მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 27 » paranormaluri factebi 2
9:53 PM
paranormaluri factebi 2




ველაფერი მაშინ დაიწყო,როდესაც ვალერის ოჯახი ახალ ბინაში გადავიდა.თითქმის ყოველ საღამოს,ერთი და იგივე დროს,ზევიდან ხმაური მოდიოდა,ვიღაც სკამს გადააადგილებდა.გარკვეული დროის განმავლობაში ეს ვალერის ოჯახს არ უკვირდათ,მაგრამ შემდეგ გაიგეს,რომ ზევით უკვე დიდიხანია არავინ არ ცხოვრობს.




ვალერის ამ უნიკალურმა ფენომენმა დააინტერესა და მიიღო გადაწყვეტილება ყველაფერი გამოეკვლია.მის ლაბორატორიაში შექმნილი იქნა ხელსაწყო,რომელიც იჭერდა სიგნალებს,ულტრაბგერითი დიაპაზონის მიერ წარმოქმნილს.ცარიელ ბინაში შეღწევა ვერ შესძლო,ამიტომ ვალერიმ საკუთარი ბინა შეამოწმა.როდესაც ზევიდან ხმაური ისმოდა,ხელსაწყო სამმაგ სიგნალს იძლეოდა.რაიმე ელექტრომაგნიტური იმპულსი ან ვიზუალური მოვლენა არ შეიმჩნეოდა.და კიდევ, ზაფხულის და ზამთრის დროის შეცვლისას,ხმაური ისევ ერთი და იგივე,ძველი დროით ისმოდა.სამწუხაროდ,ვალერიმ ვერ შესძლო ამ ფენომენის ახსნა.




უფრო საინტერესო ისტორიები,ერთ-ერთ ფორუმზე გაჩნდა.ადამიანები სხვადასხვა ქალაქებიდან იტყობინებოდნენ მსგავსს შემთხვევებზე.

მოგიყვანთ რამოდენიმე საინტერესო ისტორიას:

"მე შევსახლდი 16 სართულიან ახალ აშენებული ბინაში 1979 წელს,ამ დროიდან შესვენებებით ზევიდან ისმის ჩაქუჩის და დრელის ხმაური.ერთხელ გადავწყვიტეთ მეზობლებმა მოგვეძებნა,ვინ იყო ის.მაგრამ აღმოჩნდა,რომ ბინა ცარიელია.”

"არის ერთი საკმაოდ ამაღელვებელი შემთხვევა.მრავალსართულიან სახლში ზევიდან ყოველდღე ისმის ხმა,რომ ვიღაც რკინის ბურთს აგორებს იატაკზე.სხვანაირად ამ ხმას ვერ ავღწერ”

"იგივე შემთხვევა მაქვს მეც,იქ სადაც ვცხოვრობ იგივე ხმებია.ადრე ვცხოვრობდი 5 სართულიანში და ჭერიდან იქაც ხმები ისმოდა.ერთხელ ქვევიდან მეზობელი ამოვიდა და მეუბნება ” იატაკზე რატომ აგორებ რკინის ბურთს”…”

"მე ყოველდღე, 14 წლის მანძილზე მესმის როგორ აგორებენ ბურთს და ასევე ჩაქუჩის ხმაც ხშირია”

"ჩვენ საერთო საცხოვრებელში იგივე გვქონდა,ვამბობდით "ბოთლებს აგორებენო”.ერთხელაც ავედით ზევით,მაგრამ მეზობლებმა ჩვენ არა,ზედა სართულებიდან არიანო..ეს მემგონი გადაუწყვეტელი პრობლემა”




მისტიკურ შემთხვევებს ფორუმელები შემდეგნაირად ხსნიან

პირველები ამბობენ,რომ ეს ე.წ. "დამავოების” ოხუნჯობებია,ყველა ხმა,კი ასე ვთქვათ პოლტერგეისტის ხრიკებია.

მეორეები ამბობენ,რომ ფსიქოტროპული იარაღია.ვიღაც ბოროტი ადამიანი,ამ იარაღის გამოსხივებას სახლზე უმიზნებენ.ამ დროს არანაირი ხმები არ ისმის,ეს უბრალოდ ტვინია დასხივებული.

მესამეები ამბობენ,რომ პარალელური სამყაროებია და მათ ბინაზე ზოგადად საზღვარი გადის.იმ სამყაროებში კი არამარტო რკინის ბურთები,ბევრი სხვა რამეც შეიძლება იყოს.მე მსგავსი ლეგენდების არ მჯერა მაგრამ ეს მართლაც საინტერესო ისტორიაა...

 

ეხლა მეტს ვეღარ ვასწრებ მარა ხვალ აუცილებლად დავდებ :*<3
Daamowma Da Gadayva tavs:MissTaTushkebi! :D
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 661 | დაამატა: -Anii)) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2012-06-27 Spam
kargiaaa..momewonaaa....mec ar mjera egetebisss