მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 4 » "როგორი ვარ მე?"
4:09 PM
"როგორი ვარ მე?"

საერთოდ, ადამიანმა, როდესაც სადმე წევრიანდები, ახალ საზოგადოებაში შედიხარ, ახალ გარემოს უერთდები, ყველაფერი გაცნობით უნდა დაიწყო, ამიტომაც ჩემს თავს გაგაცნობთ.  როგორი ვარ მე? - ეს ის კითხვაა, რომელსაც თავის თავს ყველა ადამიანი უსვამს. ამას წინებზე გადავაწყდი ერთ მეტად სახალისო ნაწარმოებ-კონსტრუქციას სათაურით "როგორი ვარ მე?" ხო და ახლა მეც იმ ნაწარმოების მსგავსად გაგეცნობით.



 მაინც როგორი ვარ მე? არა თქვენ არ იფიქროთ რომ მე სარკეში არ ვიყურები, პირიქით, ძალიანაც ვიყურები მაგრამ ადამიანების უმრავლესობის მსგავსად, მეც სარკე მხოლოდ იმას მიჩვენებს რაც მომწონს, რაც არ მომწონს კი თითქოს მალავს, თითქოს აბუნდოვნებს, თითქოს არ უნდა რომ დავინახო. არა, მაინც როგორი ვარ მე? არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ამაზე სერიოზულად არასოდეს დავფიქრებულვარ, მაგრამ მაინც ვცდი მოგახსენოთ. გარეგნობით გრეგორი პეკი არ ვარ (სიმართლე გითხრათ და სულაც არ ვიცი ეს გ. პეკი როგორია, უბრალოდ ცოტა დიდი ხალხისგან გამიგია, რომ დელონთან ერთად სილამაზის ეტალონად ითვლებოდა), მაგრამ ამბობენ, რომ რაღაც შარმი მაქვს, თუ შრამი, ეს ჯერ ვერ გავარკვიე.



თვალები? ხოო თვალებისას ვერაფერს გეტყვით, სარკეში, რომ ვიყურები საკუთარ თავს თვალს ვერ ვუსწორებ, ისე კი ამბობენ რომ თაფლისფერი თვალები მაქვს.



ხასიათი:გული - კეთილი ხან ბოროტი. მგრძნობიარე (ამ უკანასკნელს საგულდაგულოდ ვმალავ), ღირსეული (რამდენადაც ეს შესაძლებელია) პატიოსანი.სული - ბობოქარი, მშფოთვარე, მოუსვენარი, წინასწარ ვერასოდეს ვსაზღვრავ რას ვაკეთებ (მერე ხშირად ვნანობ ხოლმე).გონება - განვითარებული, საკმაოდ ნაკითხი ( თუკი საერთოდ არსებობს ცნება "ნაკითხი"), დოგმებსგან თავისუფალი, შესაბამისად ცოტა მჩატეც, (ეს ჩემი ლეგენდის ნაწილია) მაგრამ არა აფსურდული აზრების მქონე.დაბოლოს, ხშირად ვარ ჩემ შესახებ ასეთი დიალოგის მომსწრე.-ეგ ცოტა აფრენს ხო იცი!-ცოტა?
კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 732 | დაამატა: მეი | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2012-10-04 Spam
:))