They don’t know how long it takes Waiting for love like this .. ♥ ----------------------------------
თებერვალი 10 , 2010 .
- რეი , რეი ... გესმის ჩემი რეიჩელ ? - თვალები თანდათანობით მძიმედ გავახილე , და თვალი მის მზისფერ გამოხედვას გავუსწორე . - ჯეისონ .. - გავუღიმე . - სულელო , შემაშინე . - მაპატიე - ისევ ღიმილი . - მიპატიებია .. - .. - ღიმილი . - იცი ყოველთვის , როცა მიღიმი რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ . - და მაინც რას ? - არ ვიცი .. - იდიოტო . - მოდი ჩემთან . - შენთან ვარ - რეიჩელ (: - დიახ . - ვიცი , რომ , საერთოდ მე შენს გარდა არავინ და არაფერი გამაჩნია და ამიტომ .. - ჩუ ჩუ ჩუ ! შენს ის გაქვს რაც აქამდე არავისთვის შემიმჩნევია . - და მაინც რა ? - არ ვიცი .. - „იდიოტო" - ჩემს ხმას მიბაძა მან . - ჯეი .. - ჰო . იცი რა გამახსენდა ? როცა ყველამ გაიგო , რომ ერთად ვიყავით .. შურით სავსე მზერები , ბოღმის ამონთხევები .. გახსოვს ? მე მათ „თოჯინა" წავართვი . - თოჯინა გაიზარდა და უკვე პატარა აღარაა .. - იგივეს თქმა მინდოდა .. - გამეცინა . - რაც შეეხება , შენს ჯანმრთელობას .. - ჯეი , თავიდან იწყებ . გითხარი უკვე . - გთხოვ . - არა ! - გთხოვ ! - არა .. - ჩემი ხათრით . - ოოოოჰ , რატომ არ გესმის რომ რამდენიმე წუთიანი გულის წასვლა არაფერს ნიშნავს ! - და ყოველდღიურად ? დღეში რამდენჯერმე ? - თუნდაც ! - მოგარჯულებ , ერთ დღეს აუცილებლად მოგარჯულებ პატარა . - აჰა და რაში გჭირდება ? - ასე უფრო ადვილია . - იოცნებე შენ . - არაააააა . მოდი ჩემთააან ! - იყვირა და გამომეკიდა . რამდენიმე წუთი გაუჩერებლად ვიცინოდი და დავრბოდი , თუმცა უეცრად თავი შეუძოდ ვიგრძენი და აბაზანაში შევვარდი .. რაღაც მომაწვა , წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე , თავი კაფელს მივარტყი . დავეცი .. - რისი ხმა იყო რეი ? - არაფრის , ფენი ჩამოვარდა .. - რატომ მატყუებ რეიჩელ ? - არ გატყუებ ჯეი . მაცალე ცოტა ხანს .. უეცრად თვალებში ჩამომიბნელდა .. მოულოდნელად მოვსრიალდი და ძირს დავეცი .. მომენტალურად გავითიშე .. და მხოლოდ მანქანის ძრავის ხმაურმა გამაღვიძა .. - აქ რა ხდება ? სად მიგყავარ ? - წამოვხტი ადგილიდან . - მშვიდად თითქმის მივედით . - სად მივედით ? - გამიბრწყინდა თვალები . - საავადმყოფოში . - ჯეისონი ჩემსკენ გადმოიხარა და შუბლზე მაკოცა . - მადლობაა ((: ეხლა მაინც დაგიმტკიცებ , რომ არაფერიც არ მჭირს ! - მეც ვიცი , რომ არაფერი გჭირს .. - ვერ ვიტან როცა ასე მოუხერხებლად მატყუებ . - ამასობაში მანქანა დატოვა და კარი გამიღო . - ჩემი ჯენტლმენი ! - ჩავიჩურჩულე . მან გამიღიმა .
------------------------------------------
ექიმი მოხუცებული კაცი იყო . თბილი ღიმილით და მომხიბვლელი თვალის ჭრილით . ალბათ როგორც შვილს ანდა სულაც შვილიშვილს ისე მიყურებდა . ჯერ-ჯერობით ხომ მხოლოდ 21ის ვარ .. საერთო ჯამში ძალიან სასიამოვნო კაცი იყო .. და რაღაც სევდანარევი ღიმილით გამოვემშვიდობე როცა ანალიზები ჩავაბარე და დავუტოვე .. პასუხი მხოლოდ 3-4 დღეში იქნებოდა .. აჰ :||
თებერვალი 13 , 2010 .
