მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 3 » შეხვედრა საყვარელ ვარსკვლავთან
7:49 PM
შეხვედრა საყვარელ ვარსკვლავთან
My ConTesT
ჩემი საკონკურსო თემა:
    შეხვედრა საყვარელ ვარსკვლავთან




მე 16 წლის გოგონა ვარ საქართველოდან, რომელსაც ძალიან მცირე შანსი აქვს იმისა, რომ თავის კუმირს საოცნებო ქალაქში შეხვდეს, მაგრამ ოცნება ხომ ის სურვილია, რომელსაც ჩვენ თვითონ ვქმნით და ვერავინ იტყვის, რომ მისი განხორციელაბა შეუძლებელია,რადგან თითოეულ ჩვენგანს ძალუძს ცხოვრებაში დაისახოს მიზანი, რომლის განხორციელებასაც შეეცდება, ამ მხრივ არც ჩემი პიროვნებაა გამონაკლისი და იმ არაერთ მიზანს შორის რომელის განხორციელებაც სიცოცხლის ბოლომდე მსურს, ერთერთი არის ჩემს საყვარელ ვარსკვლავთან შეხვედრა.







არასოდეს მეგონა, რომ შეიძლებოდა რომელიმე მომღერალი, მოდელი, მსახიობი ფანატიკურად შემყვარებოდა, მაგრამ დღეს მე ვარ ლოვატიკი და ვარ სმაილერი, რაც ჩემი აზრით თავისთავად ამბობს ყველაფერს, მაგრამ რადგან თემის სახელწოდებაა ‘შეხვედრა საყვარელ ვარსკვლავთან’, გადავწყვიტე მესაუბრა ადამიანზე, რომელმაც მასწავლა, რომ უნდა ვიყო ძლიერი, არ შევუშინდე სირთულეებს, ვიყო გულწრფელი, მებრძოლი და შევხედო მომავალს იმედის თვალით… ალბათ მიხვდით, რომ ჩემს საკონკურსო თემაში ვაპირებ ვისაუბრო უნიჭიერეს მომღერალსა და მსახიობ დემი ლოვატოზე. ის მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ უკვე გახდა მისაბაძი მაგალითი ბევრი თინეიჯერისა და თვით ზრდასრული ადამიანებისთვისაც, რომლებიც ამბობენ: მათ დემიმ ასწავლა, რომ ყოველთვის უნდა დარჩნენ ძლიერები. დემიში ძალიან მომწონს მისი სწრაფვა იყოს უკეთესი, უკეთესი პირველ რიგში ლოვატიკებისთვის, ფანებისთვის რომლებიც მას აღმერთებენ და რომელთათვისაც დარწმუნებული ვარ დემი ყველაფერს გააკეთებს. თუ მის პიროვნებაზე საუბარი მომიწევს უბრალოდ ვიტყვი, რომ ის ძალიან კეთილი ადამიანია, ქველმოქმედი, სხვებზე მზრუნველი, კარგი მეგობარი(სელენასთვის, მაილისთვის..), ძალიან კარგი შვილი და და, ცხოვრებაში ბევრი სირთულის გადატანა მოუხდა, არადა ის ხომ ჯერ ასე ახალგაზრდაა, მაგრამ მან ყველაფერს გაუძლო და დღეს იგი ლოვატიკებისთვის კვლავ იღიმის..








ალბათ ყველანი მიხვდით რატომაც იწვევს ეს ადამიანი ჩემში ამხელა აღფრთოვანებას და რატომაც მინდა მასთან თუნდაც სულ ერთი წუთით შეხვედრა, მაგრამ მე არ ვარ ერთადერთი ლოვატიკი, რომელიც ამაზე ოცნებობს, მას საქართველოშიც ბევრი ფანი ყავს და რადგან ჩემს საყვარელ ვარსკვლავთან შეხვედრას ვაპირებ, არ მინდა ამ სურვილის ასრულებისას მარტო ვიყო ჩემი დისა და დაქალის გარეშე, რომლებსაც ისევე უყვართ დემი და ისევე ოცნებობენ მასთან შეხვედრაზე, როგორც მე, ამიტომ სად შეიძლება იყოს უკეთესი ადგილი შეხვედრისთვის თუ არა ორლანდოში, დისნეილენდში, სადაც მოხვედრაც ალბათ ბევრი თინეიჯერის ოცნებაა..











დისნეილენდი ერთერთი საყვარელი ადგილია დემისთვის, მასში მოხვედრა კი ოცნებაა ჩემთვის, დღეს როცა დემის შევხვდები(იმედია ეს ოდესმე მართლაც მოხდება) ალბათ ძალიან ბევრს ვინერვიულებ, მაგრამ არ ვიტირებ, იმიტომ რომ დემი ჩემს გვერდით იქნება და მისი ყოველი სიტყვა თუ გაღიმება თავს ძალიან ლამაზ სიზმარში მაგრძნობინებს, რომლის დასრულებაც არ მენდომება და რომელშიც ცრემლებს არაფერი ესაქმება…












ბავშვებო მართლა გულით შევეცადე, რომ თემა კარგი გამომსვლოდა თან ჩემთვის ამ საიტზე ეს პირველი კონკურსია, თითქმის ყველა შესანიშნავად წერთ და ამიტომ არ ვიცი ჩემი თემა რამდენად მოგეწონებათ, შეიძლება ვერც გავიმარჯვო, მაგრამ მთავარი ხომ მონაწილეობაა, თან ეხლა უკვე იცით რომ დემისთან შეხვედრა ჩემი ერთერთი ოცნებაა
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 1015 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7
2012-07-04 Spam
dzalian dzalian didi madloba martla, verc warmoidgent tqveni komentarebi chemtvis ramdens nishnavs <3