მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 5 » Romeo VS Juliet?=29/T H E E N D
1:12 AM
Romeo VS Juliet?=29/T H E E N D
ძალიან მიჭირს ამ თავის დადება :)) რადგან ძალიან შემიყვარდა ეს მოთხრობა ((
მაგრამ რას ვიზამთ,დასასრული ხომ ყველაფერს აქვს...
არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ და რამდენად ელოდით ასეთ დასასრულს,
მაგრამ სანამ წაიკითხავთ შეგახსენებთ
"ამ მოთხრობის ჟანრი ფანტასტიკაა,ასე რომ.......ესეთი დასრული პირველი თავის მერეა მოფიქრებული მაქვს" ))

ეს თავი ყველა მკითხველისაა,ვისაც
 თან გაუხარდა თან კი ეწყინა ამ თავის დანახვა :))

გადაღებები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა )) დღითიდღე ვამჩნევდი ჩემს თავში ცვლილებას,პროფესიული კუთხით.აღარ მომდიოდა ისეთი შეცდომები,რომელიც მომდიოდა ადრე,და ვატყობდი რომ "გავიზარდე"
ვიიცოდი რა მინდოდა,რა როოგორ უნდა გამეკეთებინა და მომწონდა ჩემებური ინტერპეტაციების დროს,ჯო რომ შემაქებდა.)ნიკოლასთან ისე ვიყავი როგორც ნამდვილ მამასთან.ძალიან დავუახლოვდი ყველას.
ეს იყო ყველაზე მაგარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში,მიუხედავად იმისა რომ  გადაღებები,ზოგჯერ, შუაღამამდე გრძელდებოდა.)
როგორც გადაწყვეტილი იყო,კულმინაცია ანუ ფილმის დასასრული პარიზში უნდა გადაღებულიყო)რათქმაუნდა ადრი და ჯესიც ჩემთან ერთად მოდიოდნენ.ლუისი თუ მოიცლიდა იქ ჩამოვიდოდა.
დიდი მღელვარებით ჩავალაგეთ სამივემ ბარგი და შემოდგომის დასაწყისში პარიზის უმშვენიერეს მიდამოებში გადავეშვით )
აქ გადაღებები ნაკლები დატვირთვით მიმდინარეობდა,ამიტომ გვრჩებოდა დრო საღამოობით გართობის..
სწორედ იმ დღეებში გამოვიდა ჰარის ახალი ფილმი "რომეო და ჯულიეტა"..გოგონები იყვნენ პრემიერაზე,მე რათქმაუნდა არ წავსულვარ.ძალიან მინდოდა მაგრამ ამასთანავე არ მინდოდა.გრძნობების გაორება მჭირდა.
ამის გამოკლებით ყველაფერი ძალიან მაგარი იყო....ჩამოსვლისას კი არ მჯეროდა,რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დასრულდა... (( 
ფილმის გადაღებები დასრულდა,მეც სხვა რა დამრჩენოდა.დასვენება და მოცდა სანამ ფილმის მონტაჟი მოხდებოდა..)
აქამდე სულ რამოდენიმე კადრი მაქვს ნანახი.მინდა მე ,როგორც უცხო თვალმა ისე შევაფასო პირველი პრემიერა,როგორც ამას მილიონობით ადამიანი გააკეთებს.

რამოდენიმე თვიის შემდეგ
აბა რას შვები,მზად ხარ?–ადრიმ ვეღარ მოითმინა და ოთახის კარი შემომიღო,სადაც დიზაინერი კაბას მარგებდა
–ჰო გითხარი არ შემოხვიდეთქო–სიცილი დავიწყე
–აი ეს მესმის.ძალიან მაგარია–აღფრთოვანებით მითხრა ადრიმ და დამატრიალა.
ჩემი თეთრი კაბა,მეც ძალიან მომწონდა. :) რამოდენიმე საათში ის ხომ ჩემს პრემიერაზე უნდა ჩამეცვა,გამოვჩენილიყავი ათასობით ადამიანის თვალწინ და მათი შექების თუ გააჭორვის მიზეზი გავმხდარიყავი..
–თმის სტილიც ზუსტად შეეფერება–კვლავ სიამოვნებით თქვა და ჩემთან ერთად სარკეში ჩაიხედა...

