მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 7 » საინტერესო ფაქტები თვალებზე
11:53 PM
საინტერესო ფაქტები თვალებზე
Angel.ge



● ორგანოთა შორის თვალის მგრძნობელობას განსაკუთრებული ადგილი უკავია, გარედან მიღებული ინფორმაციის 80%-ს თვალიდან ვღებულობთ.

● ცნობილია, რომ გრიგორ რასპუტინი ავარჯიშებდა თავისი მზერის გამომხატველობას, მის სისასტიკეს და ძალას, რომ საზოგადოებაში თავისი ადგილი დაეკავებინა. ბოლო იმპერატორი ავგუსტუსი კი ოცნებობდა, რომ მის გამოხედვაში გარშემომყოფებს ზებუნებრივი ძალა ეპოვათ.

● თვალის ფერი აძლევს ადამიანს ინფორმაციას მის გენებზე. მაგალითად, ცისფერი თვალები ხშირად გვხვდება ჩრდილოეთ რეგიონებში, ყავისფერი-ზომიერ კლიმატში, ხოლო შავი-ეკვატორის რაიონებში.

● დილით, ან უკიდურეს სიცივეში თვალის ფერი შეიძლება შეიცვალოს (ამას ქამელეონს ეძახიან)

● დღეისათვის მიჩნეულია, რომ ხალხი მუქი თვალებით არის ჯიუტი, ამტანი, მაგრამ კრიზისულ სიტუაციაში გაღიზიანებული. ნაცრისფერი თვალების მქონე ადამიანი მიზანდასახულია, ყავისფერთვალებიანი-ჩაკეტილი, ხოლო მწვანე-სტაბილური და ორიენტირებული.


● დედამიწაზე დაახლოებით 1%-ს შეადგენენ ადამიანები, რომელთაც ორივე თვალი განსხვავებული ფერის აქვთ.

● ადამიანის თვალის მექანიზმი-შესაძლებელია თუ არა ეს?! რა თქმა უნდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასეთი მოწყობილობა უკვე არსებობს. მიცუბი ელექტრიკმა უკვე შეიმუშავა ელექტრონული თვალის ჩიპზე, რომელიც უკვე გამოიყენება ზოგიერთ პროდუქციებში. ეს თვალი ფლობს ისეთივე თვისებებს, როგორც ადამიანის.

● რატომ ხუჭავენ ადამიები თვალებს კოცნის დროს ?! მეცნიერებმა ეს დაადგინეს! კოცნის დროს ჩვენ ვადუნებთ ქუთუთოებს, რომ გული არ წაგვივიდეს მოწოლილი გრძნობებისაგან. კოცნის დროს ტვინი განიცდის სენსორულ გადატვირთვას, ამიტომაც ჩვენ უნებლიეთ ვამცირებთ მოზღვავებულ ვნებებს.

● დიდი ვეშაპის თვალები იწონის დაახლოებით 1 კგ-ს.
ამისდა მიუხედავად, ისინი ვერ ხედავენ საგნებს ახლოს.

● როგორ მოვიხსნათ თვალის დაღლილობა? ხშირ-ხშირად ახამხამეთ თვალები, აღმოჩნდა რომ, მონიტორის წინ თვალი ზარმაცდება და ის წყვეტს ხამხამს, რაც ვნებს ადამიანის მხედველობას.

● როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ყველა თვალს ლამაზს ხდის: შინაგანი ენერგია, ჯანმრთელობა, სიკეთე, ინტერესი გარშემომყოფ ხალხთან.

● რატომ ფუჭდება მხედველობა? სპეციალისტები ამბობენ, რომ თვალი არის მაჩვენებელი იმის თუ როგორ ვუყურებთ სამყაროს. თუ ადამიანს მხედველობა უფუჭდება, ე.ი მას არ მოსწონს რაღაც მის გარშემომყოფ ხალხთაგან. იგი ჩაკეტილი ხდება. რა თქმა უნდა არსებობს სხვა მიზეზებიც.

● ძალიან მოტკეცილი ტანსაცმელი უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე. ეს არღვევს სისხლის მიმოქცევას, რაც შემდგომ თვალზე ისახება.

● მეცნიერები თვლიან, რომ ოქროს ფერი ეხმარება მხედველობის აღდგენას.

● პარადოქსია, მაგრამ სწრაფი კითხვა შედარებით ნაკლებად ღლის თვალს, ვიდრე ნელი.



● ადამიანის თვალი ანსხვავებს შვიდ ძირითად ფერს. მაგრამ, ამის გარდა, ადამიანს შეუძლია გამოარჩიოს ასი ათასამდე ტონალობა. ხოლო პროფესიონალურ თვალს (მაგალითად მხატვრისას) მილიონი ტონალობა.

● კატა უფრო ზუსტად ხედავს გარშემომყოფ საგნებს, ექვსჯერ უფრო ნაკლებ განათებაზე, ვიდრე ადამიანს ესაჭიროება.

● ბერძენი ფილოსოფოსები თვლიდნენ, რომ ცისფერი თვალები წარმოიშვა ცეცხლის წყალობით, სიბრძნის ქალღმერთს ხშირად ეძახოდნენ ''ცისფერთვალებას''.

● ფსიქოლოგებმა დაადგინეს მიზეზი თუ რა გვიზიდავს უცნობ ხალხში. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად ჩვენ გვხიბლავს მოციმციმე, ბრწყინვალე, ნათელი თვალები, რომლებიც ემოციებს გამოხატავენ.


შეასწორა და გაალამაზა: Katie♥
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 855 | დაამატა: McQueen♕Kate | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-06-08 Spam
kargiiko <3