- ნეტა გოგოა თუ ბიჭი ? - გამიღიმა ჯეიმ . - და მხოლოდ ამის გამო გამაღვიძე ღამის სამ საათზე ? უნდა შეგახსენო , რომ ჯერ კიდევ არაფერია დამტკიცებული და იმედია არც დამტკიდება . - რაა ? - მკაცრი სახე მიიღო და როგორც დამნაშავეს ან სულაც ბოროტმოქმედს ისე შემომხედა . - რა ვთქვი ესეთი ? - მხოლოდ 21 წლის ვარ ჯეი , შენ 23ის , საკუთარ თავებს ძლივს ვუვლით , პატარას კი ხომ წარმოგიდგენია .. - გასაგებია . - ოოოოოოო ჯეი ! - არავითარი „ჯეი" ! - არასწორად გამიგე უბრალოდ . - არა , სავსებით სწორედ გაგიგე , ბავშვი არ გინდა . და ალბათ რომც „დამტკიცდეს" ისე გაიკეთებ აბორტს მე ვერასოდეს გავიგებ , რომ შვილი მომიკალი . - რაა ? გგონია ესეთი ვარ ? - კი . სახეში ძლიერად გავარტყი . და ჩემს ოთახში ჩავიკეტე . ჩემოდანები გადმოვაგდე კარადიდან და ტანსაცმელის ჩაყრა დავიწყე . - გამიღე რეი ! - არ გაგიღებ ! - გამიღე რეიჩელ ! - არა მეთქი ! - გამიღებ - კარგი გაგიღებ ! - კარები ჩქარა გავაღე და ჩემოდნებიანად ძლივს გავეტიე .. ის ყურადღებას არც კი მაქცევდა თავის ელ-ფოსტას ამოწმედბა და რაღაცას კითხულობდა .. - არ წახვალ ! - წავალ ! - რატომ ? - იმიტომ ! იმიტომ , რომ შენთვის ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ მთელს პლანეტაზე ! - ეგ არ მითქვამს ! - იგულისხმე ! - დავიღალე ? - ხოდა ძალიან კარგი . ნახვამდის . - ბოლო კარიც შევაღე და რამდენიმე წამით შევჩერდი . ამოვისუნთქე . - ვერ წახვალ . - გავიგონე უკნიდან ხმა . - რატომ ? - ბავშვი არ გაგიშვებს . - რაა ? ნუ ბოდავ . გითხარი უკვე , რომ .. - სუ სუ სუ !! - პირზე ხელი ამაფარა . - შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება . - მგონი გაგიჟდი ჯეი ! - ელ.ფოსტაზე მოვიდა ანალიზის პასუხები , ალბათ ცოტა ხანში უფრო დაწვრილებით ფოსტითაც მოვა .. ღრმად ამოვისუნთქე .. მივედი და ჩავეხუტე . - მაპატიე .. - დაიწყო მან . - არა იცი , ეს მე უნდა მაპატიო . - არა შენ მაპატიე ! - შენ უნდა მაპატიო ჯეი ! - არა შენ ! - შენ მეთქი ! - იცი ჩვენ უკვე თითქმის ვჩხუბობთ . - და იცი ხვალ სიყვარულის დღეა . - და ჩემი დაბადების დღეე ! - ხოოოოომ : ))’ - რას ვაპირებთ ? - არაფერს . მინდა მთელი დღე გავატაროთ მხოლოდ მე და შენ . შენ და მე . და სხვა არავინ . - „მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ" ? - როგორც ყოველთვის „პატარა" - მივბაძე მის ხმას .
მარტი 27 , 2010 .
