მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 29 » რჩევები სკოლის მოსწავლეებს
2:33 PM
რჩევები სკოლის მოსწავლეებს
საინტერესო რჩევები
სკოლის მოსწავლეებს
ვერ ვსწავლობ
საშინაო დავალებებს ვერ ავუდივარ
ვერ ვიტან სკოლას


ვერ ვსწავლობ
ნურასდროს იფიქრებ, რომ უკეთესად სწავლა უბრალოდ არ შეგიძლია. თავიდან მოიცილე უარყოფითი აზრები და შენს შესაძლებლობებს დადებითად უყურე. 
უშრომლად არაფერი გამოვა. სწავლა ასე თუ ისე მაინც მოგიწევს. „სწავლის" გაგონებაზე შეიძლება ცუდად ხდები, მაგრამ ფაქტია, რომ სწავლა აუცილებელია. თუ ცოტას მოინდომებ, ეს უფრო სასიამოვნო გახდება შენთვის.გამოიმუშავე კარგი ჩვევები. ამაში დროის სწორად გამოყენება დაგეხმარება. სანამ სკოლაში ხარ, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლა უნდა იყოს.

საშინაო დავალებებს ვერ ავუდივარ
იქ, სადაც იმეცადინებ, ყურადღება არაფერმა არ უნდა გაგიფანტოს. თუ საშუალება გაქვს, საწერ მაგიდასთან იმეცადინე. მეცადინეობისას ტელევიზორი გამორთული უნდა გქონდეს.
სკოლის პერიოდში შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლაა. ამიტომ სხვა არაფერი გააკეთო მანამ, სანამ საშინაო დავალებებს არ მოამზადებ ხოლმე.
 წინასწარ განსაზღვრე, როდის რას გააკეთებ და შემდეგ შეძლებისდაგვარად მიჰყევი გეგმას.
დაგეგმე, რას რის შემდეგ გააკეთებ. ჩამოწერე ეს ფურცელზე და თითოეულს განსაზღვრული დრო მიუწერე. დავალებების შესრულების პარალელურად ისინი თანმიმდევრობით გადახაზე.
თუ ატყობ, რომ ყურადღების მოკრება გიჭირს, ცოტა ხნით შეისვენე, მაგრამ მალევე განაგრძე დავალების მომზადება.
ხშირ შემთხვევაში, ნიჭზე მეტად სიბეჯითეზეა დამოკიდებული, კარგად სწავლობს მოსწავლე თუ ცუდად

ვერ ვიტან სკოლას
ეცადე მთლიანი სურათი დაინახო. უნდა გახსოვდეს, რომ სხვადასხვა საგნის შესწავლა ბევრ რამეზე შეგიქმნის წარმოდგენას. 
 თუ ფიქრობ, რომ მასწავლებელი უინტერესოდ ატარებს გაკვეთილს, ყურადღება მასალაზე გადაიტანე და არა მასწავლებელზე. შენს მასწავლებელს ერთი და იგივე გაკვეთილი ათჯერ და შეიძლება ასჯერაც ჰქონდეს ჩატარებული. ამიტომ მისთვის რთული იქნება გაკვეთილის ჩატარება ადრინდელი ენთუზიაზმით.
გააკეთე ჩანაწერები, ტაქტიანად გამოჰკითხე დამატებითი ინფორმაცია, და იყავი მოწადინებული. ენთუზიაზმი, როგორც წესი, გადამდებია.
სკოლაში შეიძლება გამოვლინდეს შენი განსაკუთრებული მონაცემები.
ნიჭი, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ გქონდა, შეიძლება სწორედ სკოლაში სწავლის დროს გამოვლინდესსკოლა დაგეხმარება ამ ნიჭის საუკეთესოდ გამოყენებაშიც.
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 743 | დაამატა: ♔Nina♔ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2013-02-02 Spam
madloba <3