მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მარტი » 2 » ფსიქოლოგიური ტესტი
1:02 AM
ფსიქოლოგიური ტესტი
PSYCHOLOGICAL TEST
მინი სტატია ფსიქოლოგიაზე)
ძალიან საინტერესო ტესტი,რომელმაც
 შეიძლება თქვენი ხასიათის,
დადებითსა და უარყოფით შტრიხებს გაუსვას ხაზი))
საინტერესოა...


დღეს ჩაგვიტარდა ფსიქოლოგიის პირველი გაკვეთილი ))
იმედია ყოველ პარასკევს გვექნება,რადგან მე პირადად ძალიან გატაცებული ვარ ამ დარგით
შემიძლია საათობით ვიკითხო ადამიანის ფსიკიკაზე,მის ფსიქოლოგიაზე...
მხოლოდ ამ დარგით შეიძლება დაინახო,თუ რამდენი,ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი ცოვრობს ჩვენს დროში...

ფსიქოლოგიური ტესტები კი ადამიანის ხასიათის შტრიხების პირველი მაჩვენებელია)
მე პირადად ხშირად ვაკეთებ,ვისაც გიყვართ ეს სტატიაც თქვენთვის ყოფილა...
მე პირადად ძალია მომეწონა.. 

ანუ მასწავლებელს ქონდა მოტანილი,რომელიღაც წიგნიდან ამობეჭდილი.ინტერნეტში ვერ ვნახე,და რაც დამამახსოვრდა დავწერ,რაც არა ჩემი ინტერპრეტაციით გავავრცობ.ამით თავისთავად მთავარი შინაარსი არ შეიცვლება.
ვისაც მართლა გინდათ,წაიკითხეთ ეს ტექსტი და ბოლოს უპასუხეთ 4 შეკითხვას,რომელიც შეიძლება თქვენ დადებით ან უარყოფით მხარეებს ავლენდეს))
  


T E X T
ძველად ერთი სამეფო,ძალიან თვითნება და ამაყი ხელმწიფის ხელში იყო.აკეთებდა რასაც სურდა,და არავის რჩევას ყურადღებას არ აქცევდა...მიუხედავად ამისა,ის ხალხს მაინც უყვარდა.
სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი კი დიდი ამპი–თეატრი იყო,რომელიც მეფეს ქვეყანაში სამართლის დასამყარებლად დაეარსებინა.
ის ვინც დანაშაულს ჩაიდენდა,დანაშაულს რომელიც მეფის ყურამდე მიაღწევდა,ამპი თეატრის რინგზე გამოდიოდა.სანახაობას მეფის გარდა მილიონობით მოსახლე ესწრებოდა.
ეს არ იყო ჩვეულებრივი რინგი.დამნაშავეს აყენბდნენ ორ კარს შუა.
ერთი კარის უკან მშიერი ვეფხვი იმალებოდა,რომელიც მრჩეველს წუთში ნაკუწებად აქცევდა.
ის უბედური,ვინც ამ კარებს გამოაღებდა უმალ ვეფხვისა და თავისი ცოდვების მსხვერპლი ხდებოდა.
ხალხი კი უბრალოდ უყურებდა სანახაობას,როგორ იქცეოდა ადამიანი ხორცის ნაჭრებად.
რაც შეეხება,მეორე კარს.ის ნამდვილად იღბლიანი ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი.
ამ კარის უკან,ულამაზესი ქალბატონი იმალებოდა.თუ დამნაშავე ამ კარს აირჩევდა,ქალი გამოდიოდა და რა ხდებოდა?
იქვე შემოდიოდა მღვდელი,მგალობლები და წერდნენ მეფისა და ხალხის წინაშე ჯვარს,მიუხედავად იმისა ყავდა თუ არა დამნაშავეს უკვე შექმნილი ოჯახი.მეფეს მიაჩნდა რომ ეს მისგან ძალიან დიდი ჯილდო იყო და ბუნებრივია დამნაშავეს თავის ძველ ოჯახზე გაფიქრებაც კი არ უწევდა.ამ ჯვრისწერით,ხომ თავის სიცოცხლეს ინარჩუნებდა...

