მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 23 » როგორ მოვხიბლოთ სასურველი ობიექტი[ბიჭი]
8:46 PM
როგორ მოვხიბლოთ სასურველი ობიექტი[ბიჭი]
Lovely  News2
სასიყვარულო სიახლე)
როგორ მოვიგოთ სასურველი ბიჭის გული(2)
Irreplaceable♥
-ს თხოვნით 

წარმოგიდგენთ 11 წესს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სასურველი მამაკაცისათვის თავის (უფრო მეტად) შეყვარება. 

მაშ ასე, წესი პირველი-იყავი ბუნებრივი, 
მას უნდა შეუყვარდეთ ისეთი, როგორიც ხართ. არ შეუქმნათ ილუზიები, არ ითამაშოთ ისეთი გოგონა, როგორიც არ ხართ. თავი ბუნებრივად დაიჭირეთ და აჩვენეთ მას თქვენი ნამდვილი ხასიათი და სახე, რათა შემდგომში თქვენ ან ის მოტყუებული არ დარჩეთ. 

წესი მეორე-იყავი საკუთარ თავში დარწმუნებული. 
უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის, უამრავი ქალი მარტოხელაა, რადგან ის იტანჯება საკუთარი კომპლექსებით. მე ერთხელ შევხვდი გოგონას, რომელიც იმდენად ლამაზი არ იყო,როგორადაც საკუთარი თავი წარმოედგინა, მაგრამ მას და მის ბოიფრენდს იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ. ამ გოგონამ ერთხელ მითხრა:" არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყურები, მთავარია ის, თუ რას ფიქრობ საკუთარ თავზე." 
წესი მესამე-ნუ იქნები არაადეკვატური. 
როდესაც მის გვერდით ხარ ნუ იცინებ უმიზეზოდ, ნუ იქნები ძალიან ხმაურიანი ან პირიქით, ნუ იტყვი პირდაპირ იმას, რაც თავში აზრად მოგივა. მართალია, მისი დანახვისას ღელავ, მაგრამ არაადეკვატური ქცევა არაფერს მოგიტანს. პირიქით, უნდა ჩაისუნთქო ღრმად და არ შეიბოჭო, უბრალოდ წარმოიდგინე, თითქოს ის შენი ერთ-ერთი მეგობარია. 

წესი მეოთხე-უნდა გამოიყურებოდე კარგად. 
პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მის მოსახიბლად ეცადეთ კარგი მაკიაჟი გაიკეთოთ, კარგად ჩაიცვათ. თუმცა ბუნებრივობა არ დაკარგოთ. 

წესი მეხუთე-დაუახლოვდი მას. 
გაუღიმე და თავისუფლად ესაუბრე მას. არასოდეს გიფიქრიათ, რამდენად ხშირად გვეუბნებიან მამაკაცები კომპლიმენტს და არაფერი დაშავდება თუ ჩვენს იგივეს გავაკეთებთ. უთხარით მას, რომ მშვენივრად გამოიყურება. 
წესი მეექვსე-აეჭვიანე. 
ეს ხრიკი საკმაოდ ძველია, მაგრამ ძირითადად ამართლებს. არ უპასუხო მის ზარებს, სხვა ბიჭებთან ერთად ხშირად იარე. ის კი აუცილებლად ეცდება შენი ყურადღების მიპყრობას (ყველა კაცი ასე აკეთებს). 

წესი მეშვიდე-უსმინე ბიჭების რჩევებს. 
ნუ იფიქრებ, რომ ყველა კაცი ერთნაირია. შენს მეგობრებს (ბიჭებს) ჰკითხე, თუ რა შეცდომას უშვებდნენ მათი შეყვარებულები, რათა შემდეგში გაითვალისწინო . ეს წესი დაგეხმარება იმაში, რომ მამაკაცის მხრიდან დაინახო ყველაფერი და გაიადვილო მასთან დაახლოება. 
წესი მერვე-ითამაშე შენსავე მოედანზე. 
დაპატიჟე იგი შენს სახლში ფინჯან ყავაზე, ან ფილმის ჩვენებაზე. თავს უფრო კომფორტულად იგრძნობ. ეს მას დაეხმარება შენი სამყაროს უკეთ გაცნობაში. ასევე კარგია, თუ შენი მეგობრების გარემოცვაში იქნებით, მეგობრები კი როგორც ყოველთვის რაიმე სახალისო ისტორიას მოყვებიან შენს შესახებ.: D 

წესი მეცხრე-გაიგე მეტი მის შესახებ. 
შეეცადე მის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვო. იქნებ თქვენ რაიმე საერთოც გაქვთ? დამიჯერეთ, ბიჭებს ძალიან მოსწონთ გოგონები, რომლებთანაც რაღაც აკავშირებთ. ერთხელ ორი ბიჭის საუბარს შევესწარი: 
"ერთი გოგო გავიცანი, მგონი მომწონს კიდეც, იცი? მასაც ჩემსავით უყვარს რედ ბული,მაგარია არა?" 
წესი მეათე-დაუახლოვდი მის მეგობრებსაც. 
შეეცადე კარგი ურთიერთობა იქონიო მის მეგობრებთან, მეგობრები ყოველთვის დიდ როლს თამაშობენ ადამიანის გადაწყვეტილებაში, ამიტომაც თუ კი მის სამეგობროსთან კარგ ურთიერთობას დაიჭერ, მათგან წინააღმდეგობა არ შეგხვდება. 

წესი მეთერთმეტე- თუ კი ამ ყველაფერმა არ გაამართლა... 
თუ ამ რჩევებმა შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ მიმართეთ წიგნებს, რომლებშიც აუცილებლად მიიღებთ სასურველ პასუხს. დამიჯერეთ, ბიბლიოთეკაში იპოვით იმას, რაც გსურთ. 


დაამოწმა:PrInCeSs  NiNaAa 
კატეგორია: ♥ სასარგებლო რჩევები | ნანახია: 908 | დაამატა: Salo-Smiler | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 5
2013-02-24 Spam
kargi siaxla<3 ))