მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 19 » რა არის სიყვარული?
7:54 PM
რა არის სიყვარული?
1. ბავშვების თვალით დანახული სიყვარული: 
მკვლევარებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, რა არის სიყვარულიო. აი რას ამბობენ პატარები:

6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.

6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.

5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს დაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.

7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.

7 წლის ნოელი: სიყვარულია, როცა ბიჭს ეუბნები შენი პერანგი მომწონსო და იგი ყოველდღე იცვამს ამ პერანგს.

5 წლის მერი-ენი: სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც, როცა მთელი დღით შინ მარტო დატოვე.

7 წლის ბილი: როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად წარმოთქვამს და იცი, რომ შენი სახელი სამუდამოდაა დაცული.

6 წლის კარენი: როცა ვინმე გიყვარს, შენი წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და დაბლა ეშვებიან, ზემოთ, ქვემოთ, იქიდან კი ვარსკვლავები იფრქვევა.

8 წლის ჯესიკა: თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო, და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.

და მაინც რა არის სიყვარული?

2.ნამდვილი სიყვარული ალბათ ნიჭია.. რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.. რომელიც წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია.. 
იცით რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს.. ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომ ბედნიერებას განიჭებდეს... მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს.. 
სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.... როცა გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი ცხოვრება მხოლოდ შენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება.. მასთან რაგაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს არ გაძლევს.. 
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ის არასოდეს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ, ჩვენი ცხოვრების მანძილზე დრო აღარ გვრჩება იმისთვის რომ ხელახლა შეგვიყვარდეს... 
ზოგი იტყვის სიყვარული ვნებააო.. მაგრამ ცდებით.. სიყვარული ვნებაც არის.. მაგრამ ვნებას არ შეიძლება ვუწოდოთ სიყვარული.. ნამდვილი სიყვარული წმინდაა, ხელუხლებელი.. ვნებამ მართლაც ცეცხლივით იცის აგიზგიზება, მაგრამ მალევე ქრება.. თანაც უკვალოდ... 
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ჩაუქრობელი.. 
სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან იგი ერთბაშად ეუფლება გონებას, გულსა და სხეულს.. 
ეს გრძნობა პატარა გულში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს...

აი ეს არის ,,ნამდვილი სიყვარული''...!!! 

3. რა არის სიყვარული??? 
ოცნება თუ სინამდვილე? 
თამაში თუ რეალური გრძნობა? 
სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამქვეყნად, 
გრძნობა, რომელიც აღმაფრენას გვანიჭებს, 
გრძნობა, რომელიც ღმერთთან გვაახლოვებს... 
და ეს გრძნობა წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში. 
სიყვარული შეიძლება იყოს: 
ბავშვური, ნაზი, ვნებიანი, სახიფათო, გულწრფელი, აუტანელი, ტკბილი, თავგანწირული, უკვდავი... 
და როდესაც ის მოდის და გულში გვისახლდება, 
შეუძლებელია მისი ამოშლა. 
სიყვარულს ასევე მოაქვს: 
ტანჯვა, ცრემლი, განშორება, იმედგაცრუება... 
მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ სიყვარული ისეთი, 
როგორიც არის და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ, 
რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ, 
იმიტომ რომ - უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, 
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ.

4.სიყვარულს მოწყენილობა კლავს, დავიწყება ასამარებს 
შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ 
მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რო უყვარდე, იმას არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ

სიყვარული სისუსტეა, უფრო მეტი სისუსტეა სიყვარულისგან განკურნება...

ლექსები:

წვიმდა და ზეცა 
მიწას ცრემლად ჩამოდიოდა, 
მეც ვტიროდი და 
ცრემლები ღვარად მდიოდა, 
რატომ ვტიროდი? 
იმიტომ რომ მენატრებოდი, 
თვალს დავხუჭავდი 
თვალებს მიღმა მელანდებოდი. 
სიზმარშიდაც კი, 
სიზმარშიდაც ჩემთან იყავი, 
გავიღვიძებდი, ცხადში 
უკვე აღარ იყავი. 
ეს მატირებდა, ეს მიდაგავდა 
სულსა და გულსა, 
დაბრუნდი ჩემთან და 
გამიხარე გული ბედკრულსა!