პრემერამდე სულ რამოდენიმე საათი იყო დარჩენილი.ძალიან,ძალიან ვღელავდი.
არ ვიცოდი რა შედეგბს მოიტანდა ეს პრემიერა და ძალიან მეშინოდა.თუმცა მინდა ავღნიშნო რომ კრიტიკოსები დიდ მომავალს გვიწინასწარმეტყველებნ,რაც ესეოდენ მამშვიდებდა.
ლუისიც ჩამოვიდა,სპეციალურად ჩემი პრემიერისთვის ))
საღამოს 7 საათზე უნდა მოეკითხა ჩემთვის,მე კი იმდენად ვღელავდი რომ ვფიქრობდი ყველაფერი წესრიგში მაინც ვერ მქონდა,მიუხედავად იმისა რომ მთელი  დღეა ვემზადები..
–ძალიან ლამაზი ხარ.ახლა კი ცოტა იჩქარე,ლუისი უკვე მოვიდა–ჩემს ოთახში ჯესი შემოვიდა,რომელიც უკვე მზად იყო
–წავედი გოგონებო–ადრის და ჯესის გადავეხვიე.–წარმატებები მისურვეთ
–წარმატებები...–მითხრა ადრიმ
–ჩვენ მალე მოვალთ–დამამშვიდა ჯესიმ.
მანქანამდე მიმაცილეს,სადაც ლუისი მელოდებოდა
რათქმაუნდა არ ავცმდარვარ მის ტკბილ კომპლიმენტებს,როგორც მას ჩვევია.
მთელი გზა ისე ვნერვიულობდი,თითქოს პატარა გოგო ვყოფილიყავი,რომელიც სკოლაში პირველად მიდიოდა.
მღელვარებამ უფრო იმატა,როცა კინოთეატრის წინ უამრავ ხალხს შევხედე.
ლუისი მანქანიდან გადმოვიდა,წინიდან მოუარა და კარები გამომიღო
–თქვენის ნებართვით მადამ–გამეხუმრა და ხელი გამომიწოდა.

მეც მისი შემოთავაზება უპასუხოდ არ დავტოვე.ხელზე დავეყრდენი და მანქანიდან გადმოვედი.
ნიკოლასიც იმ წუთასმოსულიყო და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა.