მეფეს ყავდა ულამაზესი ქალიშვილი,ისიც მამასავით ამაყი ყოფილიყო.ქალს თავდავიწყებით შეუყვარდა ერთი დაბალი ფენის წარმომადგენელი ჭაბუკი.შეყვარებულნი ერთმანეთის გარდა ვერავის ხედავდნენ.
სამწუხაროდ,ძლიერ მეფეს რა გამოეპარებოდა.მან გაიგო თავისი ქალიშვილისა და ვაჟის საიდუმლო რომანი და საქმე სწრაფად გადაწვიტა.ახალგაზრდა ჭაბუკს რინგზე გასვლა მიუსაჯა.
მან ყველაზე მშიერი ვეფხვი აარჩევინა სპეციალურად ამ დღისთვის და ასევე თავის ქვეშერმდომებს უბრძანა,მთელ სახელმწიფოში ულამაზესი ქალბატონი აერჩიათ და კარის უკან დაეყენებინათ....

დადგა საბედისწერო დღე...ამფი თეატრი ხალხით გადაიჭედა,ის ვინც შიგნით ვერ შევიდა კედლებიდან ცდილობდა სანახაობის ყურებას.
მეფე ამაყად მოთავსებულიყო თავის სავარძელში და ხალხს გაყურებდა.ის მარტო არ იყო.მას გვერდს თავისი ქალიშვილი უმშვენებდა.
დამეთანხმებით მისთვის რთული იყო დასწრებოდა ამ რინგს.რამოდენიმე წუთში ჰო თავისი სატრფოს ბედი გადაწყდებოდა.
როგორც თავში ავღნიშნე,მას ბევრი მამის თვისება ქონდა.მათ შორის იყო თავის სიმტკიცე.ქალმა შეძლო და ფულის წყალობით სახელმწიფო საიდუმლო გაეგო.დიახ!მან იცოდა,რომელი კარის უკან იყო მშიერი ვეფხვი და რომელი კარის უკან,ულამაზესი ასული.ხელმწიფეს ამის გაგება კი არასდროს ნდომია,რადგან ის უბრალოდ  ტკბებოდა ამ სანახაობით.
ქალი ამაყად იჯდა და ფიქრობდა.იმ დღიდან რაც მეფემ თავის სატრფოს ესეთი მძიმე განაჩენი გამოუტანა,ბუნებრივია მას სხვა საფიქრალი არც ქონია.
ქალიშვილზე,რომელიც ახლა კარის უკან იდგა,ამაყმა მეფისასულმა ყველაფერი იცოდა.ისიც რომ ქალის სილამაზე საქვეყმოდ იყო განთქმული.მეტიც,მან ადრე შეხედა როგორ საუბრობდა ქალიშვილი და მისი სატრფო,მართალია ცოტა ხანი მაგრამ ამ ცოტა ხანში ხომ ძალიან ბევრის თქმა შეიძლებოდა.
მეფის ასულს გულს უღღრინდა ისიც,რომ ქალიშვილმა გაბედა და თვით მეფის შვილის სატრფოს გაესაუბრა.

