მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » აგვისტო » 20 » Rebelde Way¸.•♥•.¸¸.•♥•
7:06 PM
Rebelde Way¸.•♥•.¸¸.•♥•
RebeldeWay
სერიალი, რომელზეც ვგიჟდებოდიツ

ყველაფერი სერიების, ჯგუფის, ფილმის და ქასთის შესახებ. 
იმედია მოგეწონებათ. ჩემი ბოლო სიახლე

Rebelde way

ორიგინალური სახელი: Rebelde Way
ქვეყანა: არგენტინა
პრემიერა: 2002 წლის 27 მაისი
სერიის ხანგრძლივობა: 50 წუთი
სერიების რაოდენობა: 318(139_1 სეზონი; 177_2 სეზონი)
იდეის ავტორი: ქრის მორენა
მთავარ როლებში:
კამილა ბორდონაბა
ლუიზიანა ლოპილატო
ბენჟამინ როხასი
ფელიპე კოლომბო

აღწერა: კოლეჯი ,,ელიტარული გზა’’_არგენტინის ყველაზე განთქმული კოლეჯია, რომელიც მკაცრი წესებითა და დისციპლინითაა ცნობილი. მასში მდიდარი და ცნობილი მშობლების შვილები სწავლობენ. მხოლოდ რამდენიმე სტიპენდიანტია მათ შორის, რომელიც აქ არა მშობლების გავლენის, არამედ საკუთარი მონდომების შედეგად მოხვდა.
მია სკოლის ყველაზე ლამაზ გოგონად ითვლება, მეგობრებს კი მხოლოდ მსახურებად იყენებს. მარისა კოლეჯში დედამისის_ცნობილი მოდელის, სონია რეის დაძალებით მიდის. გოგონა ძალიან მტკიცე ხასიათისაა და არ აპირებს მიასა და პაბლოს_მერის შვილის ჭკუაზე სიარულს. ,,მეგობრულ’’ კომპანიას ავსებს მანუელი_სტიპენდიანტი, რომელიც კოლეჯში მხოლოდ იმისთვის მივიდა, რათა ის ადამიანი გაენადგურებინა, რომლის გამოც მამამისი გაკოტრდა. ამისთვის კი საუკეთესო გამოსავალი მიასთვის_მისი შვილისთვის ზიანის მიყენებაა. ეს ოთხეული მათი მეგობრების ირგვლივ არაერთ გარჩევასა და ,,საქმეს’’ მოაწყობს, სანამ ერთ დღეს არ მიხვდებიან, რომ ისინი თავად ბედმა შეახვედრა ერთმანეთს და ჩამოაყალიბებენ მუსიკალურ ჯგუფს_,,Erreway’’. ჯგუფი გამოვიდა პროექტის ჩარჩოებიდან და რეალურად არსებობდა რამდენიმე წლის განმავლობაში.
სერიალის შემდეგ ოთხეულზე გადაიღეს სრულმეტრაჟიანი ფილმი_,,4 Caminos’’(,,4 გზა’’).

Erreway

ორიგინალური სახელი: Erreway(R-way)
ქვეყანა: არგენტინა, მექსიკა
ჟანრი: პოპ-როკი
ალბომები: Senales(ნიშნები) და Tiempo(დრო)
შემადგენლობა:
კამილა ბორდონაბა
ლუისიანა ლოპილატო
ბენჟამინ როხასი
ფელიპე კოლომბო

ჯგუფი შეიქმნა სერიალ Rebelde Way-ს გადაღების პროცესში. მისმა ალბომებმა ოქრო და პლატინა აიღეს არგენტინაში, მექსიკასა და ისრაელში. ასევე ცნობილია ბევრ ქვეყანაში, სადაც ნაჩვენები იქნა სერიალი. 
2004 წლის დაკემბერში, როცა ფილმ 4Caminos-ის გადაღება დასრულდა, ჯგუფმა შეწყვიტა არსებობა. 
2006 წლის ივლისში ფელიპე და კამილა ესტუმრნენ ესპანეთს, სადაც ჯერ კიდევ აჩვენებდნენ Rebelde Way-ს. იმავე წლის ბოლოს Erreway ახალი შემადგენლობით დაბრუნდა(ლუისიანამ საბოლოოდ დატოვა ჯგუფი). დეკემბერში გუნდი კონცერტებს მართავდა ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის მადრიდშიც. მათი გამოსვლები წარმატებით სარგებლობდა. 2007 წლის ივნისში ჯგუფი მონაწილეობდა შოუში ,,ბედნიერი, მზიანი დღე ვალენსიაში’’. იმავე წლის სექტემბერში დაგეგმილი იყო ტური ესპანეთში და ახალი ალბომის_,,Vuelvo’’-ს(,,დაბრუნება’’) გამოშვება, მაგრამ უცნობი მიზეზის გამო ყველაფერი გაუქმდა და განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. დეკემბერში ერთ-ერთი ინტერვიუს დროს კამილამ, რომელსაც Erreway-ს ბედზე დაუსვეს კითხვა, უპასუხა, რომ ჯგუფის აღდგენა ნაკლებმოსალოდნელი იყო. 
2012 წლის 27 მაისს ჯგუფს 10 წელი უსრულდებოდა და ფანები იმედოვნებდნენ, რომ ფელიპე, ლუისიანა, კამილა და ბენჟამინი შეიკრიბებოდნენ და კონცერტს ჩაატარებდნენ, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა, იმის მიუხედავად, რომ არც ერთი წევრი არ იყო წინააღმდეგი ხელახლა გამოსვლისა. როგორც ჩანს, ფანებს აღარ უნდა ჰქონდეთ Erreway-ს დაბრუნების იმედი, მაგრამ ხომ იცით, რომ ის ,,ბოლოს კვდება’’.

