მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » რა ფსევდონიმით გადიან რეგისტრაციას ვარსკვლავები სასტუმროებში?
1:19 PM
რა ფსევდონიმით გადიან რეგისტრაციას ვარსკვლავები სასტუმროებში?
ყურადღების ცენტრში ყოფნა ვარსკვლავებს დისკომფორტს უქმნის. როცა რესტორანში მაგიდის, ან სასტუმროს ნომრის დაჯავშნა სურთ, დიდი ზომის სათვალეები და ქუდი აქ არ შველით, ამიტომ სხვა სახელითა და გვარით რეგისტრირდებიან. ერთი შეხედვით, უცნობი სახელისა და გვარის მიღმა, შესაძლოა, ცნობილი ვარსკვლავი იმალებოდეს. მაგალითად: 

მომღერალი ჯასტინ ბიბერი სასტუმროს ჩენდლერ ბინგის სახელით სტუმრობს - ეს ვარსკვლავ მეთიუ პერის პერსონაჟია ამერიკული საკულტო სერიალიდან "მეგობრები." 

როდესაც ვარსკვლავი პერის ჰილტონი გადაწყვეტს, დაბინავდეს სასტუმროში, რომელიც ჰილტონის სახელობის არაა, რასაკვირველია ვინაობას მალავს და სასტუმროს ნომერს ჯავშნის ფსევდონიმით "ტინკერბელი" - ეს მისი საყვარელი ძაღლის სახელია. 

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი მისტერ და მისის პილაფები ”არიან”. 

მსახიობი ჯონი დეპი ბევრ სახელსა და გვარს იყენებს. ის შეიძლება დარეგისტრირდეს როგორც, "მისტერ დრიფ ნუდლი," "მისტერ სტენჩი," ან "მისტერ ოდფონგი." 

ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი ბოლოს სასტუმროში დარეგისტრირდა, როგორც პრინცესა ჟასმინი. ეს სახელი კარდაშიანს ძალიან უყვარს. 

ლეგენდალური კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი ლას ვეგასის სასტუმროებსა და რესტორნებში რეგისტრირდება, როგორც "კლარკ კენტი" და "მისტერ სტერლინგი." 

მსახიობი ჯორჯ კლუნი ხშირად ოინბაზობს. ის სასტუმროში ერთხელ როგორც არნოლდ შვარცენეგერი, ისე დარეგისტრირდა. 

მსახიობი ჯენიფერ ენისტონი სასტუმროებსა და რესტორნებს "მისის სმიტის" სახელით სტუმრობდა. 

მსახიობი ლინდსი ლოჰანი კი, როგორც "ბელა ლოვლეისი." ამ სახელით ის სოციალურ ქსელ Facebook-ზეც იყო დარეგისტრირებული.
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 672 | დაამატა: belieberi | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
2012-01-11 Spam
kai siaxleaaa biggrin tinkerbeli da princesa jasmini magari iyo biggrin biggrin biggrin