მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 10 » რუბრიკა ჭორიკან!ჭორიკანა! – თაკო გაჩეჩილაძე ია ფარულავას უჩივის
9:29 PM
რუბრიკა ჭორიკან!ჭორიკანა! – თაკო გაჩეჩილაძე ია ფარულავას უჩივის
ლბათ უკვე ყველამ გაიგო ის ამბები რაც ცეკვავენ ვარსკვლავების კულუარებს მიღმა ხდება.
თუმცა თუ ვინმეს ჯერ კიდევ არ აქვს წაკითხული ინტერვიუ სადაც ქართველი, ეგრეთ წოდებული,
ელიტის წარმომადგენლების საოცრად სკანდალური განცხადებებია – ვურჩევ რომ წაიკითხოს. ბოლოს
და ბოლოს საქართველოში ესეთი ამბები ყოველდღე არხდება : ) 
(წაიკითხეთ სრული ინტერვიუ აქ!)
მე მინდა რომ ეს ამბავი ჩემი ხედვით გადმოგცეთ და თან ამხელა ინტერვიუდან მხოლოდ, პატარა, საჭირო 
ამონარიდები შემოგთავაზოთ. მაგრამ ალბატ ყველა დამეთანხმებით რომ ეს უნდა დამეკოპირებინა:
თაკო გაჩეჩილაძე: ია ფარულავას საერთოდ არ ვიცნობ ნორმალურად, უბრალოდ ის არის ქრისტინე იმედაძის მამიდა, ასევე გამიგია, მისი ფილმი რაღაცა „სიყვარული ვენახში". სხვა არანაირი შეხება, არც მეგობრობა, არც ახლობლობა ამ ქალთან არ მქონია. შოუ დაიწყო თუ არა პირველივე ტურშივე ვიგრძენი ჩემს მიმართ მისი აგრესია. ვერ მივხვდი რა უნდოდა და ქრისტინეს დავურეკე, რა ხდება რა უნდა მამიდაშენს, რა დავუშავე-მეთქი? ჩემი პირველი კითხვა იყო - რას მერჩის?! ქრისტინემ მითხრა: ია საერთოდ ასეთია, მეც ვერ ვუგებო. მგონი თვითონაც ჩემს მდგომარეობაშია, არ ვიცი მათ შორის რა ხდება, არ ჩავეძიე... მერე კი ხუთივე ტურის განმავლობაში ჩემს მიმართ ისევ აგრესიით იყო განწყობილი, იყო არა ცეკვის შეფასება, არამედ ლანძღვა და შეურაცხყოფა. მე თურმე ტანი არ მიწყობს ხელს, ფეხებს შორის ჯოხები მაქვს, თურმე პარკეტიც ტირის, ეს "იუთუბიზეც" დევს და ყველა ადამიანს შეუძლია ნახოს. ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ხანში შესული ქალი, რომელსაც პრობლემები აქვს ცხოვრებაში და ამიტომაც ამ ყველაფერს ვატარებდი. მესამე ტურის შემდეგ კი მამაჩემი იყო ძალიან აღშფოთებული, ძალიან დაიძაბა და ბოლოს დაურეკა - მაინტერესებს ვინ გაძლევთ თქვენ იმის უფლებას, რომ ჩემს შვილს ელაპარაკებით არა ცეკვის პრობლემებზე, არამედ აყენებთ პირად შეურაცხყოფას?... ვერაფერი უპასუხა, უაზროდ დაიწყო თავის მართლება. რა უნდოდა მართლა ვერ გავიგე.

ოოო... განცხადება მართლაც სკანდალია. თუმცა მე თუ მკითხავთ ამ ინტერვიუში ეს ადგილი ყველაზე საინტერესოა:
''რადგან ეს ქალი უბრალოდ ასაკშია შესული, დაბერდა და ალბათ მიხვდა, რომ რეალურად არაფერი არ არის. რა არის ია ფარულავა? ვინ არის? შეუმდგარი მსახიობი, შეუმდგარი ჟურნალისტი, ხან წარბი მოიგონა, ხან ის, ხან ეს და ერთი ვენახში სიყვარული გვაქვს მისი. ამიტომაც არის, ალბათ, გაბოროტებული ახალგაზრდებზე. ეს არის ჩევულებრივი გამწარებული ქალის პოზიცია.''