4 Caminos 

ორიგინალური სახელი: 4 Caminos(4 გზა)
ქვეყანა: არგენტინა
პრემიერა: 2004 წლის 1 ივლისი
ხანგრძლივობა: 102 წუთი
იდეის ავტორი: ქრის მორენა
მთავარ როლებში:
კამილა ბორდონაბა
ლუისიანა ლოპილატო
ბენჟამინ როხასი
ფელიპე კოლომბო
როლი სერანო

აღწერა: სიყვარული და მეგობრობა_ძირითადი ,,ინგრედიენტია’’ ამ ისტორიისა, რომელშიც ოთხი მეგობარი თავიანთ მენეჯერთან ერთად მოგზაურობს არგენტინის გზებზე. ყოველგვარი თანხის გარეშე ისინი ტოვებენ მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებას, რათა გადაეშვან დაუვიწყარ თავგადასავლებში და დაიპყრონ მთელი ქვეყანა. ასე რომ, მანუელი, მია, პაბლო და მარისა ნახავენ არგენტინის მშვენიერ, არაჩვეულებრივ პეიზაჟებს  და გაიცნობენ სხვადასხვა ხალხს.
ბავშვის მოულოდნელი გაჩენა ჯგუფის გეგმებს საფრთხის ქვეშ აყენებს, მაგრამ მალევე ის დიდ სიხარულად გადაიქცევა. ისინი ათასობით დაბრკოლებას გადალახავენ თავიანთი ოცნებისაკენ მიმავალ გზაზე. ბოლოს კი მიხვდებიან, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და მეგობრობაა. ეს არის ძალა, რომელიც დაძლევს ყველაფერს. 

ქასთი

კამილა ბორდონაბა 

დაიბადა 1984 წლის 4 სექტემბერს არგენტინაში, ბუენოს აირესში. არის მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავე და პროდიუსერი. ზედმეტსახელებად ეძახიან ,,კამის'' ან ,,კატოს''.

ბენჟამინ როხასი

დაიბადა 1985 წლის 16 აპრილს არგენტინაში, ლა პლატაში. არის მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი და ყოფილი მოდელი. ზედმეტსახელად ეძახიან ,,ბენჟას'', ,,ბენჟის'' ან ,,ნანოს''.

ლუისიანა ლოპილატო

დაიბადა 1987 წლის 18 მაისს არგენტინაში, ბუენოს აირესში. არის მსახიობი, მოდელი და ყოფილი მომღერალი. ნიკნეიმებია ,,ლუ'' ან ,,ლული''. 

ფელიპე კოლომბო

დაიბადა 1983 წლის 8 იანვარს მეხიკოში. არის მექსიკელ-არგენტინელი მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი და ყოფილი მოდელი. ნიკნეიმებია ,,ფელი'' ან ,,ფელუ'


იმედია მოგეწონათ 
P.S. ჩემი ბოლო სიახლეა ეს. სოფელში მივდივარ და სექტემბრამდე არ ჩამოვალ ალბათ. მერე სკოლისთვის მზადება და ა.შ. უკვე მე-11-ში ვარ და არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა აქტიურობას(ჩემს ცხრილზეა დამოკიდებული). წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. მიყვარხართ Ifun Family <3 XOXO
კატეგორია: ♥ სერიალები | ნანახია: 1162 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 9
2012-08-21 Spam
xom ar icit raime saiti rom srulad vuyuro serials?