უკან ჟურნალისტების ამალა მოყვებოდა.
–რა ვქნათ უნდა მიეჩვიო ამ ყველაფერს პატარა–მითხრა ჩუმად ლუისმა,როცა ჩემს ცოტა შეშინებულ სახეს შეხედა.. :დ
წითელ ხალიჩამდე მათთან ერთად მივედი.
თითქოს ყველა ერთიანად ახმაურდა.თვალებში უსიამოვნოდ მხვდებოდა ფოტოაპარატების შუქი,მაგრამ ამისდამიუხედავად ღიმილი სახიდან არ მშორდებოდა:)რამოდენიმე ინტერვიუს შემდეგ,ბოლომდე ჩავედით სადაც თითქმის ყველა შეკრებილიყო.
ლიამი თავის საცოლესთან ერთად იყო,ჯო თავის მეუღლესთან ერთად,ჩარლი დიდი მოთმინებით ელოდა ადრის,ჯესი და მიჩელი ერთად მოვიდოდნენ.ერთი სიტყვით ყველას ყავდა თავისი მეწყვილე,ყველა ძალიან ბედნიერი ჩანდა.
მიუხედავად იმისა,რომ გვერდით ახლა ერთი კი არა ორი მეწყვილე მედგა,მაინც აფორიაქებული ვიყავი და გული ცუდს მიგრძნობდა.
გულს ახლა მხოლოდ ერთ ადამიანთან ყოფნა უნდოდა,რომელიც ჩემგან ძალიან შორს იყო..ჰარი რომ გამახსენდა,მოულოდნელად ჩემი ღიმილი ყალბად იქცა.ძალით ვიღიმოდი და ამას პირველი პრემიერისგან გამოწვეულ მღელვარებას ვუწოდებდი..
–რამდენ ხანში იწყება?–იკითხა ლილიმ
–შევალთ მალე–გაგვიღიმა ჯომ და ინტერვიუს მისაცემად,ჟურნალისტს გაყვა..
არ ვიცი რა ძალამ მიმატრიალა,წამიერად უკან გავიხედე.წითელ ხალიჩასთან ნაცნობი მანქანა გაჩერდა.მანქანა რომლითაც არაერთხელ მიმგზავრია კოლეჯიდან ქალაქამდე და ქალაქიდან კოლეჯამდე.
ლუისთან ერთად შეუმჩნევლად გადავდგი,რამოდენიმე ნაბიჯი რომ ჩემს სიმართლეში დავრწმუნებულიყავი..
გულმა გამალებული ფეთქვა იწყო,სისხლი ამიდუღდა და ტუჩები ათრთოლდა.
მანქანიდან ჰარი გადმოვიდა...

მას შემდეგ 3 წელზე მეტი გავიდა.3 წელზე მეტია რაც არ მინახავს,და თითქოს გრძნობები რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მიძინებული იყო,ერთიანად აღვივდა.აზროვნების უნარი დავკარგე.მისი შეხედვისას ძალიან უცნაური,სიტყვებით აუღწერელი გრძნობა დამეუფლა.ერთიანად გამახსენდა ის დღეები როცა მის ფიქრში თავს დამღამებია და ალიონს მონატრების ცრემლით შევხვედრივარ.არ მომწონდა,რომ მისმა სიყვარულმა უძლურ ადამიანად მაცქია,მაგრამ ვერ ვუმკლავდებოდი.დამონებული ვიყავი ამ გრძნობას და ვერ ვუშვებდი.მიუხედავად იმისა,რომ უკვე წლებია გასული მე ისევ იმ გრძნობით შევყურებდი და ბავშვივით ვჩქარობდი მის ნახვას.
არ მეგონა,თუ ასე მოხდებოდა და მისი დანახვისას კიდევ თუ ვიგრძნობდი რაიმეს,მაგრამ ფაქტია მოხდა.რეალობას ვერ დავემალები...აქამდე გავურბოდი იმ აზრს რა შეიძლებოდა მასთან შეხვედრას მოყოლოდა,თუმც არ მინდოდა ეს დღე მაინცდამაინც ჩემი პირველი პრემიერის ყოფილიყო.ღმერთო ამდენს ვეღარ გავუძლებ!თვალებზე ცრემლი მომადგა.წამიერად ფიქრებიდან გამოვედი და ზურგით შევრბუნდი.გულმა ვეღარ აიტანა მისი დანახვა.
–მე ძლიერი ქალი ვარ,ამასაც გავუძლებ–ვფიქრობდი და უაზროდ აქეთ–იქით ვიყურებოდი.
–ელის–ჩუმად მითხრა ლუისსმა
–ვიცი–სწრაფად მივახალე
–შეხედე უკვე?–(ჰარი იგულისხმა)
–კი.–უხეშად ვუპასუხე 
–და ის გოგო ვინ არის?
ამ სიტყვებზე ცოტა შევშინდი და კვლავ უკან გავიხედე.წითელ ხალიჩაზე ამაყად მოაბიჯებდა ჰარი თავის პარტნიორთან ერთად.ისინი "რომეო და ჯულიეტა"–ში თამაშობდნენ ერთად.

