მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 12 » როგორ მოვემზადოთ დღესასწაულისთვის
8:25 PM
როგორ მოვემზადოთ დღესასწაულისთვის
ხშირად ქალს საკუთარი თავისთვის დრო აღარც კი რჩება. მაგრამ თუ გსურთ, ლამაზად გამოიყურებოდეთ, ხელს ვერაფერი შეგიშლით, თანაც ასაოცარი დღესასწაულების წინ ადამიანს თითქოს მეორე სუნთქვა ეხსნება...
სასურველია, პილინგიც ჩაიტაროთ, მით უმეტეს, თუ გულამოღებული კაბის ჩაცმას აპირებთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ასეთი რეცეპტიც: მაწონს ან არაჟანს შეურიეთ მარილი, წაისვით მთელ სხეულზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ ტანზე თაფლი წაისვით (რა თქმა უნდა, თუ ალერგია არ გაქვთ), ორიოდე წუთი მოიცადეთ, რომ ოფლი მოგივიდეთ, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ამ პროცედურის შემდეგ კანი აბრეშუმივით დარბილდება და განაზდება. მომდევნო ეტაპი სახის მოვლაა. მოსინჯეთ უმარტივესი კოსმეტიკური საშუალებები:

* თოვლის ან ყინულის კომპრესი - თოვლი ან ყინული ხელსაწმენდში გაახვიეთ და დაახლოებით 8 წუთით დაიდეთ სახეზე. ნუ დაივიწყებთ ქუთუთოებს, ღაბაბს და ყელს. ამ პროცედურისთვის საუკეთესო დრო დილაა. ცივი კომპრესის წყალობით კანი ხასხასა და გლუვი გახდება და სასიამოვნო ვარდისფერს მიიღებს.
აიღეთ რბილი პირსახოცი, მისი შუა ნაწილი მდუღარე წყლით დაასველეთ და ფრთხილად დაიდეთ სახეზე. როცა პირსახოცი გაცივდება, სახე თხელი ხელსახოცით შეიშრეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით. შეშუპებულ უპეებს ვერავითარი კოსმეტიკა ვერ უშველის. უმჯობესია, ასე მოიქცეთ: თვალებქვეშ წაისვით არაჟანი, 15 წუთით დაიტოვეთ, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. გამოგადგებათ ჩაიც, თუმცა შეშუპების დასაცხრობად კი არა, არამედ დაქანცული ფეხების დასასვენებლად - მათ ხომ დიდი დატვირთვა ელით. ჩაასხით თასში თბილი წყალი და ჩაამატეთ საშუალო სიმაგრის ჩაის ნაყენი. ასეთი აბაზანა შესანიშნავად ხსნის დაღლილობას და არბილებს ფეხის გაუხეშებულ ქუსლებს.

* უპირველეს ყოვლისა, დაიბანეთ თავი. რა თქმა უნდა, იცით, რომ შამპუნი თმის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.

* წაისვით და ჩამოიბანეთ ბალზამ-კონდიციონერი (გირჩევთ, შამპუნიცა და ბალზამიც ერთი და იმავე ფირმისა შეარჩიოთ).

* ისხურეთ (ან წაისვით - ფორმის შესაბამისად) ვარცხნილობის დამაფიქსირებელი საშუალება.

* ვარცხნილობამ დიდხანს რომ გაძლოს, მიიფრქვიეთ თმის ლაქი.


daamowma:-Marriamo<3))
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 646 | დაამატა: -Marie♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-03-13 Spam
sainteresoa ))