მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 5 » ყველაზე შთაბეჭდავი საახალწლო შოუები მსოფლიოში…
2:21 PM
ყველაზე შთაბეჭდავი საახალწლო შოუები მსოფლიოში…
ახალი წლის მეორე დღეს, ორ იანვარს, საქართველოში ბედობის დღედ მიიჩნევენ. ამ თარიღს ჩვენს ქვეყანაში მოქმედი არცერთი რელიგია ოფიციალურად არ აღიარებს

თუმცა, დღესასწაულის მოყვარული ქართველებისათვის, ბედობა მაინც განსაკუთრებული დღეა და უმრავლესობა მას გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებს.

მსოფლიოში კი ახალმა წელმა უკვე გადაიარა. ნაახალწლევს, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, თუ როგორ შეხვდა პლანეტა წლის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს.

სუპერფეიერვერკები იხილა ახალი წლის ღამეს რიო-დე-ჟანეიროში, სიდნეისა თუ ლონდონში შეკრებილმა საზოგადოებამ, ხოლო ნიუ-იურკში საახალწლო პროგრამის მთავარი ვარსკვლავი, ლედი გაგა გახდა.

ახალ წელს, პირველები წყნარ ოკეანეში, სამოა და ტუვალუს არქიპელაგის მცხოვრებლები შეხვდნენ, ხოლო შემდეგ – ავსტრალია. სიდნეის მცხოვრებლები გრანდიოზული ლაზერ შოუს და ფეიერვერკის მოწმენი გახდნენ. ცაზე გამოსახული ულამაზესი სანახაობის მოსაწყობად, ათი ტონა პიროტექნიკა დაიხარჯა, ხოლო მის სანახავად, ჰარბორ ბრიჯზე და მის სიახლოვეს, ნახევარი მილიონი ადამიანი შეიკრიბა.

პიროტექნიკის შოუ იხილა ლონდონის მოსახლეობამ და მისმა სტუმრებმაც. შოუს ცოცხლად დაახლოებით 250 ათასი ადამიანი აკვირდებოდა, რომელნიც ლონდონის ცენტრში შეიკრიბნენ და ერთად აღნიშნავდნენ ახალი წლის შემობრძანებას. ბერლინის ცენტრში კი, ბრანდერბურგის ჭიშკართან, დაახლოებით მილიონმა მაყურებელმა მოიყარა თავი. სადღესასწაულო შოუ ცაზე ლეგენდარული როკ ჯგუფის, „Scorpions" – ის ბალადის, „Wind Of Change" – ის ფონზე მიმდინარეობდა.

ულამაზესი სუპერფეირკვერკით შეხვდა ახალ წელს რიო-დე-ჟანეირო. შოუს სანახავად, 2 მილიონი ადამიანი მივიდა. 16 წუთის განმავლობაში, ჰაერში 24 ტონა ცეცხლმოკიდებული შუშხუნა გაისროლეს.

ნიუ-იურკში, ტაიმ სკვერზე, მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, სადაც ახალი წლის ღამეს, ლედი გაგამ თავისი სამი ჰიტი შეასრულა. აქ, ლედი გაგას გარდა, 17 წლის ვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერიც გამოვიდა. მსოფლიოში 2012 წელმა, ახალი იმედებით და მოლოდინებით შემოაბიჯა.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 642 | დაამატა: Sali_leto♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-01-05 Spam
2.    ( MissMiller♡[??????]

esegi chemi weli iqnebaaa!...