–საიდან უნდა ვიცოდე?–ლუისთან ისეთ შთბეჭდილებას ვტოვებდი თითქოს ეს ახლა საერთოდ არ მანაღვლებდა.
–არ ვიცი,უბრალოდ შეგეკითხე პატარა–მითხრა ლუისმა და შუბლზე მაკოცა.–ორი წუთით გავივლი
–როგორც გინდა–ყალბად გავუღიმე და კვლავ ჰარის გავხედე.

ის ჯერ კიდევ ყურადღების ცენტრში იყო,მე კი მზერას ვერ ვაშორებდი.ძალიან ცუდად ვიყავი.მინდოდა ახლა აქედან გავმყრალიიყავი,სადმე შორს წავსულიყავი.მისგან შორს.ამ შეხვედრის მეშინოდა.რას მეტყოდა,რას გააკეთებდა...
ნიკოლასს მივუახლოვდი,რომელმაც უკვე იცოდა ჰარის ჩამოსვლის ამბავი :) არაფერი უთქვამს,რათქმაუნდა მეც არაფერი ვკითხე.რაღაც შემეკითხა რაზეც ძალიან ზერელედ ვუპასუხე,რადგან უკნიდან ხმა გავიგონე,რომელმაც ორმააგად ამაღელვა.
უკან შევრბუნდი.
არ მჯეროდა.არ მჯეროდა რომ ახლა ჰარი ჩემს წინ იდგა.ღმერთო როგორ მინდოდა ახლა მასთან ერთად ყოფნა,მისი ჩახუტება,მისი სითბო,მაგრამ არ შემეძლო.ჩემი სიამაყე,ჩემი თავმოყვარეობა ამის გაკათების საშუალებას არასდროს მომეცმდა.
–შვილო დიდი ხანია ჩამოდი?–წინ გაიარა ნიკოლასმა და მას გადაეხვა.
ჰარიმ მხოლოდ ერთხელ გამომხედა,დანარჩენი დრო მამას ესაუბრებოდა.
ძალიან ბედნიერი ჩანდა სამივე.თავი ზედმეტად ვიგრძენი და უკან დავიხიე...
–ელის–მომესმა უკნიდან ნიკოლასის ხმა
–ერთი წუთით–ხელით მანიშნა მივსულიყავი
მეც ბევრი არ მიფიქრია.ამაყი ნაბიჯებით სამეულს მივუახლოვდი.გრძნობებს ვერ ვიოკბედი და აღელვებას ვერ ვმალავდი.
–არაჩვეულებრივი პარტნიორობა გამიწია ამ გოგონამ–ხელი გადამხვია ნიკოლასმა და ასეთუისე,ჰარის პარტნიორს ანიეს, ჩემი თავი წარუდგინა.
–როგორ ხარ?–მოულოდნელად შემეკითხა ჰარი.

