მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 4 » Pink Floyd
8:26 PM
Pink Floyd
♥ Pink Floy
ინფორმაცია ჩემ საყვარელ ჯგუფზე

 



პინკ ფლოიდი ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელმაც მსოფლიო წარმატებას მიაღწია ფსიქოდელიურ და პროგრესულმუსიკაში. მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებითალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით, სადაც თვითონ შემსრულებლები, ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ. პინკ ფლოიდი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია. მათ მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვთ 200 მილიონზე მეტი ალბომი, აქედან 74.5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში. 1996 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიდა მსოფლიოში კვლავ დიდი წარმატებით სარგებლობს.  :



თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: როჯერ უოტერსინიკ მეისონირიჩარდ რაიტი და სიდ ბარეტი. დაარსდა 1965 წელს, ხოლო გვიან 1960-იანებში პოპულარული გახდა ლონდონის ანდერგრაუნდში გამოსვლებით. ბარეტის ლიდერობით, მათ გამოუშვეს პირველი ორი სინგლი – „Arnold Layne"„See Emily Play" და წარმატებული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn (1967). გიტარისტი და ვოკალისტი დევიდ გილმორი პინკ ფლოიდს სიდ ბარეტის წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა. ბარეტის წასვლის მიზეზი მისი გაუარესებული გონებრივი მდგომარეობა იყო. სიმღერების მთავარი ავტორის წასვლის შემდეგ, ძირითადი და კონცეფციების ავტორი როჯერ უოტერსი გახდა, ხოლო გიტარისტი და მეორე ვოკალისტი - დევიდ გილმორი. ამ შემადგენლობით პინკ ფლოიდმა მსოფლიო წარმატებას მიაღწია, ძირითადად ალბომებით The Dark Side of the MoonWish You Were Here,Animals და როკ-ოპერის მსგავსი The Wall-ით.



რაიტმა ჯგუფი 1979, ხოლო უოტერსმა − 1985 წლებში დატოვა, მაგრამ გილმორმა და მეისონმა (მოგვიანებით რაიტის დაბრუნების შემდეგ) გააგრძელეს ალბომების ჩაწერა და საკონცერტო ტურნეები. ისინი პინკ ფლოიდის სახელით გამოდიოდნენ, რის გამოც უოტერსმა ყოფილი კოლეგების მისამართით სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ განაჩენი მის საწინააღმდეგოდ იქნა გამოტანილი – დამტკიცდა, რომ მათ ჰქონდათ ჯგუფის სახელის გამოყენების უფლება. ამის შემდეგ, პინკ ფლოიდმა კიდევ ორი ალბომი გამოუშვა – A Momentary Lapse of Reason და The Division Bell. 24 წლის შემდეგ, 2005 წელს ჯგუფის ოთხკაციანი შემადგენლობა აღდგა მხოლოდ ერთი კონცერტისთვის, „Live 8". რაიტის გარდაცვალების შემდეგ, ჯგუფის დარჩენილი წევრები, უოტერსი, გილმორი და მეისონი ერთმანეთს შეხვდნენ როჯერის ტურნეს The Wall Live ფარგლებში, 2011 წლის 12 მაისს ლონდონის დარბაზში O2 გამართულ კონცერტზე, სადაც გილმორმა შეასრულა სიმღერა „Comfortably Numb", ხოლო მეისონი სხვებს შეუერთდა სიმღერის „Outside the Wall" შესრულებისას. :


კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 648 | დაამატა: Dragon❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2013-05-04 Spam
2.    ( Tày[??????]


david <3 momecona siaxle))