მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 25 » Play With The Shadows =Part 6=
4:59 PM
Play With The Shadows =Part 6=

Play WithThe Shadows


Every Murderer Is Probably Somebody's Old Friend
- Agatha Christie







ჩაფიქრებული ეშლი კაბინეტისკენ მიმავალ გზას გაუდგა. ფიქრობდა მოვლენებზე და ფაქტებზე, რომლებიც იმ დღეს მოხდა. გატეხილი თავი, ფურცელი უაზრო რიცხვებით, მოპარული მანქანა და კიდევ მრავალი რამ მას თავგზას უბნევდა. ბოლოს თავი გააქნია და დერეფანში მდგომ მეთს მიუახლოვდა.
- გადავიფიქრე!- ხმამაღლა თქვა ეშლიმ
- რა გადაიფიქრე?- გაკვირვებულმა ჰკითხა მეთმა, რის შემდეგაც ერთად გააგრძელეს გზა.
- შეუძლებელია მკვლელის პოვნა ასეთი ცოტა ფაქტებით... ყოველშემთხვევაში ახლა! მანქანას ეძებენ, რომელიც შესაძლებელია საერთოდ ქალაქიდან უკვე კარგა ხნის გასულია!
- რომელ მკვლელობაზეა საუბარი?
- მაიკ დევისი მოკლეს! მე და ის ყეყეჩი ვიძიებთ. დამნიშნა ბილმა საბავშვო ბაღის გამგედ!
- არ ვიცნობდი...- მეთი ჩაფიქრდა და ცოტა ხანში გააგრძელა - საბავშვო ბაღის გამგედ? ნეითი შენი ტოლი არ არის?!- სიცილით თქვა მან
- ჩემზე სამი წლით დიდია.
მეთი ახლა სულ გადაბჟირდა.
- აბა, საბავშვო ბაღი რა შუაშია?
- შენ რაღა მოგივიდა? არაფერი არ იცის! მსგავსი უტვინოები მე პირადად არაფერში მჭირდება! ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს!
ეშლი თავის კაბინეტში შევიდა მეთთან ერთად, სადაც ასეთი სურათი დახვდათ: ნეითი ეშლის მაგიდასთან იჯდა, თანაც ფეხები ზედ მაგიდაზე ჰქონდა შემოლაგებული, ცალ ხელში ეშლის აიფონი ეჭირა, მეორეში კი ლუდის ბოთლი,რომელიც უკვე ნახევრად ცარიელი იყო. მეთს ამ ყველაფერმა ღიმილი მოჰგვარა, ეშლი კი გაცოფდა.
- არ მეგონა ასე მალე თუ მოხვიდოდი! გეფიცები არაფერი მინახავს! უბრალოდ ერთი სიმღერა მომეწონა და გადმოვწერე- მორცხვად თქვა ნეითმა და წამოდგა. ეშლი არც კი დაფიქრებულა, იარაღი ამოიღო და ნეითს შუბლზე მიადო.
- რას აკეთებ? - ნეითმა ბოთლი მაგიდაზე დადო.
- შენ მე ვინ გგონივარ?