ეს,ეს ისეთი უბრალო იყო,ისე უგულოდ,ისე უინტერესოდ ნათქვამი,თითქოს ამ სიტყვებით ყველაფერი მითხრა.მისი მზერა,მისი გამოხედვა,მისი გაღიმება,ყველაფერს ვგრძნობდი.ის არ იყო ჩემდამი მომართული,მე ახლა ისე ვიყავი როგორც ათას უცხო ადამიანში ერთი...
ის გამოხედვა რომლითაც ადრე მახარებდა,ის სითბო რომელიც ადრე მათბობდა–ახლა ახალი ქალისადმი იყო..მას მე აღარ ვუყვარდი,ის ჩემდამი არაფერს გრძნობდა და ეს ამ ორი უგულო სიტყვიდან ჩანდა.
ანიე,ორი წუთით გამომყევი–ნიკოლასმა ხელი გაუწოდა ჰარის გვერდით მდგომ გოგონას და მარტო დაგვტოვა.ახლა მან ის გააკეთა რაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა და რისიიც ყველაზე მეტად მეშინოდა.
–შეცვლილხარ–დიალოგი მე წამოვიწყე
–შენც–აქცენტი შეცვლოდა.სხვაგვარად საუბრობდა,ბრიტანული აქცენტი აშკარა იყო )
თუმცა რა გასაკვირვია,3 წელი იცხოვრა ლონდონში.
–მართალია–თვალებში ვუყრებდით ერთმანეთს
–დიდი დრო გავიდა–და შემაჩვნიე თითქოს ჩუმად,მაგრამ ჩემთვის ძალიან აშკარად,გაბრწინებული თვალებით გახედა ანიეს.ეს ისეთი რთული იყო ჩემთვის,ამის ყურებას ყველაფერი მერჩივნა.საშინელი გრძნობაა,როცა შენი საყვარელი ადამიანი,სიყვარულით შენ კი არა სხვას გაჰყურებს..
–საკმაოდ დიდი!–ძალით გავიღიმე–თუ შეიძლება გავივლი,ცოტა ვღელავ პრემიერის გამო და..–ძალით გავიღიმე

–როგორც გინდა–წესიერად არც შემოუხედავს ჩემთვის.
არ ვიცი სად მივდიოდი.კინო თეატრის უკანა ეზოში მოვხვდი..
უკვე თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე.
აღარაფერი მანაღვლებდა.არც ის თუ რა მოყვებოდა ჩემს ამ ქმედებას,შემხედავდა თუ არა ვინმე,მაგრამ რომ არ მეტირა ალბათ ვეღარ გავუძლებდი.
–ელის კარგად ხარ?–უკნიდან ნიკოლასის ხმა გავიგონე.
ძალა მოვიკრიბე.ისე არც შევბრუნებულვარ ვუპასუხე
–მარტო დამტოვე ძალიან გთხოვ.
–ელის–ნიკოლასი უკნიდან მომიახლოვდა
–მარტო დამტოვე–ცოტა ხმამაღლა ვუთხარი
ხელები მომიჭირა და თავისკენ შემაბრუნა.
–რა გჭირს ელის?
–არაფერი
–ელის...
–არაფერითქო–ვამბობდი,და ცხარე ცრემლებს ვღვრიდი
–ასეც ვიცოდი..–დანანებით ჩაილაპარაკა
რა იცოდი?
–ჩემი შვილი ისევ გიყვარს.ჰარი ისევ გიყვარს,ჰო მართალია?
–არა–თავიდან ვიუარე
–ელის.
–მიყვარს,მიყვარს რათქმაუნდა მიყვარრს–ახლა უფრო ცხარე ცრემლით ავტირდი
–მაპატიე–გულთან ახლოს მიმიკრა–მაპატიე,ყველაფერი ჩემი ბრალია.
–თქვენ რა შუაში ხართ
–შენ არ იცი ელის...
–რა უნდა ვიცოდე?
–ჰარიმ ძალიან რთული პერიოდი გაიარა დედის გარდაცვალების შემდეგ.მანამდე ის ყოველთვის გახსენებდა,დედის გარდაცვალების შემდეგ კი სულ სხვა პიროვნება გახდა.ცხოვრება თავიდან დაიწყო..
–მე რა შუაში ვა?–ვერ მივხვდი
–მე და ჩემმა მეუღლემ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ ჰარი მარტო წასულიყო ლონდონში,რადგან მას შენი წაყვანაც უნდოდა.ჩვენ კი ვფიქრობდით,რომ თქვენი უერთიერთობა არ იყო სერიოზული და ჰარის არ მივეცით ნება შენც წაეყვანე.ამის გამო დიდი ხანი ნაჩხუბრები ვიყავით.შენ რომ მასთან ყოფილიყავი იმ მძიმე პერიოდში,ანიეს ნაცვლად რომ შენ ყოფილიყავი მისი ნუგეში,ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა...
–ხელი გამიშვი–მისგან თავი დავიხსენი და სწრაფად წამოვედი
–ელის
–ჰარი!!რატომ ღმერთო?–ჩავილაპარაკე ჩემთვის–ნეტა ყველაფრის თავიდან დაწყება შემეძლოს–მაღლა ავიხედე და ცრემლები მოვიწმინდე,მოულოდნლად ყველაფერი ერთიანად დატრიალდა,ცა გათეთრდა,ლამაზი ფერები გამოჩნდა,სიმძიმე ვიგრძენი,თავი ვეღარ შევიკავე და ძირს დავეცი...მის მერე არაფერი მახსოვს.............................


