მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 28 » ყოფილი მეგობრის ინტერვიუ
5:47 PM
ყოფილი მეგობრის ინტერვიუ

ყოფილი მეგობრის ინტერვიუ...
კასპერ სმარტს ჯენიფერ ლოპესის გამოყენებას აბრალებენ)
 


ჯენიფერ ლოპესის ახალგაზრდა შეყვარებული, მოცეკვავე კასპერ სმარტი, მომღერალს ფულისა და კარიერული წარმატებისათვის იყენებს. ამის შესახებ გამოცემა „In Touch"-ს კასპერის ყოფილმა მეგობარმა უამბო. მისი თქმით, ის ნამდვილი ალფონსია, რომელიც საკუთარი კეთილდღეობისათვის ყველაფერს იკადრებს. „სმარტი გველია", - ამბობს ჯოში. აირესის აზრით, კასპერს გაუმართლა, რომ მოცეკვავის მაშინდელმა შეყვარებულმა აიშა ფრენსისმა მას ჯენიფერთან დააწყებინა მუშაობა. იმ პერიოდში აიშა და სმარტი ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ დალაგებული ურთიერთობა არ ჰქონიათ. ერთხელაც გოგონამ ტელევიზორი ჩართო და შეიტყო, რომ მისი მეგობარი მამაკაცი ლოპესთან ატარებდა დროს. ჯოში ყვება, რომ ფრენსისი და კასპერი ერთმანეთს შეეფერებოდნენ, მაგრამ მან შეყვარებული გამოიყენა და ჯენიფერის გამო მიატოვა. შეგახსენებთ, რომ ლოპესი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მისი რჩეული ვარსკვლავი გახდეს. მომღერალი შეყვარებულის სამსახიობო ოსტატობის გაკვეთილებში იხდის ფულს, ხოლო ერთ-ერთ სატელევიზიო არხს მთელი რეალითი-შოუ მიჰყიდა, რომელიც კასპერს სმარტს ეძღვნება.


დაამოწმა:Queenmariamo xD


კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 643 | დაამატა: Muser♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-06-28 Spam
kai siaxleaa :**