მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » ორიანი ყვავი [4]
6:55 PM
ორიანი ყვავი [4]
ორიანი ყვავი
შემდეგი თავი
ნახეთ და შემიფასეთ
  

ალექსის სიტყვები გულში ჩამესო. 
„ეს მხოლოდ დასაწყისია"-ვიმეორებდი რობოტივით. 
-არ შემიძლია გაუგებრობაში ყოფნა.. რაში დაგჭირდით?-ვიყვირე სასოწარკვეთილმა. 

ბოშამ დამცინავი მზერა მომაპყრო. ერთი გადაიხარხარა და შემომიტია. 
-ჯერ ძალიან ბევრს ითხოვ, ხომ გითხარი.. როცა საჭიროა გაიგებ. დიდხანს არ იქნები ასე-ხმამაღლა მითხრა და მწარედ გაიცინა. 
უკვე ბნელოდა. 
ნამგალა მთვარეს გავხედე.. 
„ ნამგალა მთვარე ეშმაკისაა"-მეუბნებოდა დედა, როცა პატარა ვიყავი. 
აღარ შემეძლო გაუგებრობაში ყოფნა, მაგრამ არც მკითხავის ხრიწიანი ხმის გაგონება მინდოდა. 
სიბნელეში შავი სილუეტი გამოიკვეთა. ნელ-ნელა ახლოვდებოდა. 
-ხედავ სილუეტს?-მკითხა ალექსმა. 
მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ლაპარაკის ძალაც აღარ მქონდა. 
-მერე?-მითხრა და ჩემს გვერდით დადგა. 
სილუეტი ახლოვდებოდა. კოცონის მოპირდაპირე მხარეს გაჩერდა. 
-აკო-ვიყვირე ელდანაცემმა. 
-ხოო, ისაა.. ჯერ სად ხარ.-ჩაიცინა და ხელები შარვის ჯიბეებში ჩაიწყო. 
-მესამე ყვავი-ვიყვირე განწირულმა-ორიანი ყვავი იყო კარტი, მესამეზე არაფერი.. 
აღარ დამასრულებინა და თქვა: 
-არ იყო ნათქვამი. ორიანი ყვავი ორ ყვავს აჩვენებდა.. მესამე ყვავზე არაფერი იცოდი. მაგრამ... 
-როგორ? მაგრამ რა?-ხმაში ბზარი გამერია. 
-მე ამ ყველაფრის თავი ვარ, რასაკვირველია ბოშასთან ერთად.. ის უბრალოდ გვეხმარებოდა-თქვა და ხარხარი აუტყდა-ნელ-ნელა ყველაფერს ფარდა აეხდება. 
გაკვირვებულმა შევხედე. 
-ღადაობ?-ვკითხე და თვალები დავხუჭე, რომ დავრწმუნებულიყავი ამ ყველაფრის სიმართლეში. 
-არა, ის თანაშემწეა..რაც გინდა უწოდე ამას-მითხრა და გამშორდა. 
ნელი ნაბიჯით აკოსკენ წავიდა და ბაასი გააბა. 
„და იქნებ გავიქცე. რისი იმედი აქვს, რომ მიდის"-გავიფიქრე გონებაში. 
-მაინც ვერ გაიქცევი-გამომძახა და ჩაიცინა. 
მათმა სახეებმა ისედაც ნერვებ მოშლილი, კიდევ უფრო მომშალა. 
ამ სპექტაკლების თავიც აღარ მქონდა. რამდენ საიდუმლოსაც ფარდა აეხადა, იმაზე ორჯერ მეტი გახდა ფარდა ასახდელი. 
თავი საშინელებათა ფილმში მეგონა. რა იყო საშინელება? ამდენი საიდუმლო.. გამოუცნობი ამოცანები...ბოშას დაჯღანული სახე. ყოფილის შურისძიება. მეტი რა უნდა დამერქვა ამისთვის? 
კოცონს გავხედე. ბოშა ცეცხლიდან გამოსულიყო და აკოს ელაპარაკებოდა. დამწვრობაც კი არ ჰქონდა..არ ვიცი ეს როგორ მოახერხა, მაგრამ ჯადოქარი ნამდვილად არ იყო. ალექსანდრე მომიახლოვდა. 
-კიდევ ერთი გამოცანა-ჩამჩურჩულა აალექსმა, თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო... 
-რაა?-უნებურად აღმომხდა. 
-მალე წვიმას დაიწყებს, უნდა წავიდეთ.. კიდევ შევხვდებით. -მითხრა ბოშამ და ცინიკურად ჩაიცინა. 
-თუ ახლა მიშვებთ, რატომ დაგჭირდათ ჩემი აქ მოყვანა?-გაკვირვებას ვეღარ ვმალავდი. 
ალექსმა ერთი ჩაიცინა და მე მომიბრუნდა. 
-ეს გაფრთხილება იყო. მალე ყვეაფერს გაიგებ.. რა რაში დაგვჭირდა. ხვალამდე..დღეს სხვა საქმეები უნდა მოვაგვაროთ-მითხრა ირონიულად. 
სამივენი ერთად სადღაც წავიდნენ.. მე დამტოვეს. გზა არ ვიცოდი. ამდენი გამოცანა უკვე ჭკუიდან მშლიდა... შესანიშნავია. 
მე ბოშას უფლება მივეცი, რომ ფეხით გავეთელე.. ეს ყველაფერი ხომ მისი კარტის გამო იყო. 
წვიმა წამოვიდა.. ჩემი ჩანთა გადავიკიდე და გზის ძებნა დავიწყე. გზაში ამ ყველაფერზე ფიქრი არ მასვენებდა. 
ჩემს ცხოვრებაში იყო რაღაც მაგნიტი, რომელიც ამდენ საფრთხეს ჩემსკენ ეზიდებოდა. სსსუუულ რაღაც ცხრა საათის წინ ჩვეულებრივი გოგონა ვიყავი. არა მე არ ვიყავი ისეთი, როგორიც სხვები. უბრალოდ მანამდე ვიყავი ის გიჟი გოგო, რომესაც ყველა იცნობდა, თავისი მოუზომელი ხასიათის გამო. 
წვიმის წვეთები სასიამოვნოდ მეცემოდა სახეზე. ცაზე გაიელვა, ჭექა-ქუხილიც მოყვა.юю თავსხმა წვიმა წამოვიდა. სახე ერთხანს წვიმას შევუშვირე. შემცივდა, ამაკანკალა. თავი ვაიძულე მევლო. 
ერთი საათი მაინც ვიარე, სანამ გზას მივაგენი. მანქანები აქეთ-იქით დადიოდნენ. მე არც ფული მქონდა ტაქსი, რომ გამეჩერებინა და არც ტელეფონი მამასთვის რომ დამერეკა წამიყვანეო. 
ნელა გავუყევი გზას ავტობუსის გაჩერებამდე. 
სახლში მისულს დედა შემომეგება თავისი საყვედურებით. 
-სად იყავი?-მკითხა და შეტევისთვის მოემზადა.. იცოდა რომ სიტყვას არ შევარჩენდი, მაგრამ ახლა იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ამის თავი არ მქონდა და სიმართლე ვუთხარი. 
-არ ვიცი-მე ხომ მართლა არ ვიცოდი. ისედაც ძლივს მივაგენი გზას. 
-როგორ თუ არ იცი? ღამის 3 საათია..-თვალებდან ცოფებს ყრიდა. 
-დედა, ერთხელ გითხარი სიმართლე და ისიც კი არ გჯერა.. გთხოვ თავი დამანებე..-ვუთხარი 

