მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 4 » Sex Pistols
1:04 PM
Sex Pistols
✖ Sex Pistols 
ნახეთ ინფორმაცია 
ჩემ საყვარელ ჯგუფზე





სექს პისტოლზი  ინგლისური პანკ-როკ ჯგუფი, ჩამოყალიბებული ლონდონში1975 წელს. იგი იქცა ბრიტანული პანკ-ტალღის მთავარ მონაწილედ, რომელმაც დიდი გავლენა იქონია როგორც პანკ, ასევე ალტერნატიული როკის მუსიკოსებზე. მიუხედავად იმისა, რომ 70-იანებში ჯგუფის კარიერის ხანგრძლივობა მხოლოდ ორნახევარი წელი იყო და გამოიცა მხოლოდ ოთხი სინგლი და ერთი სტუდიური დისკი, Never Mind the Bollocks, Here's the Sex Pistols, სექს პისტოლზი ითვლება პოპულარული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კოლექტივად. 


ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვოკალისტი ჯონ ლაიდონი (ჯონი როტენი), გიტარისტი სტივ ჯონსი, მედოლე პოლ კუკი და ბას გიტარისტი გლენ მეტლოკი. 1977 წელს მეტლოკი შეცვალა სიდ ვიშესმა. მენეჯერ მალკოლმ მაკ-ლარენის დახმარებით, ჯგუფმა სკანდალურად გაითქვა სახელი. მის კონცერტებს თან ახლდა სირთულეები ორგანიზატორებთან და მათი გამოჩენა ყოველთვის იწვევდა არეულობას. სექს პისტოლზის 1977 წლის სინგლმა „God Save the Queen", რომელშიც ბრიტანეთის სოციალური კონფორმიზმისა და სამეფო გვირგვინის დაცვის კრიტიკას ჰქონდა ადგილი, დააჩქარა „პოპულარული მორალური ორომტრიალის უკანასკნელი და უდიდესი აფეთქება".



1978 წლის იანვარში, აშშ ტურის დასასრულს, როტენმა დატოვა ჯგუფი და განაცხადა მისი დაშლის შესახებ. შემდეგი თვეების განმავლობაში მუსიკოსები იწერდნენ სიმღერებს მაკ-ლარენის ფილმისათვის, რომელიც სექს პისტოლზის ისტორიას ეხებოდა,„როკ-ენ-როლის უდიდესი ყალთაბანდობა". 1979 წლის თებერვალში, ჰეროინის გადამეტებულად მოხმარების გამო გარდაიცვალა ვიშესი. 1996 წელს როტენმა, კუკმა და მეტლოკმა აღადგინეს ჯგუფი, ტურისათვის Filthy Lucre Tour. 2002 წლიდან ისინი კვლავ გამოდიან სხვადასხვა კონცერტზე. 2006 წლის 24 თებერვალს მოხდა მათი ტრიუმფალური შეყვანა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, მაგრამ მათ უარი თქვეს ცერემონიაზე დასწრებაზე, რადგან ამ მუზეუმს თვლიდნენ შარდის ლაქად. :


კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 751 | დაამატა: Dragon❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2013-05-04 Spam
1.    ( Tày[??????]

miyvars es jgupi <3 holidays in the sun gansakutrbeit )) kai siaxlea