ბრიტანელმა მსახიობმა რობერტ პატინსონმა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა არმიას, მათი შიშველი ფოტოების გამოგზავნა სთხოვა. ეს განცხადება 26 წლის ვარსკვლავმა Twitter-ჩეთის მეშვეობით გააკეთა.
"გთხოვთ გამომიგზავნოთ თქვენი შიშველი ფოტოები. ასეთი რამ დღემდე არ ყოფილა", - განუცხადა პატინსონმა ინტერნეტ-აუდიტორიას და იქვე აღნიშნა, რომ შიშველი ფოტოების გაგზავნისგან არასრულწლოვნებმა თავი უნდა შეიკავონ.
როგორც ჩანს, მსახიობი ინტერვიუს დროს თამამ განწყობაზე იყო. მან განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით გახდებოდა ერთი დღით ქალი და ძალიან სურს, რომ "მკვრივი საჯდომი" ჰქონდეს.