მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მაისი » 20 » Poor Girl's Dreams
10:42 PM
Poor Girl's Dreams

მე ვარ უბრალო გოგონა,რომელმაც არ იცის რას წარმოადგენს ამ ქვეყანაზე,ყავს თუ არა მშობლები და ნათესავები,მხოლოდ ის ვიცი რომ 16 წლის ვარ და ნატა მქვია.ყველა ჩემი თანატოლის ოცნება რადიკალურად განსხვავდება ჩემი ოცნებისგან.ჩემი ოცნებაა რომ მყავდეს დედ-მამა და გავიგო თუ რატომ მიმატოვეს.

***

დილა გათენდა,ადრიანად გამეღვიძა.ძალიან მშიოდა და ამიტომაც ნაგვის ბუნკერთან მივედი საჭმლის მოსაძებნად.იქ ერთი პარკი იყო,ძალიან დამაინტერესა იქ რა იდო და ამიტომაც გავხსენი.ძალიან ლამაზი კაბა იდო,შეიძლება ვინც გადააგდო იმისთვის ძველი მაგრამ ჩემთვის ახალი იყო.გადავწყვიტე ჩამეცვა,ძალიან მიხდებოდა,ასეთი კაბა ცხოვრებაში არ მქონია.მაგრამ სახე ისეთი ჭუჭყიანი მქონდა რომ სახის ფონზე კაბა აღარც ჩანდა.ამიტომ სახეც დავიბანე,შემდეგ მაგაზიის ვიტრინაში ჩავიხედე,გაკვირვებული ვიყავი,კაბამ და ახალმა ვარცხნილობამ სრულიად შემცვალა.



მაღაზიასთან განცხადება იყო მიკრული.იქ ეწერა რომ ვინც მღეროდა შეეძლო მისულიყო იქ დაწერილ მისამართზე და კონკურსში გამარჯვებული გაემგზავრებოდა უცხოეთში.კარგად ვმღეროდი მაგრამ არასდროს არ მიმღერია საზოგადოების წინაშე.ამიტომ გადავწყვიტე რომ ბედი გამომეცადა,მაგრამ მხოლოდ ერთი პრობლემა მქონდა,არ მქონდა სახლი და ამიტომ სიმღერის მომზადება მჭირდებოდა.ჩემში ჩასახული იმედის ნაპერწკალი გაქრა,სანამ უეცრად ერთმა აზრმა გამიელვა თავში.სკოლასთან ახლოს ერთი პატარა მიტოვებული ქოხი იყო,გადავწყვიტე იქ მისვლა.მართლაც მივედი იმ ადგილას და სახლის კარი შევაღე.კარი ღია იყო და ძალიან გამიხარდა,ყველაფერი მტვერში იყო გახვეული.საცხოვრებელი პირობები ჩემთვის შემნილი იყო.მხოლოდ ორიოდე ჭიქა,ერთი მატრასი,კარადა და სკამი იდგა,მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი იყო.იქაურობის დალაგება დავიწყე,ძალიან დავიღალე.ინტერესი მკლავდა ,რომ კარადა გამომეღო და მენახა შიგნით რა იდო.გამოვაღე და გაოცებული დავრჩი,შიგნით კაბები და ფეხსაცმელი იყო,ძალიან გამიხარდა რადგან ასეთი რაღაცეები არასდროს მქონია.ერთ-ერთი კაბა ამოვარჩიე, გავამზადე ყველაფერი რაც ხვალ უნდა ჩამეცვა.ამ დროს გამახსენდა,რომ დღიურისთვის სახელი არ მქონდა დარქმეული,ამიტომ მას კიწი დავარქვი,მგონი ცუდი არ არის.ძალიან დაღლილი ვიყავი და ამიტომ მალე დამეძინა.


როდესაც გავიღვიძე მზიანი ამინდი დამხვდა,მალე ჩავიცვი და სააგენტოში გავიქეცი,მინდოდა რომ არ დამეგვიანა.იქ რომ შევედი გაოცებული დავრჩი,რადგან...


ეს საცდელი თვაი იყო.. გთხოვთ დააკომენტარეთ,რადგან თქვენს კომენტარებზე იქნება დამოკიდებული გავაგრძელებ თუ არა ამ მოთხრობას..:**

იმედია მოგეწონათ<3:*

                                                                                                   დაამოწმა:anukaanka

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 744 | დაამატა: Butterfly | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 151 2 »
2012-05-22 Spam
au rato? me10 tavi bolo iyo?((