მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 28 » " Irreplaceable " / " შეუცვლელი " ♥
2:54 PM
" Irreplaceable " / " შეუცვლელი " ♥
- ახალი რამდენიმე თავიანი მოთხრობა ჩემგან - 
სიუჟეტი ვითარდება გოგონას გარშემო , რომელმაც ყველაფერი დაკარგა , საკუთარი თავიც კი . მე კი გპირდებით ჩახლართულ და ორიგინალურ სიუჟეტს , რომელიც დიდი იმედი მაქვს დაგაინტერესებთ . მაპატიეთ , რომ სურათებით არ არის გაფორმებული და არც ისეთი დიდი თავია , როგორებსაც ჩვეუელბრივ ვწერ , მაგრამ ეს მხოლოდ საცდელია , რომ სიუჟეტს გაეცნოთ და დაგაინტერესოთ  ♥



სიუჟეტი ვითარდება გოგონას გარშემო , რომელმაც ყველაფერი დაკარგა , საკუთარი თავიც კი . სრულიად ცარიელი ცდილობს იპოვოს ის , რაც სჭირდება , იყოს იმ რაღაცის ნაწილი , რაც ჯერ თვითონაც არ იცის რა არის . ცდილობს მოინანიოს შეცდომები , შეუნდოს ადამიანებს , რომლებმაც ესეთად აქციეს .. კიმბერლი ხსნას სხვების დახმარებაში პოულობს . მას არასოდეს სჯეროდა სასწაულების , და რას წარმოიდგენდა თუ ის ერთ დღეს მასში გაცოცხლდებოდა .
-----------------------------------------


- მეშინია დედიკო ..
- რისი ?
- იმისი , რომ ჭექა-ქუხილი არასოდეს დასრულდება .
- შეიძლება ვარსკვლავები ერთმანეთს დაეჯახონ , ჭექა-ქუხილს დასასრული არ უჩანდეს , ხალხი მსოფლიოს გარშემო შეიშალოს , მაგრამ არასოდეს უღალატო იმას რისიც გწამს .
- მიყვარხარ დე .


---------------------------------------------------------------------------------


- ნუთუ გგონია , რომ ესეთი მარტივია ხაზი გადავუსვა ყველაფერს რაც წარსულში ჩაიდინე და გაპატიო ?
- რა თქმა უნდა , რადგან მე შენთვის არაფერი დამიშავებია .
- ფიქრობ არ უნდა მაინტერესებდეს ის ფაქტი , რომ ჩემი ერთადერთი და წარსულში ნარკო-რეალიზატორი და მომხმარებელი იყო ?
- კარგია , რომ აღნიშნე სიტყვა „წარსულში". .
- .. - შენონმა დუმილით მიპასუხა .
- ჰო , წარსულში , რადგან ნახევარი წლის განმავლობაში სარეაბილიტაციო ცენტრში უამრავ არამარტო ნარკომანთან , ფსიქოპატთან ერთად ვცხოვრობდი , გარე სამყაროს მოწყვეტილი . გესმის ეს რამხელა სტრესი იყო ? შენ კი მშობლიურ სავანაში იმით იყავი დაკავებული როგორმე საკუთარი სახელი ამ „ლაქისგან" დაგემალა . როგორ თქვი ერთადერთი დაო ? შენ ის მაშინ არ გაგხსენებია როცა ყველაზე მეტად ჭირდებოდი , და ეხლა როცა ჯანმრთელი შენს წინ წანაშე დგას და თვითონ არის მზად გაპატიოს - უარს ეუბნები ..

- ვაუ , არაჩვეულებრივი მონოლოგი იყო . მაგრამ შენი „საპატიებელი" არაფერი დამიშავებია .
ესეთი ‘თბილი’ იყო ჩვენი უკანასკნელი დიალოგი დაახლოებით 1 წლის წინ , სანამ კემრიჯში მიიღებდნენ და გაერთიანებულ სამეფოში გადავიდოდა საცხოვრებლად . დიახ , ის სანიმუშო გოგონაა , ტვინი ‘უსკდება’ და როგორც თვითონ ამბობს მისნაირ ადამაინებს ყველგან ელიან . ეს მაღიზიანებს . მაგრამ არა იმდენად , რამდენადაც წინანდება „დედა ჩემით იამაყებდა" . არ მესმის რატომ ამბობს ამას , როცა მშობლებმა ღრმა ბავშობაში მიგვატოვეს და არასოდეს გავხსენებივართ . ამ მომენტებში ყველაზე მეტად მინდება მაგრად გავარტყა , მაგრამ მოთმინება .. მოთმინება .. მოთმინება .. 18 წელი ვითმენდი და შემდეგ .. დრამატული ისტორიაა , არ ღირს მოყოლა .
მე ? მე რა . კიმბერლი სტოუნი . ერთი ჩვეულებრივი 19 წლის გოგონა ვარ აშშ-ს ერთ-ერთი შტატი ჯორჯიის ზღვისპირა , პატარა ქალაქიდან - სავანიდან . 13 წელი დასთან ერთად ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი , შემდეგ კი სრულწლოვანებამაც „მომიკაკუნა" და „თავშესაფრიდან" თავი გვიკრეს . უფრო სწორედ ეს ბოლო წინადადება მე შემეხება , შენონს კი დღემდე სთხოვენ იქ დაბრუნდეს .. ამჯერად როგორც აღმზრდელი . მაგრამ ამბიციური და შესანიშნავი მეხსიერების მქონე ჩემი დაიკო არ თანხმდება წინადადებას , მას ხომ დღემდე ყველაფერი ახსოვს . ალბათ არ ვარ მართალი , მაგრამ მასთან ყოველი საუბრის შემდეგ , 19 წლის განმავლობაში , ზიზღის გრძნობა მიღვივდებოდა , მიუხედავად იმისა , რომ ტყუპები ვართ . ეს არ არის ჩემი დანაშაული , რომ ის ესეთი ამაზრზენია . ალბათ არც ამაში ვარ სწორი , მაგრამ მისი აგდებული და გულგრილი დამოკიდებულება იყო იმის მიზეზი , რომ ერთი შეხედვით ნაზი და ფაქიზი გოგონა ნარკოდამოკიდებული გახდა . ის არასოდეს ყოფილა ჩემს გვერდით როცა მჭირდებოდა . და არა მარტო მაშინ , არასოდეს . არასოდეს ყოფილა , არავინ . დედა მპირდებოდა , რომ არასოდეს მიმატოვებდა . მაგრამ ის გაქრა , მანაც მიმატოვა . არ ვიცი სად არის , როგორ არის . თუმცა , რომ ვიცოდე .. არც არაფერი შეიცვლებოდა )) ვერ ვაპატიებ .


daamowma da gaalamza:-Smile
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 715 | დაამატა: -Katson) | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 9
2012-08-26 Spam
esec siyvarulzeaaaaaaaaa???