მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მაისი » 25 » Poor Girl's Dreams (Part 4)
7:52 PM
Poor Girl's Dreams (Part 4)

მმ.მმ პირში რაღაც გამეჩხირა,პირიდან ბეჭედი გამოვიღე და ნიკას გაოცებული შევხედე.

 -ნიკა ეს რა არის ? (მე)

 -ბეჭედი,მაგრამ არ ვიცი ვისია,ოფიციანტ თუ შეიძლება (ნიკა)

 ოფიციანტი მოვიდა და ნიკამ კითხა:

 -უკაცრავად ეს რა არის ?

-ვაიმე დიდი ბოდიშით,ნაყინები ამერია წინა მაგიდისთვის უნდა მიმეტანა ეგ ნაყინი,თუ შეიძლება ბეჭედი მომეცით.(ოფიციანტი)

 -აი ინებეთ,გულისიღრმეში მინდოდა რომ ეს ბეჭედი ჩემი ყოფილიყო,მაგრამ რას ვიზამდით.

 -ნიკა მგონი უკვე გვიანია მე წავალ.(მე)

 -კარგი გადავიხდი და წავიდეთ.(ნიკა)

 -არა მადლობ მირჩევნია მარტო წავიდე,გასეირნება მომინდა.(მე)

 -კარგი მაშინ ფეხით წავიდეთ (ნიკა)

 -არაა,არა ნიკა შენ ვერ გამიგე,მარტო მინდა ყოფნა.(მე)

 -კარგი მაშინ ხვალამდე.(ნიკა)

 -კარგი აბა ჰეე.(მე)

მე ავდექი,კურტკა მოვიფარე და წავედი,მთელი გზა იმ ბეჭედზე ვფიქრობდი,ისე გავერთე რომ ვერც კი მივხვდი სახლთან როგორ მივედი.სახლში შევედი,ლოგინზე წამოვწექი,საბანი გადავიფარე და დასაძინებლად მოვემზადე მაგრამ ამ დროს კარებზე კაკუნის ხმა მომესმა,ძალიან შემეშინდა,გამიკვირდა ამ შუაღამისას ვინ უნდა ყოფილიყო,ფეხზე ავდექი,ხელში ჯოხი დავიჭირე და კარების გასაღებად მოვემზადე,კარები გავაღე და უცბად გავიე:


-არ ჩამარტყა ნიკა ვარ.


-შენ დღე და ღამე აგებნა?ძალიან შემაშინე,რა გინდა ?


-სახლში არ შემომიშვებ?ძალიან ცივა.


 -აა,სახლში შემოშვებაც მომინდომე რაა,კარგი მითხარი რა გინდა,ძალიან მეძინება.

-იცი დღევანდელი დღისთვის მინდოდა ბოდიში მომეხადა,დღეს მივხვდი რამდენან მნიშვნელოვანი ვარ შენთვის.

 -რაა?შენ მართლა გაუბერე ხოო?თუ მორჩი შეგიძლია წახვიდე.

 -აა,სახლიდან მაგდებ ?

 -და სახლში ხარ?ნახვამდის.

 -გეფიცები თუ არ მომისმენ აქ დავიძინებ და ხვალ შენ კარებთან მიპოვი მძინარს.

-კარგი,როგორც გინდა შენი ნებაა,თუ კარგად მოეწყობი შეგიძლია დარჩე.ეს ყველაფერი ვუთხარი და კარი მივუხურე.მეგონა ნიკა იტყუებოდა მაგრამ ასე არ აღმოჩნდა,ის მართლაც კარებთან დაწვა და ძილისთვის მოემზადა.არ ვიცოდი რა მექნა,ახლა რომ გავსულიყავი იგი იფიქრებდა რომ მიყვარდა და ეს მე არ მინდოდა,მაგრამ რო არ გავსულიყავი გული არ მომითმენდა.ვფიქრობდი ის სახლში შემომეშვა თუ არა,მისთვის საბანი გამეტანა თუ არა,არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი,იმ დროს რომ დაგენახეთ იფიქრებდით შეყვარებულიაო.ფიქრებში გართულს დამეძინა.დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს.

 ჰეხზე ავდექი,კბილები გავიხეხე და უცბათ გამახსენდა რომ ნიკას გარეთ ეძინა.კარები გავაღე და დავინახე რომ ძირს იწვა და გემრიელად ეძინა,ალბათ კარგ სიზმრებს ნახულობდა.სახლში შევედი წყლიტ სავსე ვედრო ავიღე და ნიკას თავზე გადავასხი.ნიკა გაფითრებული წამოხტა,მე გულიანად გავიცინე.-რა გაცინებს გაგიჟდი?

