მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 19 » Play With The Shadows (Part 1)
6:14 PM
Play With The Shadows (Part 1)


 Play With The Shadows 
★პირველი თავი★ 
იმედია მოგეწონებათ: ))
 






ჩამავალი მზის სხივები მიტოვებული შენობის ფანჯრებში ირეკლებოდა. ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. ამ ჩამკვდარ ადგილას მხოლოდ ერთი ადამიანის ხმა ისმოდა და ეს ხმა თითქოს გარემოს დაძინების საშუალებას არ აძლევდა. ვიღაც სწრაფად, გაუჩერებლად ყვებოდა რაღაცას ჩახლეჩილი ხმით. ისე, თითქოს მალე ეს მილეული ხმაც მიწყდებოდა და ადგილი, სადაც მხოლოდ ერთი პაწაწინა ნათურა ანათებდა, სამუდამოდ დაიძინებდა.



განათებულ ოთახში ახალგაზრდა გოგონა ბოლთას სცემდა და დაკვირვებით ათვალიერებდა ოთახს,რომელიც უცნაურად გამოიყურებოდა: ალაგ-ალაგ ჩამოხეული შპალერი, აბლაბუდებში გახვეული კედლები და აქა-იქ ავეჯი, რომელიც მტვრით იყო დაფარული. მხოლოდ ამ ყველაფრის კარგად შესწავლის შემდეგ გაახსენდა მას, თუ რისთვის იყო ამ ადგილას მისული.ამავე ოთახში მყოფი კაცისკენ შემოტრიალდა და წამით მისი ფეხიდან წამოსულ სისხლს და იქვე, ძირს დაგდებულ დანას დააშტერდა. გოგონას გაკვრივება ზიზღმა შეცვალა.




- მოკეტე! უკვე სამი საათია გისმენ და ისევ იმავეს იმეორებ! მიზეზი და მეტი არაფერი! არ მაინტერესებს ეს უაზრო ისტორია, რომელიც უკვე მილიონჯერ მოვისმინე შენნაირი უმაქნისებისგან! მე მხოლოდ მიზეზი მინდა!
- მე მეტი არაფერი არ ვიცი - თქვა კაცმა და მძიმედ ამოისუნთქა.
სისხლდენა ჯერაც არ შემწყდარიყო. გოგონამ რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ გადაწყევტილება წამებში შეცვალა და მას მიუახლოვდა. ამ დროს მისი ჩანაფიქრი მობილურის წკრიალა ზარმა გაწყვიტა. სახეზე უკმაყოფილება დაეტყო და ზარს უპასუხა.




- გასაგებია - თქვა მან და მობილური გათიშა. რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ თქვა - რამე ხომ არ გაქვს სათქმელი?
- უკვე ყველაფერი გითხარი- თქვა და სიმწრისგან ხელები ჭრილობაზე დაიდო

- ინფექცია შეგეჭრება - სიცილით თქვა გოგონამ და მაშინვე დაამატა - მე ამას არ ვამბობდი. ვიგულისხმე საყვარელი ადამიანი, ოჯახი, მეგობარი ან სხვა ვინმე ხომ არ გყავს მეთქი?
- რას აპირებთ? - უკვე ცრემლნარევი ხმით გააგრძელა მან.
- უბრალოდ სიკვდილის წინ ყველას ვაძლევ ბოლო სიტყვის თქმის უფლებას და გამონაკლისი არც შენ ხარ.
- რა? ხომ, მაგრამ მე, მე,მე არაფერი დამიშავებია,არაფერ შუაში არ ვარ, მეტი არაფერი არ ვიცი, თქვენ ამის უფლება არ გაქვთ, არა! გესმის? მე ხომ...
- პანიკას მორჩი! სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასე უნდა მოვიქცე - გოგონამ ხელში იარაღი შეათამაშა - თუ გინდა პატარა შანსს მოგცემ, ამას ყველას ნამდვილად არ ვუკეთებ - დაამატა მცირეხნიანი პაუზის შემდეგ. დაჭრილს თვალები გაუბრწყინდა,მაგრამ მისი სახე კვალვ შეიცვალა იმის მოსმენის შემდეგ, თუ რა იყო ეს შანსი.
- მითხარი და რაც გინდა და გადავცემ შენს ოჯახს - სიცლინარევი ხმით თქვა გოგონამ.
- შენ რა მეხუმრები? - ჩურჩულით თქვა კაცმა
- რატომღაც ყოველთვის მაშინ ვხუმრობ,როდესაც ამის დრო არ არის.
- გეფიცები არაფერი ვიცი!
- დაწყნარდი - გოგონა კაცს მიუახლოვდა - მჯერა შენი, მაგრამ სხვა გზა არ არის... არაფერი პირადული.

დაჭრილმა რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ უცებ ერთ ადგილზე გაშეშდა. საზარელმა ხმამ შეძრა არემარე,შუქი ჩაქრა და გარემომ პირვანდელი სახე დაიბრუნა.






დიდი მადლობა ხმის მოცემისთვის! ძალიან მიხარია,რომ გავიმარჯვე და იმედია ამ მოთხრობას წაიკითხავთ : )) ეს თავი პირველი, საცდელია და ამიტომ არის ასეთი პატარა. რა თქმა უნდა შემდეგები უფრო დიდი იქნება, თანაც ასეთი დაძაბული აღარ იქნება. ეს უბრალოდ იყო პროლოგი, ან პილოტი. მოკლედ, ველოდები თქვენს აზრს.

Miss♥Martina
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 998 | დაამატა: NMLL | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-05-22 Spam
pirveli tavistis kargia