მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 28 » Selena Gomez old inteview
9:32 PM
Selena Gomez old inteview
-სელენა, მილიონობით გოგონას კუმირი ხარ, როგორ აღწერდი შენი ჩაცმის სტილს?
-მიყვარს კლასიკური ტანსაცმელი, 1940-იანი წლების სტილში. ჩემს ჩაცმაზე გავლენას ახდენს ფილმები, რომლებსაც ვუყურებ, ადგილები, სადაც ვმოგზაურობ. მაგრამ ყოველთვის კლასიკას ვუბრუნდები. ხანდახან ვფიქრობ, რომ არასწორ დროს დავიბადე. მეგობრები მეუბნებიან, რომ 30 წლის ქალივით მაცვია, როცა თვითონ სკეიტერებივით დადიან. 
-რამდენად ხშირად დადიხარ შოფინგზე? 
-თითქმის ყოველ უიკენდზე. ზოგჯერ მხოლოდ ვიტრინებს ვათვალიერებ. ეს კარგი ხერხია იდეებისათვის. განსაკუთრებით უცხო ქალაქებში მიყვარს შოფინგი.
-როცა ფულის დახარჯვის ხასიათზე ხარ, ვისთან ერთად მიდიხარ მაღაზიებში? 
-ადრე დემისთან ერთად დავდიოდი, ახლა ტეილორ სვიფთან, ან დედასთან ერთად. მე და დემის თითქმის ერთნაირი გარდერობი გვქონდა. ხშირად მის ტანსაცმელს ვთხოულობდი. დემიმ ყოველთვის იცოდა რა მომეწონებოდა.
-მაკიაჟით ექსპერიმენტები გიყვარს?
-ზოგჯერ კი, მაგრამ არის დღეები, როცა საერთოდ არაფერს ვისვამ. არაუშავს თუ ამ დროს ფანები ფოტოს გადამიღებენ. და იცოდნენ, რომ უნაკლო არ ვარ.
-როგორ გგონია, ამერიკელები უფრო მოდურები არიან, თუ ბრიტანელები?
-ჩემი აზრით, ბრიტანული მოდა ბევრად უფრო დახვეწილია/ ხალხი უფრო ადვილად მიდის ჩაცმის თამამ ექსპერიმენტებზე. მაოცებენ ბრიტანელი გოგონები, რომლებიც ცდილობენ უცნაური რაღაცეები შეუხამონ ერთმანეთს.
შეასწორა : MissCyrus
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 689 | დაამატა: katia | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-03-29 Spam
clap kaiaa