 -არა,მაგრამ შენ ხელში აუცილებლად გავგიჟდები.

 -შეგიძლია წახვიდე უკვე გათენდა.

 -თუ არ მომისმენ კიდე აქ დავრჩები და ხვალ მძინარს კი არ დამინახავ არმედ მკვდარს.

 -კარგი გისმენ.

-შენ გადამრიე,გამაგიჟე,შენმა სილამაზემ და შენმა სიჯიუტემ,აღარ ვიცი რა გითხრა რომ შემიყვარო,მოიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ.(ხმამაღლა ყვიროდა)


თავს ძლივს ვიკავებდი,რომ მისთვის ყველაფერი მეთხვა,ვფიქრობდი ან ეხლა წამომცდება ან ეხლათქო.

 -ნიკა,მეც მეც...

 -რა,რა მითხარი.

 -არაფერი, არაფერი.

 -მითხარი,გისმენ.აშკარად რაღაცის თქმა გინდოდა.

 -მეც მიყვარხარ.

 ნიკა გახარებული მომვარდა,ხელში ამიყვანა და მაკოცა.

 -ნიკა ეხლავე ხელი გამიშვი,ჩამომსვი,ვინ გითხრა მაკოცეო ?

 -შენ არ მითხარი მიყვარხარო?

 -მე გითხარი მიყვარხართქო და არა მაკოცეთქო.

 -აი ამ ქალებს ვერაფერს გაუგებ.

 -აა,კიდე მე ვერ მიგებ ?ხვდები რომ ჩხუბში გადავდივართ?

 -კარგი გეყოფა,მოკლედ სულ მე უნდა დაგითმო რა,შედი ეხლა ჩაიცვი და წავიდეთ.

 -და უკაცრავად თუ შეიძლება გკითოხთ სად უნდა წავიდე?მე დღეს შენთან ერთად წასვლას არ ვაპირებდი,მინდა გაგახსენო რომ ამ ქვეყანაზე მარტო შენ არ ხარ და მეც მაქვს ჩემი ცხოვრება და ჩემი ცხოვრება შენით არ შემოისაზღვრება.ხო კიდევ შეგიძლია წახვიდე.

 -არა რა ვერაფერი გამიგია,წეღან მეუბნები მიყვარხარო მერე მეჩხუბები რატო მაკოცეო,ძალიან გაუგებარები ხართ ეს ქალები.

 -კიდევ გიმეორებ რომ მე მხოლოდ ის გითხარი რომ მიყვარხარ,მაგრამ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია.

 -ახლა წავალ მაგრამ აუცილებლად მოვალ.

-მე ნიკას კარები მივუხურე.არ ვიცი ასე რატო ვექცეოდი,შეიძლება იმიტომაც რომ მეშინოდა ჩვენი ურთიერთობა...არა არა ყველაფერი სისულელეა,დებილი ხარ ნატა,შენ მისთვის ეს არ უნდა გეთქვა,შენ მას იმედი მიეცი,შეიძლება ის მართლაც მოგწონს მაგრამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვევდებით.არა არ ვიცი რა ვქნა,ძალიან დავიბენი,დამოუკიდებელი გოგონა ვიღაცას მიეჯაჭვა,არაა არ ეს ყველაფერი ფარსია და მეტი არაფერი.არ ვიცი მას მართლა ვუყვარვარ თუ არა,არა არა ამ სისულელეებზე ფიქრი უნდა შევწყვიტო.ძალიან ბევრი საქმე მაქვს.ტანსაცმელი უნდა გავრეცხო,საჭმელი უნდა გავაკეთო,სახლი უნდა დავალაგო,აღარ ვიცი საიდან დავიწყო.

დრო ისე გავიდა ვერც შევამჩნიე მაგრამ ძალიან დავიღალე,ეხლა მაღაზიაში წავალ მარწყვს ვიყიდი და ნამცხვარს გავაკეთებ.გარდირობი გამოვაღე ჯინსის შარვალი ჩავიცვი და ბაზარში წავედი.იქ მარწყვი და ხილი ვიყიდე,კიდე 2 კილო პომიდორი და კიტრი,მოკლედ ყველაფერი რაც მინდოდა და სახლში დავბრუნდი.პარკიდან საჭმელიდა ხილი ამოვალაგე და მარწყვის გარეცხვას შევუდექი.

რაღაც წიგნი ვიპოვე და ნამცხვრის რეცეპტი ამოვიკითხე.100 გრამი კარაქი,1 ცალი კვერცხი,3 ჭიკა ფქვილი,800 გრამი მარწყვი,300 გრამი არაჟანი,20 გრამი ვანილი,მოკლედ ნამცხვრის მზადებას შევუდექი,უკვე გავამზადე და დუხონკაში შესადებად მოვამზადე,ამ დროს კარებზე კაკუნის ხმა გავიგე და კარებისკენ წავედი,კარები გავაღე და ნიკა დავინახე ყვავილებით ხელში.-აი ეს შენ.

