი პირველი მუსიკალური ნამუშევარი.

ჟასმინ ბან დენ ბოგაერდი - სასცენო სახელით ცნობილი, როგორც Birdy, არის ახალგაზრდა უნიჭიერესი, ბრიტანელი მუსიკოსი. ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში Open Mic UK 2008 წელს. მაშინ ის იყო 12 წლის. მან შეასრულა ბონ ლვერის «Skinny Love» მისებური ვერსიით, რის შემდგომაც ამ სიმღერამ დაიკავა პირველი ადგილი ბრიტანეთის ჩარტებში.ბიორდი დაიბადა 1996 წლის 15 მაისს ლიმინგტონში. მისი დედა იყო საკონცერტო პიანისტი, სწორედ ამიტომ ბიორდი უკვე 6 წლის ასაკში უკრავდა ფორტეპიანოზე, ხოლო 7 წლისამ დაიწყო მუსიკის შექმნა. ის სწავლობდა ლიმინგტონის ხელოვნების სკოლაში. სკოლა სპეციალიზირებული იყო სპექტაკლებსა და სახვით ხელოვნებაზე. ბიორდი ხშირად გამოდიოდა და უკრავდა ფორტეპიანოზე.
ჟასმინის სადებიუტო ალბომი შედგება 10 სხვადასხვა ქავერ ვერსიისგან. შესრულებული აქვს ისეთი ცნობილი შემსრულებლებისა და მომღერლების სიმღერები,რომლებიცააა : ბონ ლვერი, The xx და ჩერი გოსტი. ყველა ინდი როკ ბენდის ყურადღება მიიპყრო ნიჭიერი, ახალგაზრდა გოგონას ვოკალმა. გარდა იმისა რომ ბიორდი გამოირჩევა არაჩვეულებრივი მუსიკალური გემოვნებით, მას ასევე აქვს შთამბეჭდავი ვოკალური შესაძლებლობები..მისი ქავერ ვერსია სიმღერაზე "Skinny Love” გახდა სენსაცია საიტ "Last.fm"-ის ვიზიტორებისათვის. საიტმა მისი სახელი შეიტანა " ყველაზე პერსპექტიული შემსრულებლების" სიაში. ამის შემდეგ მისი მსმენელების რიცხვმა ელვის სისწრაფით დაიწყო ზრდა. მაგრამ ნამდვილი წარმატება მოვიდა მას შემდეგ, როდესაც ეს სიმღერა იქნა ამორჩეული "ვამპირის დღიურების" საუნდრეკად. ბიორდის კომპოზიციამ მიაღწია მოულოდნელ შედეგებს და დაიკავა ღირსეული ადგილი ინგლისის 20-ეულის ტოპ ჩარტებში. რის შედგომაც სიმღერა უფრო პოპულარული გახდა. მუსიკის ახლანდელი ვერსია გახდა უფრო პოპულარული ვიდრე თავდაპირველი.ერთადერთი სიმღერა "Without A Word” რომელიც თავიდან ბოლომდე ეკუთვნის ჟასმინს გახდა ამაღელვებელი, გულის ამაჩუყებელი, და გულში ჩამწვდომი ბალადა. ბრწყინვალედ დაწერილი ტექსტი და ექსპერტულად შესრულებული სიმღერა გახდა ალბომის თვალი. თითქოს ჯასმინი ცხოვრობს მის თითოეულ სიტყვას. რა თქმა უნდა ეს არის ალბომის ყველაზე ემოციური სიმღერა. ის არის სავსე სიყვარულით, ტკივილითა და იმედით. ბიორდიმ სწორედ ამ სიმღერის საშუალებით გვიჩვენა მისი არაჩვეულებრივი ხმის ძალა.ბიორდის 15 წლის ასაკში ჩაწერილი აქვს ძალიან სერიოზული ალბომი. ბევრი ვარსკვლავისაგან განსხვავებით ბიორდი თავისი მუსიკალური კარიერის დასაწყისში პოპულარული არ გამხდარა სექსუალურობითა და პროვოკაციული სიმღერების ტექსტებით. ჩვენს წინაშე არის წმინდა შემოქმედება. არ შეიძლება არ შეგიყვარდეს მისი ცოცხალი და წმინდა ხმა!

 

დაამოწმა და გაალამაზა:-MaaR
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 582 | დაამატა: aNa_mEmI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-04-05 Spam
3. mari   ( -MaaR♥[??????]

Sali Lovato, verc me biggrin sad es akci da sad aq rac weria :S