მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 2 » როგორ მივიღოთ სასურველი რუჯი?
7:44 PM
როგორ მივიღოთ სასურველი რუჯი?
თუ თანაბარი და ლამაზი რუჯის მიღება გსურთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სპეციალური მზის კრემები და არა საბავშვო ზეთი, ლუდი და იოდიანი ხსნარი.

დღეს ბაზარზე მზისგან დამცავი და რუჯის უამრავი საშუალება არსებობს. არჩევანი დიდია: კრემი, ლოსიონი, ზეთი, სუფლე… სასურველია, გაითვალისწინოთ თქვენი კანის ტიპი, ცხიმიანი კანისთვის რეკომენდებულია კრემის ან ლოსიონის გამოყენება, ხოლო მშრალი კანისათვის _ ზეთის.


ზოგი ფიქრობს, რომ კრემწასმული "ზაგარს" ვერ მიიღებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

თქვენთვის სასურველი კრემის შეძენისას გაითვალისწინეთ `SPF (SPF - Sun Protection Factor), მზისგან დამცავი საშუალება. `spf მზისგან დამცავ ყველა საშუალებაზეა მითითებული შესაბამის ციფრებთან ერთად. ათვლა ორიდან იწყება. როცა ` SPF ~ 30-ს ზევითაა, ნიშნავს, რომ ასეთი კრემის გამოყენებისას კანზე მზის სხივების ბლოკირება ხდება. რაც უფრო მაღალია ციფრები, უფრო მეტად აირეკლავს კანი მზის სხივებს და შესაბამისად, რუჯიც სუსტია.


მუქ კანზე მზის სხივი ძნელად გარდატყდება, კანი უფრო მალე ირუჯება, ამიტომ ხორბლისფერი და შავგვრემანი კანის მქონე ადამიანებისათვის `სპფ~ დაბალი უნდა იყოს. რაც უფრო ღია კანი აქვს ადამიანს, მით უფრო მაღალი უნდა იყოს SPF ციფრებიც, რადგან თეთრი კანი წითლდება და შემდეგ მზეზე ძალიან სწრაფად ირუჯება. ქერა ადამიანებმა სასურველია შეიძინონ კრემი, ზეთი, ან ლოსიონი, რომლის ` SPF ~ 10-ის ზევითაა, ხოლო სახისათვის გამოიყენონ კიდევ უფრო მაღალი ` SPF”, რადგან სახეზე ჭორფლი და პიგმენტური ლაქები არ გაჩნდეს.



როდის უნდა წავისვათ რუჯის კრემი, სახლიდან გასვლისას თუ უშუალოდ პლაჟზე. გაითვალისწინეთ, რომ ყოველ კრემს თავისი მოქმედების ვადა აქვს, რაც უფრო დიდხანს რჩება სხეულზე კრემი, მით უფრო მცირდება მისი ეფექტი, ამიტომ უმჯობესია მზისგან დამცავი კრემი პლაჟზე წაისვათ.

ზღვიდან ამოსვლის შემდეგ მზისგან დამცავი კრემის ან ზეთის წასმამდე კანი გაიმშრალეთ, რადგან სველი კანი კრემს არ შეიწოვს.


გარუჯვა კანს აშრობს, რაც თავის მხრივ დაბერებას იწვევს, ამიტომ ნამზეურ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ზღვიდან სახლში დაბრუნების შემდეგ აუცილებელია წყლის გადავლება და დამატენიანებელი, დამარბილებელი ლოსიონის წასმა. არსებობს გამაგრილებელი, მენთოლის ეფექტის მქონე ლოსიონები, რომლებიც განსაკუთრებით სასიამოვნოა რუჯის შემდეგ.
Daamowma Da Shealamaza:-NiniKunnam

კატეგორია: ♥ მოდა | ნანახია: 1147 | დაამატა: smiler-belieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-07-03 Spam
kargisiaxle iyo yochag ! <3