მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 6 » როგორ მოვეწონოთ მკითხველს საიტზე? "დაკერვის" თეორია
0:59 AM
როგორ მოვეწონოთ მკითხველს საიტზე? "დაკერვის" თეორია
რჩევები:
სათაური.
ე.ი ბევრი რატომღაც არ აქცევს სიახლის განთავსებისას სათაურს, არადა მას დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში რითაც სავარაუდო მკითხველს დააინტერესებთ. სათაური უნდა იყოს მოკლე, მაქსიმალურად ინფორმატიული და მიმზიდველი. ნუ გგონიათ რომ ბევრი კითხვის ნიშანი ან რაღაც სპეც.სიმბოლოები (მაგ. გულები) უფრო მიიზიდავენ ხალხს. ზოგჯერ ეს მეტად გამაღიზიანებელია კიდევაც ვიდრე მიმზიდველი. (ამ სიახლის სათაური რომ წაიკითხეთ ხომ დაგაინტერესათ? )

სურათი.
ეს პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. რაც დავაკვირდი საიტზე მეტნაკლებად ექცევა ყურადღება ავტორების მხრიდან მთავარ სურათს, ზოგჯერ შთაბეჭდილებაც კი მექმნება რომ პირველივე შემხვდარ სურათს ტვირთავენ და არ აქცევა ყურადღება არც სილამაზეზე, არც ზომებზე და არც ხარისხზე ნუ ჩქარობთ! საიტი არსად გაიქცევა შეიძლება ძალიან საიტერესო მასალა გაანთავსოთ მაგრამ ისეთი ცუდი სურათი გქონდეთ შერჩეული რომ არავინ წაიკითხავს...
საკუთარ თავს დააკვირდით, ხომ გიყვართ წიგნები და ჟურნალები ლამაზი ილუსტრაციებით? აქაც იგივე პრიციპია. ჩათვალეთ რომ მოდური ჟურნალის ჟურნალისტი ხართ!

მთავარი გმირი - მასალა.
გავედით ფინიშთან თითქმის. ე.ი თავად სტატიის მასალა (სურათები, ტექსტი, ვიდეო, მუსიკა) - ნუ მუშაობთ რაოდენობაზე, მთავარია ხარისხი! რა აზრი აქვთ საიტზე გქონდეთ 100 ცუდი სტატია და ხალხს არცერთი არ მოსწონდეს? ტყვილად გიწვალიათ და არავისთვის შედეგი არ მოუტანია... ჯობია გქონდეთ 10 საინტერესო და მიმზიდველი სტატია 100 კომენტარით და ათი იმდენი ნახვით, არა?
რა არის ამისთვის საჭირო:
- ადევნეთ თვალყური ტენდენციებს
- ჩაინიშნეთ საინტერესო უცხოური რესურსები მუდმივი განახლებით
- ქართული ამბებიც არ დაგავიწყდეთ
- წერისას მიაქციეთ ყურადღება გრამატიკას და წერის კულტურას
- დაფიქრდით დაგაინტერესებდათ თუ არა თქვენ სიახლე რომელსაც ანთავსებთ, საიტის რიგითი მომხმარებელი რომ იყოთ. თუ არა, რატომ ანთავსებთ მაშინ?

შენიშვნა! ძალიან არ მომწონს ტენდენცია მომხმარებლების მხრიდან "ნუ აკოპირებ მე უკვე თინჯეოზე(ენჯელზე,გოგონაზე და ა.შ) დავდე!" - მერე რა? არ მესმის და არანაირად არ მივესალმები მაგ მიდგომას, თუ სიახლე საინტერესოა და უკვე განთავსდა სხვა ქართულ რესურსზე, რატომ უნდა შევიკავოთ თავი ჩვენ? იგივე სიახლეები გადაბეჭდილია ათასობით უცხოურ ვებ გვერდზე! შეიყვანეთ გუგლში ნებისმიერი სათაური და თავად დარწმუნდით! მეორეც, ნებისმიერი სიახლე თუ ის უკვე არსებობს ქართულ რესურსზე - შეგვიძლია განვავრცოთ, უკეთეს ხარისხში მოვძებნოთ და ა.შ! არ არის სასურველი მთლიანად გადაკოპირება სხვა რესურსიდან, იგივე ტექსტით (მითუმეტეს საიტის მისამართებით სურათზე!) იყავი განსხვავებული ყოველთვის - განვითარდი!
იმ მომხმარებლებს კიდე ვინც შემოდის და წერს ჩვენთან საიტზე "ეს უკვე სხვა საიტზე დავდე" მინდა ვურჩიო, ნუ ცდილობთ ჩვენ ვებ-გვერდზე საკუთარ თავს უფასო რეკლამა გაუკეთოთ, ჯერ ერთი ესეთი კომენტარები წაიშლება, მეორე კი უბრალოდ სასაცილოა. თუ ოფიციალურად საავტორო უფლებებს არ ფლობთ რომელიმე ინფორმაციაზე გთხოვთ თავი შეიკავოთ ესეთ არასერიოზული კომენტარებისგან!

დაამყარეთ კონტაქტი მკითხველთან.
დაუსვით რამე კითხვა, კრეატიულად ჩართეთ დისკუსიაში, მიეცით თემა და საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი.

განვითარდით, შეიგრძენით რა მოსწონს მომხმარებელს დაავირდით უკვე განთავსებულ სიახლეებს, გაითვალისწინეთ შენიშვნები და მომხმარებელი შეგიყვარებთ! მოვა დრო და აუცილებლად გამოგვადგება ყველას...

წარმატებები
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 572 | დაამატა: Belieber❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-01-06 Spam
3.    ( Belieber❤[??????]

ana zakradze, chem motxrobashi aris jargonuli gamotqmebi?:D