მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 22 » ყოველდღიურობა
3:29 PM
ყოველდღიურობა

გათენდა... შენ ტკბილად გძინავს თბილ, ქათქათა საწოლში, ბედნიერი ხარ... მაგრამ 

უცებ შემოდის დედა და მსუბუქი ნჯღრევით ცდილობს გაგაღვიძოს. შენ გაღვიძება არ გინდა, 

თითქოს დედას შემოსვლა არც გაგიგია, ისევ აგრძელებ ძილს, მაგრამ დედა ისევ აგრძელებს 

მცდელობას და საბოლოოდ დგები. ლასლასით 

მიდიხარ სააბაზანოსკენ და ხვდები თუ როგორ გძულს სკოლა !.




თავს იწესრიგებ და კარადაში იხედები, ფიქრობ რა ჩაიცვა. თან ფიქრობ წინა დღეს 

რა გეცვა, რომ ერთი და იგივე არ ჩაიცვა. 






საბოლოოდ იცვამ და სამზარეულოში შედიხარ. უკვე გამოფხიზლდი. მაგიდასთან ჯდები 

და ათვალიერებ რა გაქვს საუზმედ. 





ჭამასაც რჩები და ჩანთააკიდებული გარეთ გადიხარ. არ გინდა სკოლაში მისვლა, 

მაგრამ რას იზამ ხვალ საკონტროლო გაქვს, რომ არ მიხვიდე ვერაფერს დაწერ. 

სკოლასთან ახლოს მეგობრებს მოკრავ თვალს და ცოტა ხნით გავიწყდება დარდი და 

ვარამიი )) ესალმები და ერთად აგრძელებთ გზას სკოლისაკენ. 




სკოლაში ხარ, შენს მერხთან და ელოდები როდის გამოჩნდება მასწავლებელი. თან 

არ გინდა რომ მოვიდეს, გაკვეთილი კარგად არ იცი. ფიქრებში გართული კი ხედავ 

როგორ შემოდის კლასში მასწავლებელი. ის სიას კითხულობს შენ კი ოცნებობ რომ 

არ გამოგიძახოს. 


მოკლედ გადარჩი, მაგრამ ბევრი დავალება მოგცა. სახლში მიდიხარ და 

კომპიუტერთან ჯდებიი. საბოლოოდ დედა ბრუნდება და ძალით გაყენებს, 

''იმეცადინე ხვალ სკოლაა'' ისე გახსენებს გეგონება თვითონ არ იცოდე. შენც წიგნს 

შლი, ფურცლავ, რვეულში რაღაცეებს წერ, მერე ჯღაბნი... ბოლოს გამოდის, რომ 

ვერაფერი ვერ გაიგე. ვერც ქართული, ვერც ბიოლოგია, ვერც გეოგრაფია. 

მათემატიკაზე ლაპარაკი ზედმეტია. 





ბოლოს მამა მათემატიკას გიხსნის დედა ქართულს, შენ კი ვერაფერს იგებ და 

აივანზე გადიხარ. უყურებ ბავშვებს, როგორ თამაშობენ ეზოში და გშურს მათი. შენც 

გინდა გართობა, ხალისი... მაგრამ ჯერ გამოცდებია, კარგი ნიშნები თუ ვერ მიიღე, 

იცი მასწავლებლები და დედა რასაც გიზამენ)) არადა როგორ გეზარება... 


ამდენი ფიქრით დაღლილი წვები და იძინებ, სიზმარში კი ზაფხულის ხალისიან, ნათელ 

დღეებს ხედავ... 



დაამოწმა- მარიკო1
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 857 | დაამატა: Muser♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7
2012-06-23 Spam
vaimeee :):*) chemi tavi gamaxsenda mashinve biggrin :D :D