-მადლობ მაგრამ საჭირო არ იყო.

 -კაი მიდი ვაზაში ჩადეე,მმმ.მმ რა გმრიელი სუნია.

 -ხო შემოდი,ნამცხვარს ვაკეთებ.დაჯე მე მანამდე ყვავილებს ჩავდებ ვაზაში.

გასქურასთან მივედი და ნამცხვარი გამოვიღე.

-გაკეთდა უკვე და რო გაცივდება ვჭამოთ იმედია მოგეწონება და თუ არ მოგეწონა არ დამცინო (მე)

-კაი რა შენ გაკეთებულს შხამიც რომ იყოს შევჭამ (ნიკა)

-კაი რა ნუ სიაფანტობ (მე)

-უიი ხო დღეს ლოს-ანჯელესიდან ჩემი და ჩამოდის(ნიკა)

- გილოცავ რა კაარგია, ალბათ მოგენატრებოდა რამდენი ხანია არ გინახავს (მე)

-კი ძალიან მომენატრა, ნამცხვარი ვჭამოთ და ერთად წავიდეთ (ნიკა)

-ხო გაცივდებოდა ნამცხვარი და დავჭრი,ოღონდ იცოდე არ დამცინო(მე)

მე ნამცხვრის დაჭრას შევუდექი ნამცხვარი კი ასე გამოიყურებოდა:

ნამცხვარი მაგიდასთან მივიტანე და ნიკას ვუთხარი:

-გასინჯე და თუ არ მოგეწონა არ შეიმჩნიო :დ (მე)

-ვეცდები :დ (ნიკა)

ნიკამ ნამცხვარი გასინჯა და დაიჭყანა მე კი შევცბი.

-რა არის არ მოგეწონა? (მე)

-არა გემრიელია მაგრამ შაქარი აკლია (ნიკა)

-დამაცადე გავსინჯო (მე)

ნამცხვარი გავსინჯე და მივხვდი რომ შაქარი მართლაც აკლდა.

-კარგი არაუშავრს სადმე კაფეში გავიაროთ და ვჭამოთ (მე)

-მიდი კაი ჩაიცვი და წავედით არ დაგვაგვიანდეს (ნიკა)

-კაი დამელოდე ავალ და მალე ჩამოვალ (მე)

-კაი მიდი გელოდები (ნიკა)

მე უცბად ჯინსის შორტი ამოვიცვი,მაიკა გადავიცვი და კეტები ჩავიცვი.

-ნიკა მზად ვარ აბა წავედით (მე)

მე და ნიკა აეროპორტში მივედით და თეკლას ველოდებოდით (ველოდებოდი მაგრამ მას მე არ ვიცნობდი და ვერ ვცნობდი იგი რომელი იყო)

ნიკამ უეცრად თქვა:

-ნატა აი ჩამოვიდა თვითფრინავი წუთი-წუთზე გამოვა

-წარმომიდგენია როგორი ბედნიერი ხარ,მეც ასეთი ბედნიერი ვიქნებოდი და ან ძმა რო მყოლოდა (მე)

აი ნატა ჩამოვიდა,ის არის.

ნიკა მისკენ გაქანდა და ჩაეხუტა.

ისინი ჩემთან მოვიდნენ.

-გაიცანი ნატა ეს ჩემი დაა თეკლა (ნიკა)

-სასიამოვნოა თეკლა (მე)

-ჩემთვისაც,ნიკა ეს ის გოგოა რომელზეც ასე შეყვარებული ხარ? (თეკლა)

მე გაკივრვებული სახით შევხედე

-განა ყველაფერი აუცილებელია თქვა რასაც გიყვებოდი თეკლა(ნიკა)

-რას გიყვება ჩემზე ცუდს თუ კარგს? :დ (მე)

-ეხლა სახლში წავიდეთ და იქ იჭორავეთ (ნიკა)

 მე და თეკლამ ერთმანეთს შევხედეთ და გავიცინეთ


ცოტათი პატარაა მაგრამ მეტი ვეღარ მოვასწარიი :** თუ დააკომენტარებთ კბირდებით მომდევნო თავი ძაალიან ძალიან მაგარი იქნებაა :*** აბა თქვენ იცით დააკომენტარეთ :*** ისე დიდი მოთხრობა არ იქნება და რომ იცოდეთ მაინც biggrin

                                          დაამოწმა:anukaanka<3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 662 | დაამატა: Butterfly | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2012-05-26 Spam
male male male