მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » რას იყენებდნენ ძველად კოსმეტიკის ნაცვლად?
8:48 PM
რას იყენებდნენ ძველად კოსმეტიკის ნაცვლად?
►21-ე საუკუნეში კოსმეტიკის გარეშე წარმოუდგენელია სილამაზის აღქმა. ის არის
ისეთი საშუალება, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის გარეგნობას და ფარავს მის ნაკლს.
ის არის გარეგნობის გაუმჯობესების მეთოდი და ნივთიერება რომელიც სძენს სახესა
და სხეულს სილამაზეს.
ალბათ გაინტერესებთ რა საშუალებებს იყენებდნენ ადამიანები ძველად, რათა
დაეხვეწათ საკუთარი გარეგნობა.
ახლა კი მე გესაუბრებით კოსმეტიკის უცნაურ და საინტერესო ფაქტებზე, რომელსაც
ძველად იყენებდნენ.


♂გაგიკვირდებათ და მანამ, სანამ გამოჩნდებოდა ქალთა ტუჩსაცხი, ქალბატონები ცხიმიან
ხოჭოებს იყენებდნენ.. სპეციალურ სითხეში ურევდნენ დაქუცმაცებულ ხოჭოებს, რომელიც სასარგებლო ცხიმოვან ზეთს შეიცავდა. პრინციპში სწორედ ასე კეთდებოდა ქალთა პირველი
პომადა.. სხვათაშორის სტატისტიკური მონაცემებით : ქალები, რომლებიც იყენებენ კაშკაშა-წითელ ტუჩსაცხს, სხვებზე გაცილებით ხშირად იღიმიან.


►ჩინელი, ვიეტნამელი და იაპონელი ქალბატონები მე ХХ-ის ნახევრამდე, იღებავდნენ კბილებს შავი ფერით. კბილის პასტა, რომელიც ამ მიზნისთვის გამოიყენებოდა, იყო ძალზედ საშიში. სწორედ ამიტომ, მათ შავი ფერის კბილები ჰქონდათ წლების განმავლობაში

►თვალის ჩრდილი თავდაპირველად გამოიყენებოდა პროფილაქტიკური მიზნებისათვის:
ძველი ეგვიპტელები მათ თვალთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად
იყენებდნენ. ისინი თვალის ჩრდილის დახმარებით თავს იცავდნენ თვალის ერთ-ერთი
დაავადების კონიუნქტივიტის გაჩენისგან.


► ლაინერი– ეს არის ერთადერთი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც ნებადართულია მუსლიმანებისთვის. ეს კოსმეტიკური საშუალება სულაც არ უშლის ხელს მათი ჩაცმის წესს.

ცენტრალურ აზიაში, სილამაზის ერთ–ერთი ნიშვნელობანი ელემენტი – სქელი და გრძელი
წარბია. ადრეული ასაკიდან გოგონები იხატავენ წარბებს მცენარეული საშუალების უსმის
წვენით. სწორედ ის აერთიანებს ორივე წარბს ერთ ხაზზე. ვინაიდან, უსმა ხელს უწყობს
თმის ზრდას, ის ასევე ხელს უწყობს თქვენი წარბის ფორმაში მოყვანას.


►ძველი ეგვიპტელი ქალბატონები ქონის ნაჭერს ატარებდნენ თმებზე. სითბოში ის დნებოდა
და ფარავდა თმას ერთიანი ფენით. თუმცა, მოდაში მალევე შემოვიდა მელოტი ქალები.

►ვიკინგები თმის დასარბილებლად იყენებდნენ შეთბილებულ კარაქს. სხვათა შორის ისინი
სულაც არ იყვნენ ბინძური ბარბაროსები. ვიკინგ მამაკაცებს ძალიან უყვარდათ როცა ქალს
ეცვა ნათელი ფერის სამოსი და მას ძვირფასი სამკაულები და ბეწვი ამშვენებდა.


► XVIII საუკუნეში მოდური, ელეგანტური და თანამედროვე ევროპელი ქალატონები
იპარსავდნენ თავიანთ წარბებს და მათ ადგილზე იკეთებდნენ თაგვის ხელოვნურ ბეწვს


►ცნობილია რომ, 1562 წელს დედოფალი ელისაბედ I იფარავდა სახეს ძმრითა და ტყვიის
თეთრი საღებავით, რათა სახეზე დაემალა გამონაყარი. ლოყებზე კი იყენებდა ხელოვნურ გადაჭიმულ ქსოვილებს, რათა შესამშნევი არ ყოფილიყო მისი სიბერის ნიშნები


►თავინთ გარეგნობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ ჩინელი მამაკაცები. ისინი
იხატავდნენ ან იწებებდნენ ყალბ ულვაშებს. ასევე იწელავდნენ შუბლს მაღლა, რათა, გამოჩენილიყვნენ ბევრად უდრო მაღლები. მაგრამ მაინც მთავარია - წარბები! ჩინელი ჯარისკაცების უმეტესობა იღებდა, ასქელებდა, და ტუშით იღებავდა მას, რათა ჰქონოდათ
უფრო "სასტიკის" იერი და დაეშინებინათ მტრები


დაამოწმა: -ZooZiii
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 827 | დაამატა: anibelieber:)) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2012-02-24 Spam
crying crying sweat sweat eseti siaxle angel.gezec vnaxe crying crying crying crying zustat eseti suratebit sad