მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 15 » პროფესია: "ჭორიკანა"
10:46 PM
პროფესია: "ჭორიკანა"
ჭორებს იუმორით უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ მათი უგულებელყოფა ბოლომდე არ შეიძლება. რა უნდა გააკეთოთ, თუ ბოროტი ენები თქვენი პიროვნებით დაინტერესდნენ? 

რა მოიმოქმედოთ, სანამ ჭორები თქვენს კარიერაზე უარყოფითად იმოქმედებს? უპირველეს ყოვლისა ვცადოთ გავერკვეთ, რატომ ჭორაობენ ადამიანები და რა განსხვავებაა ჭორიკანა ადამიანსა და იმ ადამიანს შორის, რომელმაც ყველაზე ყველაფერი იცის. (ასეთ ადამიანებს ხშირად "ცნობათა ბიუროს" უწოდებენ.) 

ადამიანი, რეპუტაციით "ცნობათა ბიურო" - გარეგნულად ჭორიკანას წააგავს, თუმცა არსებითად განსხვავდება მისგან. "ცნობათა ბიურო" ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის და ყველაფერი იცის. ასეთი იყო ქალბატონი ვასასი კინოფილმიდან "ჩვენი ეზო". 

ის აგროვებდა ინფორმაციას არა ბოროტი განზრახვით, არამედ იმიტომ, რომ სხვების დახმარების სურვილი არ აძლევდა მოსვენებას. ჩვეულებრივ "ცნობათა ბიუროს" როლს მარტოხელა ადამიანები ირგებენ. ინფორმაციის შეგროვება სხვებზე მათი ცხოვრების აზრია, და ახალი ცნობების არქონის შემთხვევაში სერიოზულ განცდებში ვარდებიან. ამიტომ ნუ გაღიზიანდებით და გამოიყენეთ "ცნობათა ბიურო" პირდაპირი დანიშნულებით: საჭირო მონაცემებისა და ცნობების მისაღებად. 

რჩევა: თუ თქვენ შესახებ სამსახურში ინფორმაციის გავრცელება გსურთ, თამამად მიმართეთ "ცნობათა ბიუროს" და იყავით მშვიდად. სულ მოკლე ხანში თქვენი ინფორმაცია თქვენთვის "საჭირო" ხალხის ყურამდე მივა. თუმცა ხშირად ნუ ისარგებლებთ ამ ყოვლისმცოდნე "მზრუნველი ადამიანის" მომსახურებით. 

ადამიანი, რეპუტაციით "ჭორიკანა". როგორც წესი, ამ ტიპის ადამიანებს თვითდამკვიდრების დიდი მოთხოვნილება აქვთ და ადგილს სხვისი დამცირების შედეგად "იმკვიდრებენ". ჭორიკანა აგროვებს რეალურ ინფორმაციას, მაგრამ შემდეგ ინტერპრეტირებულად და დამახინჯებულად ავრცელებს. "ჭორიკანა" ადამიანი კიდევ იმითაა საშიში, რომ შეუძლია საქმიანი ინფორმაციაც დაამახინჯოს ან საერთოდ არ გადასცეს ადრესატს ბოროტი განზრახვით. ამით კოლეგებს კონფლიქტურ სიტუაციაში ჩააყენებს. 

რჩევა: საუკეთესო "შხამსაწინააღმდეგო" იარაღი ამ შემთხვევაში მასთან პირდაპირი საუბარია. სიმართლე აშინებს ინტრიგანებს და ისინი ჩუმდებიან (დროებით მაინც). 

ზოგჯერ ჩვენვე ვახდენთ პროვოცირებას ხალხზე, რათა გაგივრცელონ ესა თუ ის ინფორმაცია. მაგალითად ჩვენს საიდუმლოს უნებურად გავანდობთ ხოლმე ახალგაცნობილ ადამიანს. თან გვავიწყდება, რომ ბევრს არ შეუძლია საიდუმლოს შენახვა. ჭორების მიზეზი ხშირად ის ადამიანებიც ხდებიან, რომლებიც ზემოდან უყურებენ კოლეგებსა და გარშემომყოფებს. 
რჩევა: ნუ მოყვებით სამსახურში პირადი ცხოვრების შესახებ, იყავით მომთმენი და შეინარჩუნეთ კეთილგანწყობა გარშემომყოფებთან
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 621 | დაამატა: dreamerr | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-01-16 Spam
kargi siaxle iyo...momewona...:*:*:*