- და შენ ვინ გგონივარ მე? იქნებ ერთხელ და სამუდამოდ შეეგუო,რომ მეც ისეთივე უფლებები მაქვს როგორიც შენ!- თითქმის ყვირილით თქვა ნეითმა.
ეშლიმ იარაღი გადატენა და ნეითს დაუმიზნა
- თუმცა რას ვაკეთებ... იცოდე! შენნაირების სისხლში ხელებს არასოდეს გავისვრი- იარაღი შეინახა და მაგიდიდან აიფონი აიღო.
- იდიოტი! იცოდე,რომ ეს სამსახურია და არა...- თქვა ეშლიმ, თუმცა მეთმა წინადადება შეაწყვეტინა- მოდი ამ ერთხელ აპატიე! ჯერ კარგად არ გიცნობს და თანაც... ლუდი მეც მინდა - მეთი მაგიდას მიუახლოვდა.
- აპატიე- გამოაჯავრა ნეითმა და ფანჯარას მიუახლოვდა.
- მოდი დღეს სადმე წავიდეთ ერთად, ყველა... რას იტყვით?
- კარგი აზრია - თქვა ნეითმა.
ოთახში სოფია და ჰარი შემოვიდნენ.
- რა არის კარგი აზრი?- იკითხა სოფიამ.
- შენ სხვის საუბარს რომ არ უნდა უსმინო არ იცი? - უთხრა ჰარიმ.
- კარგად იცი,რომ ეს წუთია რაც შემოვედი და უბრალოდ ყურში მომხვდა .
- მართლა, რა ხდება? - იკითხა ჰარიმ. სოფიას გაეღიმა.
- გადავწყვიტეთ სადმე წავიდეთ ერთად - თქვა მეთმა
- კარგი აზრია! კაფეში წავიდეთ. ახლა გაიხსნა და ჯერ არ ვყოფილვარ - თქვა სოფიამ
- მე არ მოვდივარ! - გამოაცხადა ეშლიმ
- ჩემს გამო?- იკითხა ნეითმა
- თუმცა მოვდივარ, გადავიფიქრე - თქვა ეშლიმ და კაბინეტიდან გავიდა.
დაახლოებით ნახევარ საათში კაფეში მივიდნენ და ერთ მაგიდასთან დასხდნენ.
- ელისი არ პასუხობს და ლილი მალე მოვა- თქვა სოფიამ სკამზე დაჯდომისთანავე.
- გამაგიჟებს ეგ გოგო! - ამოიოხრა მეთმა
- შენ ისედაც არ ხარ მთლად დალაგებული - სიცილით თქვა სოფიამ.
- სოფ, შენ მაგას არ უნდა ეუბნებოდე - თქვა მის გვერდით მჯდომმა ჰარიმ,რის გამოც სოფიას იდაყვი მოხვდა.
- მეტკინა!
- რომ არ გტკენოდა არ ჩაგარტყამდი- კმაყოფილი სახით თქვა სოფიამ.
- ელისი ისევ ეწევა, ვერ მოვაშლევინე!- თქვა მეთმა
- არ ვიცოდით- სიცილით თქვა ჰარიმ
- ეგ სასაცილო არ არის იდიოტო! - უთხრა სოფიამ
- რავიცი მე მეცინება. მომწონს როცა გოგო ეწევა და თანაც ელისს უხდება.
მეთმა თავი გაიქნია და მათკენ მომავალ ყავისფერთმიან გოგონას შეხედა.
- თქვენ უჩემოთ დაიწყეთ ჭამა? უსინდისოები - გოგონამ სიცილი დაიწყო
- დღეს რაღაც სხვანაირად გამოიყურები - აღნიშნა მეთმა



- ხო რავიცი, გადავიღალე.
- ეს ვინ არის? - ჰკითხა ნეითმა სოფიას, მან კი ბოლო ხმაზე დაიწყო ხარხარი
- შენ რა მეხუმრები? ლილია!
- კი, მე ლილი ვარ და რა ხდება? რომელს დაგავიწყდათ ჩემი სახელი, რომელს გამოგჭრათ ყელი?
- ნეითს- სიცილით თქვა სოფიამ
- დიდად მადლობელი დაგრჩები - ჩაილაპარაკა ეშლიმ
- ნეითმა ჯერ არ იცის,რომ ლილი თმას ყოველდღე იღებავს - თქვა მეთმა
- ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც კი!- დაამატა ჰარიმ
- მართლა? - გაკვირვებულმა თქვა ნეითმა
- ეგ იმას არ ნიშნავს რომ ცუდი თმა მაქვს! ჩემი თმის ხარისხი საუკეთესოა! - თავმომწონედ თქვა ლილიმ და თმა ხელით ააფრიალა.
- მაგაში ეჭვი არავის არ ეპარება - თქვა მეთმა.
- ელისი ისევ არ მპასუხობს, ნეტავ რა სჭრის? - იკითხა სოფიამ
- რა უნდა სჭირდეს?! ბევრი საქმე აქვს შენნაირი უსაქმური კი არ არის! შენ და ჰარი სამსახურში მოსვლას აღარც კადრულობთ!- ლილიმ ჰარის გადახედა.
- დღეს ვიყავით! - თქვა ჰარიმ
- მართლა? როდის? რატმოღაც ვერ შეგამჩნიეთ, - ირონიულად თქვა ლილიმ
- იყვნენ მართლა, ოღონდ 10 წუთით. ისიც ეშლის და ნეითის კაბინეტში და საქმე საერთოდ არ უკეთებიათ - თქვა მეთმა
- სხვათაშორის დღეს საქმე არც გვქონია და თანაც სულაც არ გვინდა,რომ ეშლისნაირი გაუნათლებლები ვიყოთ - თქვა სოფიამ.
- კი, როგორ არა. განსაკუთრებით ჰარის - სიცილით თქვა მეთმა
- მართალი ხარ! რამდენადაც ვიცი ჰარი არც სკოლაში დადის და არც სამსახურში! - თქვა ლილიმ



