მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 29 » ყოველდღიური წვრილმანები
5:20 PM
ყოველდღიური წვრილმანები
1. სახლში, ძალიან რომ გშია და ქვაბს იმედით ახდი, იქ რაღაც საშინელება გხვდება და იმედგაცრუებული სწრაფადვე აფარებ..
2. საღეჭი რეზინი რომ გინდა, კევის შეკვრას გვერდებიდან რომ უჭერ და რომ არ გამოდის, იძულებული ხდები მოახიო...
3. გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ ავტობუსში რომ ზიხარ და ვინმე ამოდის, ვისაც წესით ადგილი უნდა დაუთმო, აქეთ-იქით იყურები, ვინმე ახალგაზრდას თუ შეამჩნევ, ფიქრობ "მე რატომ, იმან დაუთმოს".
4. ქუჩაში ასაფეთქებლის სუნს რომ იგრძნობ და რომ გგონია ცოტაც და ფეხებში აგიფეთქდება, მაგრამ ვერსად რომ ვერ ხედავ "ხლაპუშკას"...
5. ის მომენტი, როცა ავტობუსში სალაროსთან დგახარ და ყველა შენ გთხოვს ბილეთის აღებას ..
6. კლავიატურაზე ნელა რომ წერენ და ნერვები რომ გეშლება
7. მარშუტში რომ ადიხარ და თავს აარტყამ კარებს, ან კიდე დამუხრუჭებისას ვიღაცას რომ ჩაუჯდები კალთში
8. რაიმე სიტყვის აკრეფის შემდეგ მასში რომ შეამჩნევ არასწორად დაწერილ ასოებს და ჩასწორების ნაცვლად მთლიანად შლი..
9. სიგარეტს ღრმა გემრიელ ნაპაზს რომ დაარტყამ და მერე კოლოფს შეხედავ "მოწევა კლავს"
10. როდესაც ვიღაცას შენ სასმელს აწვდი დასაკავებლად და ის სვამს
11. მაგიდაზე პურის ნაჭერს რომ დადებ და მერე რაღაც ნაწილი სველი რომ აქვს...
12. სკოჩი რომ გეკრობა ხელზე,მეორე ხელით იშორებ მეორეზე აგეკრობა,პირველით იშორებ პირველზე აგეკრობა და ასე ვცხოვრობთ და ვართ ბედნიერად.
13. ტანსაცმლის ჯიბეში რაღაც (მაგალითად გარანტიის ხელშეკრულება) რომ დაგრჩება, გაირეცხება და მერე რომ აშრობ,
13. რაიმე ტესტის პასუხს რომ ამოწმებ და შემდეგი ნომრის პასუხისკენ რომ გაგირბის თვალი...
14. ვინმეს სტატუზე ბოლო კომენტარს რომ გი-მომწონს-ებს ავტორი, იმის ნიშნად რომ კი წაიკითხა, მაგრამ საუბარს გაგრძელება აღარ აქვს
15. მასწავლებელს იმდენჯერ ატყუებ რვეული დამრჩაო, რომ მართლა როცა გრჩება აღარ ჯერა
16. მონატრებული ფრაზა : "მატარებელი მიდის გურამიშვილამდე"
17. ხურდის დავარდნისას ყველას მისი წკარუნის მიმართულებით მიპყრობილი თვალები...
18. მატარებლის სადგურში შემოსვლისას სიგნალის საშინელი გამაყრუებელი ხმა...
19. იმედით მოშვებული ონკანის ხრინწიანი ხმა, როდესაც წყალი არ მოდის...
20. კონტროლიორის კითხვა: რომელწლიანი ხარ ?
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 731 | დაამატა: dreamerr | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2011-12-30 Spam
1.    ( Belieber❤[??????]

magariaaa