მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 11 » "ACUVUE 1-DAY"
7:09 PM
"ACUVUE 1-DAY"
"ACUVUE 1-DAY" 
ჩემს ერთ-ერთ სიახლეში(სიახლეები დემიზე) გითხარით, რომ დემი მონაწილეობას იღებს კონკურსში "ACUVUE 1-DAY". კონკურსის 5 გამარჯვებული, რომელიც საუკესო ვიდეოს მოამზადებს, ოცნებას აისრულებს და ერთ დღეს ცნობილ ადამიანებთან ერთად გაატარებს. ესენი კი არიან_ჯო ჯონასი, დემი ლოვატო, მეგან მარტინი, ტაილერ ბლეკბერი და ელისონ ფელიქსი. 

*ორი ახალი ფოტო პრომოშუთიდან: 

*პრომო ვიდეოები: 

*მეგან მარტინი 






*დემი ლოვატო 

დემი ამბობს: ,,ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს ჩემი ცხოვრება და მუსიკა ხალხს შთააგონებდა. და შენ რას იზამ ერთ დღეს? ნახეთ ჩემი ისტორია Youtube-ზე. Acuvue Brand Contact Lenses_ნახეთ, რა მოხდება.'' 

*დემი საუბრობს ოცნებებზე მიყოლაზე 

დემი ამბობს: ,,პირველად მომინდა მომღერლობა, როცა სცენაზე პირველად დავდექი. მე ვმღეროდი ტალანტების შოუზე სიმღერას ჩემი საყვარელი ფილმიდან და შემიყვარდა სიმღერა. ეს იყო გასაოცარი. როცა მუსიკის წერა დავიწყე, 7 წლის ვიყავი. ლექსებს ვწერდი, მაგრამ ჯერ ვერ ვუკრავდი გიტარაზე და ფორტეპიანოზე. ასე რომ, დავიწყე მომზადება და ორივე ინსტრუმენტზე დაკვრა ვისწავლე. მე სიმღერებს დიდი სიყვარულით ვწერდი, იმის მიუხედავად, რომ არ ვიცოდი, რა იყო ეს. მინდოდა მომღერლობა და მსახიობობა, ამიტომ მეცადინეობა დავიწყე და ბევრს ვშრომობდი. ზოგიერთი ეს ემოცია მას შემდეგ მომყვება და როცა სცენაზე ვდგები, ვნერვიულობ, ვღელავ, ვიღებ სიამოვნებას, ეს მაგარია, რადგან ვხედავ, რომ ამდენი ფანი მყავს. ეს მართლა ძალიან მაგარია. სხვა არავინ უნდა ვყოფილიყავი. მე_როკ-ვარსკვლავი ვარ. და ეს შესანიშნავი შეგრძნებაა!'' 

*დემი საუბრობს თავის სტილზე 

დემი ამბობს: ,,ჩემი სტილი განუმეორებელია...ვფიქრობ, რომ ბრენდები არ მჭირდება, რადგან იმას ვიცვამ, რაშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობ. შესაძლოა ეს მოდური იყოს ან_არა. მიყვარს ოქროებით მორთვა. ოქროსფერი ჩემი საყვარელი ფერია...როცა პირველად სათვალე გავიკეთე, ძალიან ცუდად ვიყავი, რადგან მასში თავს სხვანაირად ვგრძნობდი. მაშინ მივხვდი, რომ კონტაქტური ლინზები მჭირდებოდა, რადგან სათვალეები არ იყო დაწერილი იმ ფილმების სცენარში, რომელშიც ვთამაშობდი. პირველად ლინზებზე დედას დაველაპარაკე და მან მხარი დამიჭირა, რადგან იცოდა, რომ ეს თვითდაჯერებას გამიუმჯობესებდა. ძალიან გამიხარდა, რადგან იმას გავაკეთებდი, რაც მევალებოდა და სხვა რამეებზე აღარ ვიდარდებდი. ჩემი სამუშაო შემსუბუქდა, როცა ლინზების ტარება დავიწყე. ყველას ვურჩევ, რომ თუ იმავეს გაკეთება უნდათ, უბრალოდ დაელაპარაკონ მშობლებს ამაზე და დაანახონ, რომ ასე უფრო ადვილია. გაიკეთებთ ლინზებს დილით და საღამოს მოიხსნით. '' 

*დემი ამბობს, რომ არასოდეს უნდა დავეცეთ 


დემი ამბობს: ,,ბოლო ორი წლის მანძილზე ბევრი გადავიტანე, მაგრამ ერთი რამ ვისწავლე: რომ მე არ ვარ იდეალური და არ მჭირდება ვიყო. კარგია, როცა საკუთარ თავს ეუბნები, რომ ლამაზი და შეუდარებელი ხარ. ეს თვითდაჯერებას შეგმატებს და თუ არ გაქვს, ჩაიხედე სარკეში და თქვი, რომ მშვენიერი ხარ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იყო თვითდაჯერებული და ამას გრძნობდე. არასოდეს დაეცე, რადგან არ იცი, როდის აგიხდება ოცნება. ჩემს ოცნებებს მივყვებოდი და ახლა აქ ვარ_ბედნიერი და მადლიერი. ნაკლოვანებები გალამაზებენ და იმად გაქცევენ, ვინც ხარ. ასე რომ, უბრალოდ იყავით ის, ვინც ხართ და დარჩით ასეთნი.'' 

*ჯო ჯონასი 




აიხდინეთ ოცნება! ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ვიდეო, ნახეთ ამ ვიდეოთი



იმედია მოგეწონათ smile

mariko1
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 668 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2012-04-12 Spam
wow!!! Chemi gogo da ai shens siaxleebze xom ici rom vishokebi da fani var sheni amitom shenze agarafers vityvii biggrin demi demi da demi! me miyvars demcho biggrin