თვალები რომ გავახილე,ჩემს წინ კლეოპატრას ქანდაკებას შევხედე.ძვლივს შევძელი წამოდგა.
–ღმერთო,სად ჯანდაბაში ვარ–ვთქვი და ფეხზე ძვლივს წამოვდქი.
ახლა კლეპატრას ქანდაკების წინ,მისტიკურ მუზეუმში ვიდექი.
ეს რა მაცვია?და ჩემი თმა?ისევ გრძელია?–გაკვირვებულმა დავიხედე ტანზე და ვერ მიმხვდარიყავი,პრემიერიდან აქ როგორ მოვხვდი..შეშინებული გარეთ გავიქეცი.
კარებთან იმ შავკანიან,დაბალ და მსუქან ქალს შევხედე,რომელიც აქ ადრე იდგა,როცა ჩემი ძალების შესახებ გავიგე
–თქვენ აქ რას აკეთებთ?–გაოცებული შემეკითხა
ეს ხომ უკვე მოხდა?ეს ტანსაცმელი?ეს გაღვიძება?ყველაფერი მეორდება?ჩემი ძალები?
შევეცადე მაგრამ მისი ფიქრები ვერ წავიკითხე
–რა?მთელი ღამე აქ ვიყავი?
–მაგას მე მეკითხებით?–თქვა და გაჩუმდა
ახლა არ მესმოდა,მაგრამ მახსოვდა მან ჩემზე გაიფიქრა,რომ დაბნეული გოგონა ვიყავი.უეცრად თავში საშინელმა აზრმა გამიელვა.
–ახლა რომელი წელია?
ქალს გაეცინა
–ხომ კარგად ხართ?
–რომელი წელია?–დავუმარცვლე
–რომელი წელი უნდა იყოს შვილო.! 2007 წლის 17 სექმებერია.
ამ სიტყვების შემდეგ ყველაფერი დატრიალდა.ნუ ეს მართლა მოხდა?ნუთუ ყველაფერი თავიდან იწყება?2007 წელი–ჩემი პირველი წელი,კოლეჯში.
სწრაფად გავედი მუზეუმიდან და პირველივე ტაქსსში ჩავჯექი
ეს,ეს სწორედ ის კაცი იყო რომელმაც მაშინ მიმიყვანა კოლეჯამდე,როცა ჩემს ძალებზე ჯერ არაფერი ვიცოდი...
ისევ საცობში მოვყევით,სადაც მომეცა საშუალება ამ ყველაფერზე დავფიქრებულიყავი....
–ნუთუ ეს ყველაფერი სიზმარი იყო?ერთი ძალიან დიდი სიზმარი!
მე ეხლა კოლეჯში მივდივარ,კოლეჯი ჯერ დამთავრებული კი არა 2 კვირის დაწყებული მაქვს.ნინა კვლავ ცდილობს ჩემზე შური იძიოს,ჰარის ჯერ საერთოდ არ მიცნობს,ჩემი სპექტაკლები,ჩემი პრემიერა,ჩემი ფილმი–ეს ყველაფერი მომავალში მელის.ნუთუ ყველაფერი იმისთვის მოხდა,რომ შეცდომები აღარ დავუშვა?ჩემმა წარსულმა ჰარისთან დამაშორა,ახლა კი შემიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყო.უკვე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს.სპექტაკლს გაცილებით უკეთ ჩავატარებ.ჰარისთან ერთად ლონდონში წავალ,და თუ წუთისოფელი კვლავ მოუვლენს მას განსაცდელს მე მის გვერდით ვიქნები,თუ არადა ვეცდები ეს განსაცდელიც ავარიდო თავიდან.მე შემიძლია ჩემი მომავალი უკეთ წარვმართო.ჩემი ძალები,ის რაც მოხდა ეს სიზმარი იყო...
ვფიქრობდი და ვერ ვიჯერებდი,რომ ეს მე გადამხდა.უკვე მეორედ გავხდი არარეალური ფაქტის მომსრე.მე წინასწარ გავიგე რა მელის წინ,რა უნდა შევცვალო!
კოლეჯში მისვლისას მართლაც მივხვდი,რომ ყველაფერი ძვლეებურად იყო.ჩემს ოთახში შევედი და ჯესი გავაღვიძე.
ელიის?სად ხარ ამდენ ხანს?
–ჯესი.ჯეს–უბედნიერესი ადამიანი ვარ–ვუთხარი და ძალიან ძალიან მაგგრად ჩავეხუტე...

