მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » აგვისტო » 1 » " Irreplaceable " // P2 .
11:29 AM
" Irreplaceable " // P2 .

ცხოვრებას ინსტრუქციები რომ მოყვებოდეს შეცდომებს აღარ დავუშვებდი. ვისწავლიდი აწმყოთი ცხოვრებას და არც უკან გავიხედავდი და არც წინ. არ მოგცემდი ჩემში არსებობის შესაძლებლობას. არ ვიქნებოდი მომავლით იმედდაკარგული და წარსულით მონანიე . ყოველ დილით არ გავიღვიძებდი იმაზე ოცნებით ცხოვრება თავიდან დამეწყო , მეორე შანსი მომცემოდა და ყველაფერი გამომესწორებინა . თუმცა ამაოა ყველაფერი . როგორ შეუძლიათ სხვებს მაპატიონ , როცა საკუთარ თავს ვერ ვაპატიე . არასოდეს ვყოფილვარ ისეთივე აქტიური ბავშვი , როგორიც ჩემი და იყო . ყურადღებას არასოდეს ვიქცევდი და რომ არ დაგიმალოთ ამის სურვილით არც არასოდეს მოვკმდარვარ . სულ რამდენიმე მეგობარი მყავდა და მათაც ჩემი არსებობის შესახებ დაივიწყეს , მას შემდეგ , რაც „ცუდ ხალხში" მოვხვდი . მათ ყველაფერი იცოდნენ , თუმცა ალბათ არც-ერთს გასჩენია სურვილი დამხმარებოდა . ტყუილები. ტკივილიანი, ცრემლიანი, მომაკვდინებელი და უარესიც.. დაპირებები , ცრუ დაპირებები. გპირდებიან, გპირდებიან, გპირდებიან და ბოლოს. ბოლოს რჩები იმედგაცრუებული. სულ–ჩამკვდარი .. ასე დიდ ხანს ვიჯექი ერთ ადგილას , დინჯად . და ჩემს წინ დადებულ უზარმაზარ წითელი ვარდების თაიგულს ვუყურებდი . უკვე მე13 თვეა , ყოველი თვის 13 რიცხვში ერთი და იგივე თაიგული ერთი და იმავე კურიერს მოაქვს . ბარათთან ერთად , სადაც „მაპატიე" წერია . არ ვიცი ეს რას ნიშნავს , რა ვიფიქრო ამის შესახებ . ამიტომაც ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და ნაგავში კარების მოხურვისთანავე ვისროლო , მაგრამ დღეს .. „ მაპატიე ჩემო პატარა , ვიცი შეცდომას და დაკარგულ წლებს ვერასოდეს გამოვისყიდი , მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის გადალახვა და თავიდან დაწყება . მამიკო " . ამ ყველაფერის გააზრებაც ვერ მოვასწარი , რომ მობილურმა დარეკა . დაფარული ნომერი იყო .

- გისმენთ .
- კიმ ..
- შენონ ?

- ჰო ეს მე ვარ smile

- ჰომ .
- მისმინე , მამასგან შენც მიიღე წერილი ?
- მეც კარგად შენ როგორ ხარ , დაო ?
- რატომ მეუხეშები ?
- ბოდიში , რომ შენი ხმის გაგონებისთანავე სიყვარულის ახნის წინასწარ მომზადებული ტექსტის კითხვა არ დავიწყე .
- კარგი რა . მოკლედ მამასგან წერილი მიიღე ?
- ის მამაა ? დიახ ვიღაც კაცისგან მივიღე .
- მერე ?
- რას მეკითხები ?
- შეიძლება შენთან გადმოვიდე , რამდენიმე კვირით ?
- აჰაჰაჰაჰა .. - ისტერიკული ხარხარი ამიტყდა .
- კიმბერლი !
- და რა გარემოებებმა გაიძულა სავანაში დაბრუნება ?

- მამამ მაიძულა .
- რა თქვი ?
- მამას უნდა ერთად გვნახოს
- და იქნებ მე არ მსურს მისი ნახვა , შენონ ?
- შენი ნებაა . - გავღიზიანდი . და გავუთიშე .
ჩემი და არ იცვლება . ეს არც მიკვირს , ის უფრო განმაცვიფრებდა , ჩემთან თბილი ლაპარაკი , რომ წამოწყო საუბრის გარეშე გატარებული თვეების შემდეგ . ერთადერთი რაც მახარებს მისი გახსენებისას , რომ იდენტურები არ ვართ . არც გარეგნულად და რაც უფრო სასიხარულოა თვისებებითაც ...
მამაჩემი ? მასზე არასოდეს მიფიქრია . ჯერ კიდევ იქამდე მიგვატოვა , სანამ დედა დაგვტოვებდა . ბუნდოვნად მახსოვს მისი სახე . თუმცა იმ მომენტებს ვერასოდეს დავივიწყებ , როგორ ლოთობდა , ჩვენ გვიყვიროდა და იყო შემთხვევები როცა ხელით დედასაც კი ეხებოდა . შესანიშნავი ოჯახი გვექნება არა ? ჭკვიანი გოგოს ნიღაბს ამოფარებული ძუკნა , ყოფილი ნარკო-რეალიზატორი და მოძალადე ალკოჰოკი . ღმერთო ჩემო , არაჩვეულებრივია .

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 803 | დაამატა: -Katson) | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 121 2 »
2012-08-13 Spam
magaria male gaagrdzeleeeeeeeee:*<33