მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 18 » ორკაპიკიანი
11:16 AM
ორკაპიკიანი

ხელის გულზე ორკაპიკიანი კრთის. მივუყვები ქუჩას. სულ ცოტა ხანში კი ერთი მუჭა ორკაპიკიანებით და ატყორცნილი ფიქრებით მივრბივარ ეტლეფონის ჯიხურისკენ. დავრეკავ სადღაც შორიდან ვიგებ შენ ხმას. მერე შენ ილაპარაკებ მე მხოლოდ მოგისმენ.. "ნეტა თუ მიხვდება მოკლე ქევდაბოლო? ვფიქრობ და მაღაზიის მინაში ვათვალიერეკბ საკუთარ თავს, თითქოს შენთან შეასხვედრად მოვდიოდე"
"რა სულელი ვარ, ვიცინი"

–"მე ხომ მხოლოდ უნდა დავრეკო და ნახე როგორ ვიპრანჭები1 მახსენდება ტელფონით ვლაპარაკობდით "რა ლამაზი ხარ, მე შენ გხედავ" მართლა მხედავდე თითქოს ისე ვიწესრიგებ თავს ყოველი დარეკვის დროს. ჩვენ იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს, ამიტომ დილდანვე ვიწყებ ფიქრს ორკაპიკიანებძე, დღესაც ასე იყო და აი ჯიხურისკენ მივფრინავ სულ ცოტაც და ჩემს სამყაროში შენი ხმა გაიღვიძებს, ხანდახან ესეც ხდება, რომ კვირაში მხოლოდ ორჯერ ვრეკავ. მაშინ უნდა შემხედო, აუუ .. რა საოცარი შითბოთი ვაგროვებ ორკაპიკიანებს, ბავშვივით ვჭირვეულობ, მიზეზოდ ვუბრაზდები ყველას და საღამოც მოდის, ვრეკავ.. დღეს კი რატომღაც გადავუხვიე ნაცნობი გზიდან, ჯერ ნაყინი ვჭამე და მერე წამოვედი. ვრეკავ,არავინ იღებს" ჯერ არ მოსუ;ა?" ბაღში ვჯდები და ხეებს შეფარებულ წყვილებს ვათვალიერებ, თან ტკივილამდე ვფიქრობ შენზე და ჩემზე.. 
.. ორკაპიკიანები კი მწვავენ ხელის გული ..
..–ნინიკო! გინდა ხმამაღლა ვიყვირებ რომ მიყვარხარ?

არ არა–იცინის გოგო მეღიმება მერე უცებ ყირავდება ყველაფერი.. ემხობა დღე. ეს ხმა.. ეს ხმა.. შემოვბრუნდი და შენ შეგეფეთევიღაც ლამაზ მაღალ გამხდარ გოგონასთან ზიხარ. შენ ისე ბედნიერად იღიმები..
ნელა ვერევი თავს, ახლა მთავარია ჩქარა წავიდე..
გოგონა ორკაპიკიანი ხომ არ გაქვთ?– დამიძხა შენმა სიყვარულმა. თქვენთან მოვედი მუჭი გავშალე ორკაპიკიანები ატირდნენ ხელის გულზე..
–მე მხოლოდ..
– აიღეთ აიღეთ დაგჭირდებათ..–ვთქვი და ჰაერში ავიქნიე ხელი. ორკაპიკიანები საცოდავი ღიმილით დაეშვნენ მიწაზე. შენ გაფითრებული და ტკივილიანი მიყურებდი, თითქოს პატიებას მთხოვდი. გავიქეცი...
მაკა, მაკა– მესმოდა შენი გაბრაზებული ხმა–მაკა მაპატიე ეს ყველაფერი სიგიჟეა. მე შენ მიყვარხარ მაკა.სახლში მისული ურონოდ დავეცი საწოლზე, რაღაც გაკრთა და გათბა ხელისულზე–ორკაპიკიანი ფიქრივით სველი იყო. აივანზე გავედი, ქუჩას გავხედე სადარბაზოსთან, ტელეფონის ჯიხურთან ბიჭი იდგა და აქეთ–იქით იხედებოდა
–ბიჭი, ბიჭი!
ამოიხედა
–ორკაპიკიანებს ეძებთ?
გამიღიმა და თავი დამიქნია.
ორკაპიკიანი ცრემლივით მოსწყდა ხელის გულს.


Daamowma Da Gaalamaza:-TaTaM
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 829 | დაამატა: Miss♥Basti | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 6
2012-06-19 Spam
adzaaan magria....yochag..:*:*:*