და ჩემი ოთახისკენ წავედი. 
დედა მოალბო ჩემმა სიტყვებმა და თავი დამანება. ტანსაცმელი არც კი გამომიცვლია.. პირდაპირ სველი ჩავხტი ლოგინში და ისე დავიძინე. 
დილით ადრე გამეღვიძა. თავი საშინლად მტკიოდა. 
-ეტყობა სიცხე მაქვს..-ხმამაღლა დავიწყე ფიქრი. 
საათი პირველს აჩვენებდა. აბაზანაში შევედი.. წყალი გადავივლე. ცოტა მოვწესრიგდი... გიშინდელის მერე საშინლად გამოვიყურებოდი. წარმომიდგენია დედაჩემის რეაქცია, როდესაც ასეეთი დამინახა. 
ისევ გარდერობს მივაშურე. საერთოდ მთელი კვირა ერთიდა იგივე მეცვა ხოლმე, მაგრამ გუშინ სულ გავატალახიანე. შავი მოტკეცილი შარვალი და თეთრი ზედა ჩავიცვი. ტყავის შავი ტყავის კურტკა და ბოტები ძლივს ვიპოვე.. გამოვეწწე. ჩანთას ხელი მოვკიდე და სამზარეულოს მივაშურე. 
დედა რაღაცას აზადებდა. 
-უკვე ორი საათია. გუშინდელივით გაკვეთილს ვერ გააცდენ.-მითხრა და ქვაბს მიუბრუნდა-არ გშია? 
მგელივით მშიოდა, მაგრამ თავი შევიკავე. ვიცოდი დედა ათას შეკითხვას დამაყრიდა, თუ საუზმეზე დავრჩებოდი. ჩემთვის იყო საუზმე, თორემ დედაჩემისთვის სადილი. 
-არა-ვუთხარი და მაცივარი რძე ავიღე. მაგიდაზე ლარიანი შევნიშნე, დედას, რომ არ დაენახა ისე ჩუმად ავირე და კარებს მივაშურე. 
კიბეები ჩვეულებრივად ჩქარა ჩავირბინე და ავტობუსის გაჩერებისკენ ავიღე გეზი. 
სკოლაში ყველას გაუკვირდა ადრე, რომ მივედი. მხოლოდ აკოსა და ალექს ეცინებოდათ ირონიულად. 
-შატალოზე მივდივართ-ხელი მკლავში გამიყარა ალექსმა. 
-რა?-ენა დამება-რატომ? 
ლამის იყო პატარა ბავშვივით ავტირებულიყავი. ტირილი არ მჩვეოდა, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაში ვიყავი. 
-ნინა რა იყო, ყოველდღე შატალოზე დადიხარ და რაღა დღეს ხარ უარზე-მომაძახა კლასის ჭორიკანამ სიცილით. 
მე ყურადღებაც არ მივაქციე და ერთ ადგილზე ჯორივით გავჩერდი. 
-მაინც წამოხვალ-მითხრა აკომ და კარებისკენ წამათრია. 
უკვე გარეთ ვიყავი, როცა ალექსმა ყურში ჩამჩურჩულა: 
- დასასრული ახლოვდება... 



ათ კომენტარზე გავაგრძელებ. 
წინა თავს ძალიან ცოტა ჰქონდა და მგონი არც ღირს გაგრძელება. 
შემიფასეთ^^^^^^^^^^^^^^^

დაამოწმა და გაალამაზა: SmilerMegi-
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 861 | დაამატა: ninoRa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-01-26 Spam
15. Sali --   ( sal922[??????]

biggrin magarrriiia