- დედა , მამა , ქეით , ბავშვებო .. მოკლედ . მე ორსულად ვარ . - და პატარა სულ რამდენიმე თვეში გაჩნდება ^^ - ცანცარს განაგრძობდა ჯეი . - ხოომ . - გავიღიმე უხერხულად . ქეითმა უეცრად ტაშის დაკვრა დაიწყო და ყველა მას აჰყვა . ჩემი დაიკო ♥ რამოდენიმე წუთში მეხვეოდნენ , მილოცავდნენ , ყვიროდნენ . 1-2 საათიანი დარიგებების და ოჯახური საუბრების შემდეგ კი - ქალბატონები სადღესასწაულო სადილს ამზადებნენ , მამაკაცები ჯეის თავის მომავალ მოვალეობებზე ესაუბრებოდნენ . რამდენიმეჯერ სიტყვა „ქორწილმაც" გაიელვა მათ საუბარში , თუმცა მე ნამდვილად არ ვაპირებ „მუცელთან ერთად" ქორწილის აღვნიშვნას . მე , ჩემი და ქეითი და ჩემი საუკეთესო მეგობარი და საშა კი ელი სააბის ახალ კოლექციას განვიხილავდით , აჰაჰა . მართლაც მომნატრებია ესეთი ოჯახური სიტუაციები ♥
აპრილი 19 , 2010
- რეი , რატომ გვიმალავ ბავშვის სქესს ? - შემომიჩდნენ ჯეი და მისი მეგობარი ნიკი . - ხომ გითხარით , რომ ჯერ თვითონაც არ ვიცი . - და როცა გაიგებ ? - არ გეტყვით ! - ენა გამოვუყავი პატარა ბავშივით . - დარწმუნებული ხარ ? - გამიღიმა ჯეიმ . - რა თქმა უნდა ! - და გამოკვლევაზე როდის მიდიხარ ? - ისევ ის ღიმილი ♥ - რეიჩელ გაინძერი წავედით ! - ყვიროდა იქეთა ოთახიდან საშა . - ანუ დღეს .. - ჩაიბურდღუნეს ბიჭებმა . - შესაძლებელია ! - გავუღიმე და სახლი დავტოვე .
მაისი 25 , 2010
- ვაიმეეე :|| ნახე რა კაბაა ! - ვერა ვანგია ? - საიდან ხვდები საშა ? - ჯერ ეს ერთი მიყვარს ეგ დიზაინერი და მეორეც მის საქორწილი კაბებზე , რომელი გოგო არ ოცნებობს . - ჰომ რავიცი .. - მხრები ავიჩეჩე . - როგორ ხარ მშვენიერო ? - ჯეი უკნიდან მომეხვია და ყელში მაკოცა . - ჯეი ტყუილად ცდილობ , არ გეტყვი გოგოა , ბიჭი თუ საშუალო სქესი ! - გამეცინა მე . გაბრაზებულმა ოთახი დატოვა .. - და მართლაც რეი , ვის ველით ? - ამას ბოლომდე ვერავინ გაიგებს ! - გავბრაზდი . - კარგი რა დიდი მნიშვნელობა აქვს ელის ნათლია გახდები თუ .. ბიჭს სახელს მერე შევურჩევ :დ - ანუ გოგოა ? - არა ! - ბიჭია ? - არა ! - აბა საშუალო სქესია კრეტინო ? - არა , არა არა ! არ ვიტყვი !
ივნისი 19 , 2010
დილიდანვე იმ აზრმა გამაღვიძა , რომ დღიურის წერა უნდა დამეწყო . არ მესმოდა რატომ , რისთვის , რა მიზნით - უბრალოდ ბლოკნოტი და კალამი ავიღე და წერას შევუდექი .. ვწერდი ყველაფერს რაც ენაზე მომადგებოდა .. ჩვენი გაცნობის დღიდან , სულ სულ თავიდან , როცა 5 წლის ასაკში თმაზე დამქაჩა , როცა 10 წლის ასაკში ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო , 15 წლის ასაკში ჩვენ ორის გარდა ყველამ იცოდა , რომ ერთმანეთი გვიყვარდა , და ეს მხოლოდ 2-3 წლის წინ გავაცნობიერეთ . მე , ჩემი მთელი ცხოვრების ერთადერთი საუკეთესო მეგობარი შემიყვარდა . მასთან ყოველთვის ისე ვგრძნობდი თავს , თითქოს , მონათესავე სული ყოფილიყოს . „ ჩვენ ვიყავით თავიდან ერთად და ვიქნებით ბოლომდე , იქამდე სანამ .. და უსასრულოდ , რომ ვიყოთ ? ჰა ? არა ? „ - ბოლო ფრაზაც მივჯღაპნე და ოთახში შემოსულ ჯეის დღიური დავუმალე ..
ივლისი 31 , 2010
ასე მგონია მთელი საუკუნე გავიდა იმ დღიდან , რაც ფეხმძიმობის შესახებ შევიტყე , თუმცა .. ოქტომბრამდე არაფერი მოხერხდება . ჰაჰა . თანდათან უფრო და უფრო მაწუხებს საქმროს , ოჯახის , მეგობრების შეკითხვები ბავშვის სქესზე , სახელზე თუ სხვა წვრილმანებზე , თუმცა ვცდილობ არ შევიმჩნიო , ღიმილით ვპასუხობ ნებისმიერს , რომ ჯერ თავადაც არ ვიცი , არადა ..
