მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » მაისი » 6 » OnLy LoVe
11:33 PM
OnLy LoVe

ასე გადიოდა დღეები. სანამ ერთ დილას საავადმყოფოდან არ დამირეკეს და არ მთხოვეს რომ სასწრაფოდ საავადმყოფოში მივსულიყავი. ძალიან ავნერვიულდი.

სწრაფად მოვემზადე ბავშვი დედას დავუტოვე და საავადმყოფოში წავედი.

გიჯივით შევვარდი იანის ოთახში, მაგრამ გაოგნებული დავრჩი. შიგნით არავინ იყო. იანი არ იწვა საწოლში. გავოგნდი, გავშტერდი, დებილივით მივჩერებოდი საწოლს...

ყველაზე საშინელი წარმოვიდგინე.


თვალებზე ცრემლები მომადგა, რომ სწორედ ამ დროს პალატაში ექიმი შემოვიდა.

-ძალიან მიხარია ასე სწრაფად რომ მოდით.(ექიმი)

-დიახ, რა ხდება? იანი სად არის? ნუთუ უკვე და აღარ დამასრულებია ექიმმა

-არა ნუ ნერვიულობთ აპარატი არ გამოგვირთავს.(ექიმი)

-აბა რა მოხდა? ნუთუ..? ნუთუ გონზე მოვიდა?(მე)

-სავარაუდოდ გონზე მოვიდა..(ექიმი)

-სავარაუდოდ? ეგ როგორ გავიგო ექიმო?(მე)

-დილით როდესაც პალატაში შემოვედით აქ აღარ დაგვხვდა..(ექიმი)

-რას ქვია პალატაში არ დაგხვდათ?(მე)

-არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ წინა დღეს არანაირი უკეთესობა არ შეგვიმჩნევია, არც ექთნებს შეუმჩნევია რამე და არც დერეფნებში დამონტაჯებულ კამერებში ჩანს არაფერი.. ჩვენც სრულ გაურკვევლობაშ ვართ(ექიმი)

-კი მაგრამ თქვენ გევალებათ რომ პაციენტს ყურადღება მიაციოთ და მოუაროთ, ასე ჩუმად სად შეიძლება წასულიყო. ეს უბრალოდ შეუძლებელია..(მე)

-ჩვენც ზუსტად ეგ გვაკვირვებს, ასე ჩუმად ვერც პალატიდან შეძლებ გასვლას და მითუმეტეს ვერც საავადმყოფოში გაივლი. რათქმაუნდა ვერც გარეთ გახვალ.(ექიმი)

ექიმს დიდხანს ველაპარაკე მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს მეუბნებოდა. ერთი რაღაც მითხრა რის შემდეგაც საშინლად გავხდი. თურმე შეიძლებოდა რომ იანს კომიდან გამოსვლის შემდეგ ამნეზია დამართვოდა.

საავადმყოფოდან რა თქმა უნდა პირდაპირ ეკლესიაში წავედი. ბევრი ვილოცე, შემდეგ როდესაც უკვე გამოვდიოდი ტაძრიდან შევხედე როგორ ჩამოჯდა ვიღაც ეკლესიის კიბეებზე. არ ვიცი რამ მიიპყრო ასე ჩემი ყურადღება, მაგრამ ფაქტი იყო რომ რაღაცით ძალიან ნაცნობი აღნაგობა ქონდა ჩემთვის.

მაგრამ თავი დავაჯერე რომ ეს უბრალო სისულელე იყო და გზა გავაგრძელე, ამ უცობს ისე ჩავუარე რომ მისკენ არც მიმიხედავს. ცოტა რომ გავსცდი ძალიან მომინდა მიის სახის დანახვა, შებრუნებას ვაპირებდი რომ ამ დროს სტეფანი დავინახა რომელიც ჩემსკენ მოდიოდა.

-ელე? აქ რას აკეთებ?(სტეფანი)

-ეკლესიაში ვიყავი სალოცავად.. დღეს საავადმყოფოში ვიყავი და ექიმმა მითხრა რომ...

