მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 7 » Red-haired/წითურები (2)
9:48 PM
Red-haired/წითურები (2)
სახლში შევედი თუ არა ჩემი ოთახისკენ გავიქეცი და დაღლილი ლოგინზე დავეხეთქე.კარგად გამოვიძინე.თვალი რომ გავახილე ეგრევე შხაპი მივიღე და გარეთ გავვარდი.მართალია შებინდებული იყო,მაგრამ მე ვინმე სახლში გამაჩერებდა?!ჩემხელა რუკა დავიჭირე ხელში და ლონდონის ქუჩებს გავუყევი.

 ნახევარი ქუჩები ხტუნვა-ხტუნვით შემოვიარე.ყველას და ყველაფერს ვაკვირდებოდი.ამ ბოდიალში კარგად შემომაღამდა და ოხ ეს ლონდონის კლიმატი,თავსხმა წვიმა დაიწყო,პლიუს ამას შიმშილმა შემომიტია!(ოხ ეს ყველაფერი ხო მე უნდა დამემართოს რა :D) მოპირდაპირე ქუჩაზე
starbucks კაფე დავინახე და წვიმაში კვლავ ხტუნვა-ხტუნვით გადავჭერი ქუჩა.

 P.S
რამის მანქანამ შემიწირა biggrin თუმცა როგორც ხედავთ ცოცხალმა მივაღწიე იქამდე.შევედი,ყავა,ნამცხვარი შევუკვეთე და იქვე მაგიდასთან მოვკალათდი.ჩემი ყურადღება გვერდითა მაგიდამ მიიქცია,სადაც გოგონების ჯგუფუ ვიღაცის დაბადების დღეს აღნიშნავდა.მათ ყურადღება აღარ მივაქციე და ფიქრებით საქართველოში დავბრუნდი.ისე გავერთე,რომ ვერც შევამჩნიე გვერდით ვიღაც,რომ მომიჯდა.ავხედე და მის ცისფერ თვალებს შევეფეთე.

თვითონაც ფიქრებში იყო გართული და როდესაც მიხვდა ღომ შევამჩნიე,შემომხედა და საყვარლად გამიღიმა.
-გამარჯობა(მე)
არაფერი მიპასუხა და გამიღიმა.

 -რა იყო რატომ ხარ მოწყენილი?შენზეც ამინდმა იმოქმედა?(მე)
-არა უბრალოდ დღეს სრულწლოვანი გავხდი და სიმართლე გითხრა არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე.
-უი,არც მე,ხო ისე დამავიწყდა,ება ზინგმარკი.შენ?(მე)
-რაა? შენ რა არ იცი ვინ ვარ?
-სიმართლე გითხრა არა (მე)
-მე ბარბარა პალვინი ვარ,ვიქტორია სეკრეტის ახალი ანგელოზი და შეძლებისდაგვარად მომღერალი.
-სასიამოვნოა,მაგრამ ახალი თაობის ვარსკვლავებში დიდად ვერკვევი.
-ეგ არ არის პრობლემა,პირიქით კარგია რომ არ მიცნობ უფრო დავმეგობრდებით და მე გაგარკვევ ახალი თაობის ვარკვლავებში.
-დიდი სიამოვნებით დაგიმეგობრდები,ერთი დღის ჩამოსული ვარ და არ მაწყენს კარგი მეგობარი. (მე)

მოკლედ მე და ბარბარამ ბევრი ვიჭორავეთ,მისი მეგობრებიც გავიცანი.ვერ გეტყვით რომ საუკეთესო მეგობრები გავხდით,მაგრამ ასე თუ ისე დავახლოვდით.პირველ საათამდე ვერთობოდით და როდესაც სახლში წასვლა გადავწყვიტე ბარბარამ წაყვანა შემომთავაზა,მეც დავთანხმდი.
-ჰა ეხლა მეტყვი სად ცხოვრობ თუ შემოვიაროთ მთელი ლონდონი?(ბარბარა)
-Air Street N.29(მე)
-ღადაობ?ორი სახლის დაშორებით მე ვცხოვრობ და საერთოდ რომ იცოდე აქ ბრიტანეთის მეგავასკვლავები ცხოვრობენ.(ბარბარა)
-ოო,მოკლედ თქვენ ხო ვერ გაგცდით რა biggrin (მე)

სახლში მივბოტდი თუ არა აბაზანას მივაშურე,ვიჭუპავე,საღამური ჩავიცვი და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით საწოლში ჩავეხეთქე.ნახევარი საათი ვიწრიალე,ალბათ ჭექა-ქუხილის ბრალი იყო.საათს შევხედე ოთხი ხდებოდა,გვერდი ვიცვალე და დაძინება ვცადე,თითქმის მეძინა,მაგრამ ვინ გაცადა.კარზე ზარის გაბმული ხმა გაისმა,რომელსაც ბრახუნი მოყვა.გიჯივით ჩავირბინე კიბეებზე და კარებს მივუახლოვდი.გარეთა შუქი ავანთე და კარები გამოვაღე.კარს მიღმა კი კატასავით გალუმპული ბიჭი იდგა.კარების გაღება და მისი შემოვარდნა ერთი იყო..


დაამოწმა: NaTaLi
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1060 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 141 2 »
2012-08-07 Spam
es tavi winas jobda kargia yochag