*** 
ყოველი ბგერა შენს მიერ თქმული 
სიოა ჩემთვის ცით მონაბერი. 
მოგყვები მთვრალი ამ ნეტარებით, 
არ მინდა ქვეყნად სხვა არაფერი.

საით მშვიდობავ? საით ინებებ... 
აშვებულია ჩემი აფრები. 
ზევით თუ ქვევით, საით მომიხმობ 
ყველგან ვიქნები შენი თანმხლები.

ო, ეს სიტყვები შენი სიტყვები, 
მარადისობის მზით შენაფერი, 
თავს ვერ დავახწევ მე მათ დინებას 
სიცოცხლისა და მაისის ფერი.

საიდან საით?რა დაგრჩენია 
ამ ცოდვიანი მოდგმის სასრულში? 
ხსნა ხარ შენ ჩემი და აღმაფრენა, 
მიხსენი შენში,დიდ სიყვარულში.

ყოველი ბგერა შენს მიერ თქმული, 
სიოა ჩემთვის ცით მონაბერი. 
მოგყვები მთვრალი ამ ნეტარებით, 
არ მინდა ქვეყნად სხვა არაფერი.

*** 
ჩემთვის ეს სიყვარულია!.. 
შენთვის კი...აბა,რა ვიცი?.. 
გახედე,გაზაფხულია... 
მეც ჭრელა-ჭრულა ჩავიცვი... 
ჩემთვის ეს სიყვარულია!.. 
მარტი,აპრილი,მაისი... 
გულს შენსკენ მოუხარია... 
სხვა ყველაფერი დაიცდის... 
ჩემთვის ეს სიყვარულია!... 
შენთვის კი...აბა,რა ვიცი?... 
გინდა?..შენს გულში დამტოვე... 
თუ არა...მაშინ გამიშვი...

*** 
მომნატრებიხარ,როგორც შავ ზღვას თეთრი თოლია, 
იმ მონატრებით_რუსთაველს რომ მოუგონია. 
მომნატრებიხარ,ვით ზამთარში სითბო მაისის 
და ცხელ აგვისტოს საამური,გრილი დაისი. 
მომნატრებიხარ,აღარ ვიცი რას შეგადარო, 
მენატრები და მონატრებით მინდა გატარო. 
როგორც მთის ირემს წყაროს წყალი მოენატრება, 
დაეწაფება და გააბნევს წყურვილს დარდებად. 
მე მინდა შენთან,როგორც ვარსკვლავს უნდა მთვარესთან, 
ისე მჭირდები,როგორც ავდარს გამოდარება. 
უკვე იქ გეძებ,სადაც არ ხარ და ვერც იქნები 
და მენატრები,როგორც ზამთარს თოვლის ფიფქები. 
მომლანდებიხარ,გულში დარდად მომძალებიხარ, 
როგორც არასდროს,ისე ძლიერ მომნატრებიხარ

სურათები:

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

კატეგორია: ♥ Love ისტორ.. | ნანახია: 885 | დაამატა: SmileForYou | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-10-02 Spam
siyvaruli aris gvtisgan bodzebuli nichi romelic yvela adamians gaachnia...rodesac vigaca giyvars icvlebi, sul sxvanairi xdeba...siyvaruli yvelaze mshvenieri grdzonaa am qveyanaze..grdznoba romelic agfrtovanebas gvanichebs..es grdznoba warushlel kvals tovebs cxovrebashi...siyvaruli yvela adamians sheudzlia da codoa is vinc am wutisoflidan am grdznobis gancdis gareshe wava...
es aris chemi azri siyvarultan dakavshirebit <3 <3 miyvarxar sh----!!!