და როდესაც მის გაშტერებულ სახეს შევხედე, რომელიც წინ იყო მიმართული და რაღაცას გაკვირვებული უყურებდა, უფრო სწორედ მიშტერებოდა, ლაპარაკი შევწყვიტე.

-სტეფან მასე რას მიშტერებიხარ?(მე)

-ელე წინ გაიხედე... მგონი ცუდად ვარ(სტეფანი)

მეც აღარაფერი აღარ მითქვამს და ეკლესიისკენ გავიხედე.

გავიხედე და გავვოცდი.

ის ბიჭი რომელმაც ორი წუთის წინ ასე მიიქცია ჩემი ყურადღება იანი იყო.

აზროვნების უნარი წამერთვა და თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა.

ის, ის უცნობი იანი იყო, თავჩახრილი იჯდა კიბეებზე. არ ვცოდი როგორ მოვქცეულიყავი. ბოლოს სტეფანს გავხედე და ის ჩემზე უარეს მდგომარეობაში იყო.

ისევ იანისკენ გავიხედე, ამ დროს მან თავი ასწია და მე შემომხედა.

ასე ვუყურებდით ერთმანეთს, სანამ ბოლოს ფეხზე არ წამოდგა.. მიიხედ მოიხედა და არ წარმოთქვა სიტყვები რომლებმაც საოცრად გამახარა..

-ელე? რა ხდება?

ამ სიტყვების გაგონებაზე მისკენ გავიქეცი და ძაან მაგრად ჩავეხუტე.

თან ვტიროდი, მაგრამ ეს არ იყიო მწუხარების ცრემლები, პირიქით ეს ბედნიერების ცრემლები იყო.

კარგა ხანი ვიყავით ასე. შემდეგ მე და სტეფანმა გადავწყვიტეთ იანის სახლში წაყვანა. გზაში თითქმის ყველაფერი ვუამბეთ თუ რა მოხდა.

იანი გაკვირვებული იყო, ეტყობოდა ძალიან არეული იყო თავის აზრებში.

ყველაფერი ვუამბეთ ბავშვის გარდა. ძალიან არ მინდოდა ეს ამავი მისთვის ამ დროს მეთქვა. მირჩევნოდა ყველაფერი დაწვრილებით მომეყოლა მისთვის როდესაც სახლში მივიდოდით.

სახლში მისული იანმა ცოტა კიდევ გველაპარაკა. გვერდიდან არ ვშორდებოდი.

შემდეგ როგორც იქნა გადავწყვიტე რომ ბავშვის შესახებ მისთვის ყველაფერი მეთქვა. ჩემის აზრით შესაფერისი დროც იყო.

როდესაც ლაპარაკი დავიწყე იანმა შემაწყვეტია და მთხოვა რომ ეს ყველაფერი მითვის ხვალ მომეყოლა. მაკოცა და დასაძინებლად წავიდა.

სტეფანმა მითხრა რომ არ მენერვიულა მის ქცევაზე, რადგან დაბნეული იყო და მლე ყველაფერი რიგზე იქნებოდა. ოღონდ ხვალ მისთის ყველაფერი მეთქვა ბავშვის შესახებ.

-ელე ჯობია სახლში წახვიდე და დაისვენო. ხვალ დილით მოდი და ბავშვიც მოიყვანე. აქ მე დავრჩები.(სტეფანი)

-არა სტეფან, აქედან ვერასად ვერ წავალ სანამ იანს ნორმალურად არ დაველაპარაკები. შენ წადდი და მე დავრჩები აქ.(მე)

-არა, არც მე არ მინდა წავსლა. მაშინ ორივე დავრჩეთ.(სტეფანი)

ცოტა ხანი კიდევ ვილაპარაკეთ. და შემდეგ დავიძინეთ,

დლით საკმაოდ ადრე გამეღვიძა. ფეხზე წამოვდექი თუ არა მაშინვე იანის ოთახისკენ წავედი.

კარები შევაღე და..



mgoni kargi tavi iyo.

imedia mogewonat<3

gtxovt daakomentaret:* miyvarxart<3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 673 | დაამატა: anukaanka♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2012-05-07 Spam
male gaagrdzele dzalian magaria