მე თუ მკითხავთ ზემოთ მოცემულ სიტყვებში ყველაფერი სიმართლეა .. 
მაგრამ მოდით ვნახოთ თუ რას ამბობს ია ფარულავა:
''სულ თავიდან თაკო სალონში შემხვდა და მითხრა - გეხვეწები მაღალი ქულა დამიწერე, ქრისტინეს დაქალი ტყუილად ხომ არ ვარო. მე ჩემს აზრს ვაფიქსირებ, ქალი ვერ ცეკვავს, ის აცდენდა რეპეტიციებს, სხვები რომ 6 და 7 საათი მეცადინეობდნენ, ის ერთი საათით მოდიოდა, ეს ყველამ იცის. შოუს დაწყებამდე გიგის ვკითხე რა ქნა თაკომ იმეცადინა? საერთოდ წინასწარ ვადგენ ვის რა ვუთხრა, - თუ არ იცეკვებს კარგი ტექსტი მაქვს მოფიქრებული, ამ ხნის განმავლობაში დათვიც კი აცეკვდებოდა გიგის გვერდით-მეთქი. მერე გავიკეთე მაკიაჟი და იმ ოთახში შევედი, სადაც ის ბრძანდებოდა და სადაც კეთდებოდა თმა. რომ შევედი თაკომ ძალიან აგდებული ტონით მითხრა - "გოგოოო, მოდი ერთი და მითხარი რის თქმას აპირეეეებ? მე ვცეკვავ დათვივით?" მე ვუთხარი - "თაკო, გენაცვალე, ნეტავ შენ იმის მეექვსედს მაინც ცეკვავდე, რასაც მღერი". ახლა კი სიტყვასიტყვით ჩაწერეთ რასაც გეტყვით, მან მითხრა: ენ ხარ ერთი მოუტ..ელი ქალი, რომელსაც კაცი ვერ უშოვნია და ამის გამო ხარ გამწარებული. ეს მოისმინა ბევრმა იქ ვინც იყო. უკაცრავად და ასეთ რაღაცას რომ ადამიანს ეტყვი, როგორი რეაგირება ექნება? მე რომ არ დავახრჩე თაკო გაჩეჩილაძე და არ მოვუგრიხე ის კისერი არ გიკვირთ? უკვე ვეღარ ავიტანე. ორი ვარიანტი მქონდა ან უნდა მეცემა, ან უნდა მეგინებინა და დავუწყე გინება. რაც აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქცია იყო. მერე კი ვუთხარი შენ ხარ ფსიქიკურად დაავადებული და სამკურნალო. ვაგინე კი არა იარაღი რომ მქონოდა ვესროდი კიდეც ისეთი გამწარებული ვიყავი. ეს არის სიმართლე.''

აჰაააააჰაჰაჰაჰაააა – ალბათ ესეთი იყო თქვენი პირველი რეაქცია. თუმცა საქმე სერიოზულადაა.
თაკო იას სასამართლოში უჩივის. ძნელი რამე ივარაუდო ან თუნდაც რაიმე კომენტარი გააკეთო
როდესაც ორი საპირისპირო მხარე სხვადასხვას ამტკიცებს.. თუმცა მე რის ჭორიკანა ვარ ამ 
ამბიდან კიდევ უფრო დიდი ამბავი არ ავაგორო. ასე რომ ორიოდე სიტყვით ამ თემაზე ჩემ პირად კომენტარს გავაკეთებ. თაკო გაჩეჩლაძეც მართლაც ნიჭიერია მაგრამ რაც მის ცეკვას შეეხება .. (NOCOMMENT) მაგრამ ის
რის ნებასაც ვინმე ია ფარულავა მის თავს აძლევდა. კატასტროფაა. და სიტყვა ვინმე ია ფარულავას
ნამდვილი შესატყვისია. მაგალითად ამაზე რას იტყოდით:



გადავედით თაკო გაჩეჩილაძეზეე .. ის ძლაიან კარგად მღერის მაგრამ ცეკვით ..
არავის მინდა შეურაწყოფა მივაყენო მაგრამ თაკოს თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს ..

მართალია ეს თემა არ ამოგვიწურავს მაგრამ რას ვიზამტ .. დაველოდოთ სასამართლოს, თუმცა მანამდე 
მინდა ჯაბა კილაძის ნათქვამი გაგიზიაროთ ამ თემის შესახებ
"კამათი ნამდვილად მოხდა, მაგრამ ავდექი და გამოვედი, დავმჯდარიყავი და მომესმინა ეს ჩემს პიროვნებას არ შეეფერება. რაც ჩემი საქმე არ არის იმაში არ ვერევი, მითუმეტეს თუ ეს ეხება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს, სადაც გაშველება და კაცის ხელი საჭირო არ არის. რა და როგორ მოხდა ეს მათი საქმეა, უბრალოდ ცუდია, რომ აქამდე მივიდა საქმე, ყველა ამაზე ლაპარაკობს."

ესეც ჩემი პირველი სტატია თუმცა ძალიანაც ნუ გააკრიტიკებთ : D
გპირდებით რომ შემდეგი იქნება უკეთესი და უკეთესი!


ველიი თქვენს კომენატრეებს ! : )
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 821 | დაამატა: Chorikana_17 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 261 2 3 »
2012-11-18 Spam
kargia...