2 წლის შემდეგ.....
–არ მეჯრა რომ მაინც დამიყოლიე და ლონდონიდან,ლუისის თამაშინ გამო ჩამომიყვანე ლოსანჯელესსში,რომ წააგოს?–მითხრა ჰარიმ,როცა ლონდონის რეისი დაფრინდა.ჩამოვედით და ბარგით ხელში მოვუყვებოდით აეროპორტის ტროტუარს.
–არ წააგებს ჩემო სიცოცხლე.ეგ თამაში ფრედ დასრულდება
–შენ რა იცი?და საერთოდ წინასწარ რატომ ამბობ ხოლმე ამდენ რამეს?–ბავშურად გამიბრაზდა ჰარი
–მე ყველაფერი წინასწარ ვიცი და იმიტომ __–თვალი ჩავუკარი და წინ წავედი
–კი,კი როგორ არა–მანაც ისეთივე ტონით მიპასუხა და მომიახლოვდა.
–მაინც მიყვრხარ–ჩამჩურჩულა ჩუმად
–მეც......–გავუღიმე და მთელი გძღნობით მივეკარი მის თბილ მხარს.... : ))) 


THE END


სულ ეს იყო ჩემო კარგებო ** როგორც ვამბობდი,ყველაზე რთულია დაწერო პირველი თავი,რათა მოაწონო მოთხრობა სხვებს და დაწერო ბოლო თავი,რათა გაამართლო მკითხველების მოლოდინი :)
აღიარეთ რომ ასეთ დასასრულს არ ელოდით :დდ
მე მინდა ყველა მკითხველს,ვინც უკვე თვეებია გამუდმებით აკომენტარებთ ახლ თავს,ძალიან ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ.:)
თქვენი თბილი სიტყვებისთის და კომენტარებისთვიზ.მე უბრალოდ არ შემიძლია გამოვხატო სიხარული,რომელსაც თქვენი თითოეული სიტყვა მანიჭებს..
მინდა ეს თავი ყველას ვაჩუქო და ძალიან გთხოვთ ყველა,ყველა ამ მოთხრობის მკითხველმა დააკომენტაროთ ,33ყველამ ვისაც მოგეწონათ და არ მოგეწონათ)
მიყვარხართ კიდევ ერთხელ; ** 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1117 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 271 2 3 »
2013-03-13 Spam
axla wavikitxxe bolo ramdenime tavi.. ar velodi aset dasasruls namdvilad. .momewona dzalian dzalian :* ar vici ra davweroo "didi komentari" erti sityvit getyvi ra rom martla dzalian gamitaca motxrobam da shesanishnavi iyo : ))