აგვისტო 28 , 2010
მუცელი საგრძნობლად წამომეზარდა .. გაადგილებაც თანდათანობით მიჭირს .. გუშინ გავიფიქრე , რომ დროის უკან დაბრუნება , რომ შემეძლოს ბავშვს მოვიშორებდი , მაგრამ .. იმ წასმვე გადავიგდე ეს აზრი და სინანულში ჩავვარდი .. საშინელება იყო , მთელი ღამე ვერ დავიძინე , ვერ მოვისმინე სანამდე ხატების თვალწინ ჩემს პატარას ბოდიში არ მოვუხადე ასეთი ფიქრებისათვის .. სექტემბერი 1 , 2010
- გილოცავ საყვარელო ! - უკნიდან მომხვია ხელები ჯეიმ და აივანზე გამიყვანა , საიდანაც თავისუფლად შემეძო უზარმაზარი , ცეცხლით აალებული გულის დანახვა . მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა .. სახეზე ხელები ავიფარე , რომ ცრემლები ნაკადულივით არ ჩამოფრქვეულიყო სახიდან . ვიგრძენი ფეხზე ძლივს ვიდექი და წონასწორობასაც ვეღარ ვინარჩუნებდი .. - დამიჭირე და არ გამიშვა , გთხოვ . - არასოდეს და არც-ერთ შემთხვევაში - მპირდები ? - უსასრულოდ . - მადლობა . მიყვარხარ . - შენ იცი პასუხი რეი ..
ოქტომბერი 9 , 2010
ამხელა მუცლით ძლივს დავღოღავ , თუმცა ის ფაქტი მახარებს , რომ პატარა დღე-დღეზე მოევლინება დედამიწას . მიხარია , რომ არავითარი გენეტიკური დაავადება არ მიიღო ჩევნგან .. მიხარია , რომ ის სრულიად ჯანმრთელი იქნება .. და ისიც მიხარია , რომ ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე .. რატომ ? ალბათ იმიტომ , რომ ამ ყველაფრის საშინლად მეშინია .. - მაინც არ გადაიფიქრე ? - რაზე მეუბნები ქეით ? - საკეისრო კვეთაზე თუ როგორც ქვია .. - არაა . - კი მაგრამ .. - არავითარი მაგრამ , არაფერი არ მოხდება ! - და რისკი ხოომ დიდია , მით უმეტეს ამ ასაკში ! შეიძლება ნერვულმა სტრესმა „მოწყვეტა" გამოიწვიოს . - მირჩევნია მხოლოდ მე ვიყო საფრთხეში , ვიდრე ორივე .. და თან .. არაფერი ! და ეს აღარ განიხილება , მორჩა ! რამდენიმე წამი გაყინული სახით მიყურებდა , შემდეგ ჩემი უფროსი დაიკო მომიახლოვდა და გადამეხვია . - მითხარი , რომ ყველაფერი კარგად იქნება ... ! - - ყველაფერი კარგად იქნება ქეით . ! - დაგიჯერო ? - რა თქმა უნდა ♥
ოქტომბერი 11 , 2010 ვერასოდეს ვერც-ერთი გენიალური მწერალი თუ პოეტი ვერ გადმოცემს იმ ბედნიერებას რასაც ამ მომენტში გრძნობ . ვერც-ერთი მომღერალი , კომპოზიტორი, სცემარისტი , მსახიობი , მხატვარი - ვერავინ ვერასოდეს გადმოცემს ალბათ ამ გრძნობას თუ არ განუცდია , რამხელა ბედნიერებაა , როცა ყველაფერი უკვე უკანაა და ერთ პატარა ოთახში , უფროსწორად პალატაში შენი სიცოცხლის მთავარი აზრი და მიზანი იბადება .. ! და ორმაგი ბედნიერება როცა ისინი ორნი არიან (: ასმაგი კი მაშინ , როცა შენი საყვარელი არსება აცრემლებული გინახულებს , მთელი ძალით გეხვევა და მადლობას გიხდის ♥
ჯ : ჩვენ ვიბრძოლებთ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ .. რ : და ისევ დავრჩებით უვნებლები , არა ? ♥♥♥
დაამოწმა და შეალამაზა:-NiniKunna
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:1068 | დაამატა:-Katson) | რეიტინგი:5.0/3