მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 10 » რატომ კოჭლობს ბრედ პიტი?
9:26 PM
რატომ კოჭლობს ბრედ პიტი?


"ოუშენის თერთმეტი მეგობრის" ვარსკვლავმა კალიფორნიაში პალმ-სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალზე წითელ ხალიჩაზე ხელჯოხით გაიარა. როგორც ცნობილა, 7 იანვარს გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე ბრედ პიტმა მთავარი პრიზი აიღო.

ბრედ პიტის უეცარი დაკოჭლების მიზეზი ცნობილი გახდა: მსახიობმა ფეხი მაშინ დაიზიანა, როცა თხილამურებით მოსრიალე ქალიშვილი დაცემისგან იხსნა.

მისმა "თანამებრძოლმა" და მეუღლემ, ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, რომ ქმარმა მუხლი მაშინ დაიზიანა, როცა შვილი დაცემას გადაარჩინა. ინციდენტი დღესასწაულებზე მოხდა, როცა ჯოლი-პიტის ოჯახი თხილამურებზე სასრიალოდ იმყოფებოდა.

პიტი სამი წლის ვივიენს თხილამურებზე დგომას ასწავლიდა, დაშვებისას პატარა წაბორძიკდა, მამამ კი დაიჭირა შვილი, მაგრამ თავად დაზიანდა.

ჯოლიმ ჟურნალ ok!-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "ვივი უვნებელია. ბრედმა, ასე ვთქვათ, თავი გაწირა. როცა უფროსი ვაჟი მედოკსი ჯერ პატარა იყო, მეც მოვიტეხე მაჯა იმ დროს, როცა ბავშვი დაცემას გადავარჩინე... ყველა მშობელი დაუფიქრებლად გაწირავს თავს საკუთარი შვილისთვის - ეს ბუნებრივია და ამაში გასაკვირი არაფერია".
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 608 | დაამატა: Marii_Cyrus | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 111 2 »
2012-01-11 Spam
magari siaxleeaa