შუანა კარები გაიღო.არენაზე ჭაბუკი გამოვიდა,ლამაზი,მაღალი,გამხდარი.
მის თვალწინ ახლა უამრავი ადამიანი იჯდა,მას კი შეეძლო ის ერთადერთი დაენახა.
მეფის ასული მას თვალს არ აცილებდა.მეფე სანახაობას ელოდა.ხალხიც იგივეს ელოდა მისგან.
ის ახლა შუაში იდგა,საბედისწერო ნაბიჯი უნა გადაედგა.
მაგრამ სასწაული მოხდა,შეყვარბულ ადამიანებს  ხომ ერთმანეთის უსიტყვოდაც ესმით.მიხვდა,მიხვდა რომ მეფის ასულმა იცოდა რომელი კარისკენ რა იმალებოდა.მან დაჟინებითი მზერა მიაბყრო და თითქოს შეეკითხა,"საით წასულიყო"..
მეფის ასულმა ეს კითხვა ისე გაიგონა,თითქოს ხმამაღლა ეყვირა.მათ საიდუმლო დიალოგს ამ ორის გარდა ვერავინ ხედავდა.
ულამაზესი ასული წამოიწია.ხელით,რომელიც მოაჯირს ეყრდნობოდა მსწრაფლ აქნია.
ანიშნა:"მარჯვნივ წასულიყო"...................................



მე თქვენ დაგისვამთ ტექსტის მიხედვით 4 კითხვას.
2 იქნება უშუალოდ ტექსტზე,ორი კი თქვენზე...
თქვენ პასუხობთ კითხვებს,ცოტა ხანში კი მე ნამდვილ დასასრულს დავდებ და ასევე პასუხებისდა მიხედვით თქვენს დახასიათებას.
მაშასადამე კითხვებია:

ტექსტის მიხედვით გაეცით შემდეგ კითხვეს პასუხები:
(ქვევით არ ჩახვიდეთ,ჯერ ამ კითხვას უპასუხეთ)
1)რომელი კარისაკენ მიუთითა ქალმა?



2)წავიდოდა თუ არა ვაჟი მითითებული კარისაკენ?



კითხვებუ უშუალოდ თქვენზე:
3)თქვენ როგორ მოიქცეოდით ქალის ადგილას?


4)წახვიდოდით თუ არა,მითითებული კარისაკენ? ))


პირველ რიგში,მოკლედ გეტყვით გაგრძელებას..))
ქალი,იმ კარისაკენ მიუთითებს საითაც ვეფხვი იმალება )
და ვაჟი,რათქმაუნდა ბრმად მიყვება მის მითითებას...........


დავიწყოთ პირველი კითხვით:
1)რომელი კარისაკენ მიუთითა ქალმა?
ამ კითხვაზე,უმეტესობამ უპასუხა რომ მიუთითებდა კარისაკენ სადაც ვეფხვი იყო,და თქვენ მართლები ხართ ))
აქედან გამომდინარე,იკვეთება დადებითი თვისება,შეიცნო ადამიანი მისი ხასიათებიდან გამომდინარე და წინასწარი დასკვნები თავად გააკეთოთ!
შეიძლება თქვენ არ ეთანხმებოდეთ ქალის საქციელს,ნამდვილ სიყვარულს ეძებდეთ,მაგრამ უნდა გვესმოდეს,რომ ზოგერთი ადამიანისთვის პირველ რიგში თავისი თავია,მეორე ხარისხოვანია "სხვა"

2)წავიდოდა თუ არა ვაჟი მითითებული კარისაკენ?
აქ პასუხები უფრო განსხვავებული იყო.
ზოგი თვლიდა, რომ ბედის ანაბარად დატოვებული ბიჭი ქალის მითითებას გაყვებოდა,ზგოიც კი პირიქით...

მათ ვინც ფიქრობდა,რომ ვაჟი მითითებას არ გაყვებოდა,უკანა პლანზე გადაწიეს სიყვარული,თუნდაც იმ შორეულ დროში)მაგრამ ყველამ იცის,რომ სიყვარული ერთგულებაა,ერთგულება და ნდობა)

მათ ვინც ფიქრობდა,რომ ვაჟი მითითებას გაყვებოდა,სწორი აღმოჩნდა.
მას არაფერი შეეძლო,თუნდაც იმის გააზრებას,რას შეთავაზებდა ამაყი ასული.
ის უბრალოდ მიენდო და მარჯვენა კარისაკენ წავიდა.