- დღეს ვიყავი მეთქი და შევცვალოთ ახლა თემა!- თქვა ჰარიმ
- რა ქენით იმ საქმეზე? ეშლი და ნეით!- იკითხა ლილიმ
- აქ ნეითი რა შუაშია?- ეშლიმ ირონიული სახით გადახედა ნეითს და თქვა - რაც შეეხება მაგ საქმეს, ახალი არაფერია.
- მე საერთოდ მგონია,რომ მკვლელს შეეძლო ქალაქიდან წასულიყო,რადგან...- თქვა ნეითმა, მაგრამ დასრულება ვეღარ მოასწრო, რადგან ეშლიმ შეაწყვეტინა.
- სისულელეა! შენი უაზრო ჰიპოთეზები შენთვის შეინახე, არავის აინტერესებს! რატომ წავიდოდა ქალაქიდან! ჩიკაგო საკმაოდ დიდია იმისთვის,რომ ერთი ადამიანი დაიმალოს, თანაც დამალვა არ სჭირდება, რადგან მისი ვინაობა არ ვიცით. ხომ ვთქვი დიდი ქალაქია მეთქი, ამიტომ მკითხაობას ვერ დავიწყებთ თუ ვინ არის მკვლელი, არც ვარიანტები გვაქვს... მოკლედ! შეგიძლია ყველა სისულელე რაც თავში მოგივა არ თქვა და იქიდან გამომდინარე,რომ შენ სისულელეების მეტს არაფერს ამბობ გაჩუმდი!
- ამოისუნთქე!- თქვა მეთმა და გაეცინა, რადგან მხოლოდ მან იცოდა,რომ ეშლი ერთი საათის წინ ზუსტად იმავეს ფიქრობდა, რასაც ნეითი ახლა.
- ერთი სიტყვა არ შემარჩინო! - თქვა ნეითმა.
- ეგ ერთი არ ყოფილა. - ირონიულად თქვა ეშლიმ.
- მორჩით! გეყოფათ! დაამთავრეთ! დავიღალე უკვე თქვენი მოსმენით! - თქვა ლილიმ.
- არ გესმით? რამდენი ხანია ვამბობ წყალი მომიტანეთ მეთქი! რაღაც გადამცდა და ვიხრჩობი! - გაჭირვებით ამბობდა სოფია.
- როგორ გეტყობა - სიცილით თქვა ჰარიმ.
- წვენი გიდევს წინ და წყალი რად გინდა? - ჰკითხა მეთმა.
- მართლა გადამცდა,მაგრამ არ ვიხრჩობოდი! უბრალოდ გამოგცადეთ და მივხვდი, რომ თქვენი იმედი არ უნდა მქონდეს .- თქვა სოფიამ.



- შენ ეგ ეხლა გაიგე? - თქვა ჰარიმ და დაამატა - ვხუმრობ,ხომ იცი, რომ შენი გულისთვის თავს მოვიკლავთ.
- ჩემი გული სავსებით კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ შენ თუ გინდა მაინც მოიკალი. იარაღი ხომ გაქვს? თუ გინდა გათხოვებ არ მენანება, - სოფიამ კმაყოფილი სახით მიმოიხედა ირგვლივ.
- ჰარი სხვის მაგივრად ნუ ლაპარაკობ - თქვა ლილიმ და ცოტა ხანში დაამატა - მემგონი დროა დავიშალოთ!




დადებას არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც დავდე... წინა თავს 36 ნახვა და 6 კომენტარი ჰქონდა. თუ ნახავთ კომენტარის დაწერა ნუღარ დაგეზარებათ : )) ეს თავი ისეთი არ გამომივიდა, როგორიც მინდოდა... შემდეგი თავი ძალიან დიდი და საინტერესოა,წინ წვეულება და ინტრიგა გელოდებათ. თუ დააკომენატრებთ დავდებ და თუ არა, შუაზე გავყოფ biggrin

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 745 | დაამატა: NMLL | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2013-06-26 Spam
კარგი იყო )