თქვენი აზრი:
3)თქვენ როგორ მოიქცეოდით ქალის ადგილას?
ვინც თქვა,რომ მიუთითებდა კარისაკენ,სადაც ვეფხვი იმალებოდა ხასიათება ასე:
თქვენ ძალიან მტკიცე ხასიათის ხართ!გირჩევნიათ საყვარელი ადამიანი მკვდარი იხილიოთ,ვიდრე სხვა ქალთან(კაცთან) ბედნიერი.თუმცა თქვენი უარყოფითი თვისებაა,რომ ადვილად შეგიძლიათ უაღალატოთ მას,თუ ამით თქვენს პრინციპებს დაიცავთ.არ გიყვართ წაგება და მზად ხართ,შეხვდეთ ყველანაირ სირთულეებს))

მან ვინც თქვა,რომ მიუთითებდა კარისაკენ საითაც ქალი იმალებოდა ასე ხასიათდება:
ხართ ერთგული ადამიანი.გჯერათ ნამდვილი სიყვარულის,და მიუხედავად თქვენი პრინციპებისა,მზად ხართ ის ყოველთვის ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დააყენოთ.
ვლინდება ხასიათის კეთილი შტრიხი,რომელიც არ გაძლევთ საშუალებას საყვარელი ადამიანი გაწიროთ )) რინგი ხომ ჩვენი ნამდვილი ცხოვრებაა,და თქვენ ხშირ შემთხვევაში მზად ხართ დათმობებზე წასასვლელად....


4)წახვიდოდით თუ არა,მითითებული კარისაკენ? ))
ვინც დაწერა პასუხად კი....:
თქვენ ადვილად ენდობით ადამიანს.ზოგჯერ შეიძლება სხვისი რჩევა უფრო ფასეული იყოს თქვენთვის,ვიდრე ის თუ რა აზრის ხართ ამათუიმ საკითხზე თქვენ.
არ გეშინიათ შედეგების,რაც საყვარელი ადამიანის რჩევას შეიძლება მოყვეს.
თქვენში ჭარბობს ოპტიმიზმი.

ვინც დაწერა არა....:
ეს პასუხი,ჩემი(პირადად ჩემი) დაკვირვებით ბიჭებს უფრო აქვთ))
ახლა გოგოები ვართ და ყველას გვჯერა,რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს გვიღალატებს,ჰომ იცით?სუსტი სქესი ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებთ...
ბიჭების უმრავლესობამ კი ამ კითხვას" არა" უპასუხა))
დიახ! ისინი არ ენდობიან თავიანთ სატრფოს.თავის თავზე დამოკიდებულნი არიან,და ამ თვისებას სიცოცხლის ბოლო წამამდე ინარჩუნებენ.ურჩევნიათ თვითონ დაუშვან შეცდომა,რათა თვითონვე აგონ პასუხი,ვიდრე ეს სხვისი მიზეზით მოხდეს.

პასუხებში ყველაფერი სრულად ვერაა!
ეს ისაა რაც დამამახსოვრდა.თუ ჩავიგდე ხელთ ის ტესტი დავამატებ,
მაგრამ ძირითადი ესააა.))
შესაბამისად ტესტის მიზანი იყო ის,პასუხებში ამოგცნოთ თქვენი თავი,არამედ ის ცოტა მაინც ჩაფიქრებულიყავით ამ ცხოვრებაზე..))
მადლობთ ვინც დრო დამითმეთ!!





უპასუხეთ კითხვებს და შედეგბს დავდებ ცოტა ხანში))
თუ რაიმე ვერ გაიგეთ ტექსტში მკითხეთ ))
პასუხი შეგიძლიათ დაასაბუთოთ!


კატეგორია: ♥ ტესტი | ნანახია: 1322 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 221 2 3 »
2013-03-02 Spam
dsalian kargia kochag)